პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები" - თეა წულუკიანი პირად თემებზე
"უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები" - თეა წულუკიანი პირად თემებზე

იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, მას შემ­დეგ, რაც მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ი­კა­ვა, მის ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა. მათ შო­რის, ისიც, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის დრო ნაკ­ლე­ბად რჩე­ბა. წუ­ლუ­კი­ან­მა ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნალ "რე­ი­ტინ­გის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­ნის­ტრი გუ­ლახ­დი­ლად სა­უბ­რობს და ამ­ბობს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ქა­ლის­თვის პო­ლი­ტი­კურ ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვა ად­ვი­ლი არაა.

"კა­ცის­თვის კი პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვა უფრო ად­ვი­ლია. წლე­ბია, ვემ­ხრო­ბი და ვა­ტყობ, ნელ-ნელა ამ იდე­ას აქვს მხარ­და­ჭე­რა, რომ ქა­ლე­ბის­თვის შე­იქ­მნას კვო­ტე­ბი პარ­ტი­ებ­სა თუ პარ­ლა­მენ­ტში, რაც ქა­ლებს პო­ლი­ტი­კა­ში ჩარ­თვის პრო­ცესს გა­უ­ად­ვი­ლებს. ამ წეს­მა უნდა იმოქ­მე­დოს პი­რო­ბე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბამ­დე, მერე აღარ იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო", - ამ­ბობს ის.

ადას­ტუ­რებს, რომ ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­თვის ეკო­ნომ­კლა­სით მგზავ­რობს - მხო­ლოდ ერთხელ იმ­გზავ­რა ბიზ­ნესკლა­სით, რო­დე­საც გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბამ და­ა­ფი­ნან­სა მისი ბი­ლე­თი, ორი გზა, კონ­კრე­ტუ­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში. ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბას ახერ­ხებს, მაგ­რამ წუხს, რომ ამის­თვის უფრო მეტი დრო არ აქვს.

"გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც თბი­ლისს გა­რეთ გავ­დი­ვართ, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრე­ბის გა­სახ­სნე­ლად. ლენ­ტის გაჭ­რის შემ­დეგ ხუთ წუთ­ში არ მოვრბი­ვარ. ვრჩე­ბი და ხალ­ხს ვხვდე­ბი, რაც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოა. არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა გე­გუთ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტში სოფ­ლის ხალ­ხთან სა­უ­ბა­რი, იქ მო­ვის­მი­ნე კრი­ტი­კა, ბევ­რი გო­ნივ­რუ­ლი აზრი", - აღ­ნიშ­ნავს მი­ნის­ტრი.

- თქვენ­თვის ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი­სას უც­ნა­უ­რი შე­კი­თხვა თუ და­უს­ვამთ?

- უც­ნა­ურს ვე­რა­ფერს ვიხ­სე­ნებ. ზო­გა­დად, ხალ­ხი ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი­სას საკ­მა­ოდ თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ასა­კო­ვან ქალ­ბა­ტონს უკი­თხავს, გა­თხო­ვი­ლი ვარ თუ არა. რომ ვუ­თხა­რი, არა-მეთ­ქი, და­ი­კივ­ლა და თავ­ში ხელი შე­მო­ირ­ტყა. იქ მივ­ხვდი, რომ ჩემი საქ­მე ძა­ლი­ან ცუ­და­დაა (იცი­ნის).

- სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­მარ­ჯო­ბის მერე ეს შე­კი­თხვაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი.

- მე უკვე აღარ მე­კი­თხე­ბი­ან, რო­დის ვთხოვ­დე­ბი, რად­გან 40 წლის ვარ. თუმ­ცა, არც მა­ნამ­დე აქ­ტი­უ­რობ­დნენ ამ შე­კი­თხვით. მე არ მი­ვიჩ­ნე­ო­დი ისეთ ახალ­გაზ­რდად, რო­მე­ლიც უც­ბად უნდა გა­თხო­ვი­ლი­ყო ან სა­ერ­თოდ გა­თხო­ვი­ლი­ყო. ასე­თი აზრი იყო შექ­მნი­ლი, ვი­ცით, რომ სწავ­ლობს, მუ­შა­ობს და ამას გინ­და ელა­პა­რა­კე, გინ­და - არაო.

- არის ისე­თი რამ, რა­საც ნა­ნობთ?

