საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ..."
"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ..."

"Forbes Georgia"-ს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი რე­დაქ­ტო­რი შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ფი­როს­მა­ნის ცნო­ბი­ლი ტი­ლოს გარ­შე­მო აგო­რე­ბულ სკან­დალს ეხ­მა­უ­რე­ბა.

"და რა­ტომ უნდა "და­ვიბ­რუ­ნოთ ფი­როს­მა­ნი"? ეს იგი­ვეა, ეს­პა­ნე­ლებ­მა თქვან, "და­ვიბ­რუ­ნოთ პი­კა­სო" და მსოფ­ლი­ოს უდი­დე­სი მუ­ზე­უ­მე­ბი მის გა­რე­შე და­ტო­ვონ.

თან იმათ უა­რე­სად აქვთ საქ­მე - კო­ლექ­ცი­ო­ნე­რე­ბი, რო­გორც წესი, უხ­ვად ამოგ­ზა­უ­რე­ბენ კუთ­ვნილ ტი­ლო­ებს ექ­სპო­ზი­ცი­ებ­ზე, გა­მო­ფე­ნენ მუ­ზე­უ­მებ­ში, კვი­რე­უ­ლებ­ზე, რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი სტუმ­რობს. მის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე, აქ­ტი­ვის­თვის ფა­სის გაზ­რდა­ზე ზრუ­ნა­ვენ, იცა­ვენ სა­კუთრ ინ­ვეს­ტი­ცი­ას. ბი­ძი­ნამ კი მსოფ­ლი­ოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ტილო, პი­კა­სოს "დორა მა­ა­რი კა­ტით" სე­იფ­ში ჩა­კე­ტა და რო­დის იხი­ლავს დღის სი­ნათლ მხო­ლოდ ღმერ­თმა (იგუ­ლის­ხმეთ ბი­ძი­ნა) იცის. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ვინ­ცი­ა­ლის­ტუ­რი აზ­როვ­ნე­ბაა ასე­თი მო­წო­დე­ბე­ბი. ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი კი არ უნდა "და­ვიბ­რუ­ნოთ" და ჩავ­კე­ტოთ შე­ნო­ბებ­ში, რომ­ლებ­საც არა­ვინ სტუმ­რობს, არა­მედ პი­რი­ქით, სა­ზღვარ­გა­რეთ უნდა გა­ვი­ტა­ნოთ, ძვი­რად გავ­ყი­დოთ, ხალ­ხს ვაჩ­ვე­ნოთ, ცნო­ბა­დო­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ბა გავ­ზარ­დოთ. ეს არა მარ­ტო მკვდა­რი, არა­მედ ცო­ცხა­ლი ქარ­თვე­ლი ხე­ლოვ­ნე­ბი­სა­მი ინ­ტე­რე­სის სა­წინ­და­რია. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე გარ­ყვნი­ლად გეს­მო­დეს "ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა". კულ­ტუ­რა კედ­ლე­ბი კი არა - ხი­დე­ბია. და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­თვის კა­რის ჩა­კეტ­ვა კულ­ტუ­რუ­ლო­ბა კი არა, პა­პუ­ა­სო­ბაა", - წერს შოთა დიღ­მე­ლაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, ფი­როს­მა­ნის ტილო "არ­სე­ნა­ლის მთა ღა­მით" კრის­ტის აუქ­ცი­ონ­ზე გა­სა­ყი­დად არის გა­ტა­ნი­ლი და ის რუ­სულ არ­ტად არის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. ამ თე­მა­ზე კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა:

"სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო ეხ­მა­უ­რე­ბა "კრის­ტის" სა­ა­უქ­ცი­ო­ნო სახ­ლში 1 ივ­ნისს და­გეგ­მილ აუქ­ცი­ონს, სა­დაც ნიკო ფი­როს­მა­ნის ცნო­ბი­ლი ნა­მუ­შევ­რის "არ­სე­ნა­ლის მთა ღა­მით" გა­ყიდ­ვა იგეგ­მე­ბა. ნა­ხა­ტი რუ­სუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის სექ­ცი­ა­შია გან­თავ­სე­ბუ­ლი, თუმ­ცა ლო­ტის აღ­წე­რი­სას მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ მისი ავ­ტო­რი ქარ­თვე­ლია.

აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ გი­რო­გა­ძე უკვე ესა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის ხელ­მძღვა­ნელს და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს. შე­დე­გად, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, მუ­ზე­უ­მი და­ი­წყებს მუ­შა­ო­ბას იმ სა­კი­თხზე, რომ ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბი­სა და ხე­ლო­ვა­ნე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბი არ მი­ა­კუთ­ვნონ რუ­სუ­ლი არ­ტის სექ­ცი­ას და მოხ­დეს ნა­მუ­შევ­რე­ბის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­სა­ბა­მის გან­ყო­ფი­ლე­ბას­თან".

ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თგვა­რი კამ­პა­ნია წა­მო­ი­წყეს ცნო­ბილ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. იცი­ნი სა­ზო­გა­დო­ებს გა­ერ­თი­ა­ნე­ბის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ, რათა თან­ხა შეგ­როვ­დეს და ფი­როს­მა­ნის ტილო ქარ­თულ მუ­ზე­უმს და­უბ­რუ­ნონ. ერთ-ერთი ასე­თი მო­წო­დე­ბის ავ­ტო­რი მომ­ღე­რა­ლი ნიაზ დი­ა­სა­მი­ძეა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ..."

"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ..."

"Forbes Georgia"-ს აღმასრულებელი რედაქტორი შოთა დიღმელაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ფიროსმანის ცნობილი ტილოს გარშემო აგორებულ სკანდალს ეხმაურება.

"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? ეს იგივეა, ესპანელებმა თქვან, "დავიბრუნოთ პიკასო" და მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები მის გარეშე დატოვონ.

თან იმათ უარესად აქვთ საქმე - კოლექციონერები, როგორც წესი, უხვად ამოგზაურებენ კუთვნილ ტილოებს ექსპოზიციებზე, გამოფენენ მუზეუმებში, კვირეულებზე, რომელსაც უამრავი ადამიანი სტუმრობს. მის პოპულარიზაციაზე, აქტივისთვის ფასის გაზრდაზე ზრუნავენ, იცავენ საკუთრ ინვესტიციას. ბიძინამ კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილო, პიკასოს "დორა მაარი კატით" სეიფში ჩაკეტა და როდის იხილავს დღის სინათლ მხოლოდ ღმერთმა (იგულისხმეთ ბიძინა) იცის. ჩვეულებრივი პროვინციალისტური აზროვნებაა ასეთი მოწოდებები. ქართველი მხატვრები კი არ უნდა "დავიბრუნოთ" და ჩავკეტოთ შენობებში, რომლებსაც არავინ სტუმრობს, არამედ პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ, ხალხს ვაჩვენოთ, ცნობადობა და მნიშვნელობა გავზარდოთ. ეს არა მარტო მკვდარი, არამედ ცოცხალი ქართველი ხელოვნებისამი ინტერესის საწინდარია. როგორ შეიძლება ასე გარყვნილად გესმოდეს "ქართული კულტურა". კულტურა კედლები კი არა - ხიდებია. დანარჩენი სამყაროსთვის კარის ჩაკეტვა კულტურულობა კი არა, პაპუასობაა", - წერს შოთა დიღმელაშვილი.

შეგახსენებთ, ფიროსმანის ტილო "არსენალის მთა ღამით" კრისტის აუქციონზე გასაყიდად არის გატანილი და ის რუსულ არტად არის მოხსენიებული. ამ თემაზე კულტურის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა:

"საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეხმაურება "კრისტის" სააუქციონო სახლში 1 ივნისს დაგეგმილ აუქციონს, სადაც ნიკო ფიროსმანის ცნობილი ნამუშევრის "არსენალის მთა ღამით" გაყიდვა იგეგმება. ნახატი რუსული ხელოვნების სექციაშია განთავსებული, თუმცა ლოტის აღწერისას მითითებულია, რომ მისი ავტორი ქართველია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიროგაძე უკვე ესაუბრა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელს დავით ლორთქიფანიძეს. შედეგად, უახლოეს მომავალში, მუზეუმი დაიწყებს მუშაობას იმ საკითხზე, რომ ქართველი მხატვრებისა და ხელოვანების ნამუშევრები არ მიაკუთვნონ რუსული არტის სექციას და მოხდეს ნამუშევრების იდენტიფიცირება შესაბამის განყოფილებასთან".

ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ერთგვარი კამპანია წამოიწყეს ცნობილმა ადამიანებმა. იცინი საზოგადოებს გაერთიანებისკენ მოუწოდებენ, რათა თანხა შეგროვდეს და ფიროსმანის ტილო ქართულ მუზეუმს დაუბრუნონ. ერთ-ერთი ასეთი მოწოდების ავტორი მომღერალი ნიაზ დიასამიძეა.

"ამერიკაში ძუძუმწოვარა ბავშვებს აწამებენ" - რობერტ სტურუას განცხადება, რომლის გამოც რეჟისორს სოციალურ ქსელში მწვავედ აკრიტიკებენ

"იმ საწყალ ბიჭს ისეთი სიმთვრალე ჰქონდა, თქვენს მაგიდასთან რომ იგივე გაეკეთებინა, შეიძლება იქვე მოგეკლათ“ - ნინა წკრიალაშვილი სანდრო გირგვლიანზე

"მადლობა, რომ მგლების ლუკმა არ გახდა ჩემი შვილი" - ტყეში დაკარგული მცირეწლოვანი გოგონა პოლიციამ იპოვა და მშობლებს დაუბრუნა