- ერ­თა­დერ­თი ფა­ტა­ლუ­რი შეც­დო­მა არის ის, რომ პო­ლი­ტი­კა­ში წას­ვლამ­დე უნდა შე­მექ­მნა ოჯა­ხი და ამას ვნა­ნობ. ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც პო­ლი­ტი­კა­ში წავ­ლენ, ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას ვურ­ჩევ­დი. როცა მექ­ნე­ბა დრო, აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­მოვ­წერ 10-15 წესს იმის­თვის, რო­გორ უნდა გა­დარ­ჩეს ქალი პო­ლი­ტი­კა­ში და იმავდრო­უ­ლად, დარ­ჩეს ქა­ლად. მთა­ვა­რი წესი კი ოჯა­ხის შექ­მნაა მა­ნამ­დე, სა­ნამ სა­კუ­თარ თავს პო­ლი­ტი­კას მი­უ­ძღვნი.

წყა­რო: gurianews.com

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები" - თეა წულუკიანი პირად თემებზე

"უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები" - თეა წულუკიანი პირად თემებზე

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თქმით, მას შემდეგ, რაც მინისტრის თანამდებობა დაიკავა, მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის, ისიც, რომ საკუთარი თავისთვის დრო ნაკლებად რჩება. წულუკიანმა ამის შესახებ ჟურნალ "რეიტინგისთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. ინტერვიუში მინისტრი გულახდილად საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოში ქალისთვის პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვა ადვილი არაა.

"კაცისთვის კი პოლიტიკაში ჩართვა უფრო ადვილია. წლებია, ვემხრობი და ვატყობ, ნელ-ნელა ამ იდეას აქვს მხარდაჭერა, რომ ქალებისთვის შეიქმნას კვოტები პარტიებსა თუ პარლამენტში, რაც ქალებს პოლიტიკაში ჩართვის პროცესს გაუადვილებს. ამ წესმა უნდა იმოქმედოს პირობების გათანაბრებამდე, მერე აღარ იქნება საჭირო", - ამბობს ის.

ადასტურებს, რომ ამ ორი წლის განმავლობაში ყოველთვის ეკონომკლასით მგზავრობს - მხოლოდ ერთხელ იმგზავრა ბიზნესკლასით, როდესაც გერმანიის მთავრობამ დააფინანსა მისი ბილეთი, ორი გზა, კონკრეტული პროექტის ფარგლებში. ხალხთან ურთიერთობას ახერხებს, მაგრამ წუხს, რომ ამისთვის უფრო მეტი დრო არ აქვს.

"განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თბილისს გარეთ გავდივართ, საზოგადოებრივი ცენტრების გასახსნელად. ლენტის გაჭრის შემდეგ ხუთ წუთში არ მოვრბივარ. ვრჩები და ხალხს ვხვდები, რაც ძალიან საინტერესოა. არასდროს დამავიწყდება გეგუთში საზოგადოებრივ ტრანსპორტში სოფლის ხალხთან საუბარი, იქ მოვისმინე კრიტიკა, ბევრი გონივრული აზრი", - აღნიშნავს მინისტრი.

- თქვენთვის ასეთი შეხვედრებისას უცნაური შეკითხვა თუ დაუსვამთ?

- უცნაურს ვერაფერს ვიხსენებ. ზოგადად, ხალხი ასეთი შეხვედრებისას საკმაოდ თავშეკავებულია, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როცა ასაკოვან ქალბატონს უკითხავს, გათხოვილი ვარ თუ არა. რომ ვუთხარი, არა-მეთქი, დაიკივლა და თავში ხელი შემოირტყა. იქ მივხვდი, რომ ჩემი საქმე ძალიან ცუდადაა (იცინის).

- საქართველოში გამარჯობის მერე ეს შეკითხვაა აქტუალური.

- მე უკვე აღარ მეკითხებიან, როდის ვთხოვდები, რადგან 40 წლის ვარ. თუმცა, არც მანამდე აქტიურობდნენ ამ შეკითხვით. მე არ მივიჩნეოდი ისეთ ახალგაზრდად, რომელიც უცბად უნდა გათხოვილიყო ან საერთოდ გათხოვილიყო. ასეთი აზრი იყო შექმნილი, ვიცით, რომ სწავლობს, მუშაობს და ამას გინდა ელაპარაკე, გინდა - არაო.

- არის ისეთი რამ, რასაც ნანობთ?

- ერთადერთი ფატალური შეცდომა არის ის, რომ პოლიტიკაში წასვლამდე უნდა შემექმნა ოჯახი და ამას ვნანობ. ქალებს, რომლებიც პოლიტიკაში წავლენ, ამის გათვალისწინებას ვურჩევდი. როცა მექნება დრო, აუცილებლად ჩამოვწერ 10-15 წესს იმისთვის, როგორ უნდა გადარჩეს ქალი პოლიტიკაში და იმავდროულად, დარჩეს ქალად. მთავარი წესი კი ოჯახის შექმნაა მანამდე, სანამ საკუთარ თავს პოლიტიკას მიუძღვნი.

წყარო: gurianews.com

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია