მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი, რომელზეც ყველა საუბრობს, მაგრამ არაფერი იციან - "იმედი მაქვს, სადაც არის, თვალს მიკრავს და ამაყობს ჩემით"
ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი, რომელზეც ყველა საუბრობს, მაგრამ არაფერი იციან - "იმედი მაქვს, სადაც არის, თვალს მიკრავს და ამაყობს ჩემით"

მეფე ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის უფ­რო­სი ვაჟი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ცხოვ­რობს, თუმ­ცა ქარ­თველ გო­გო­ნებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. 27 წლის მაქ­სი­მე თბი­ლის­ში იშ­ვი­ა­თად ახერ­ხებს ჩა­მოს­ვლას. რას საქ­მი­ა­ნობს და რა ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს მა­მის ოჯახ­თან, ამას Ambebi.ge-ს მკი­თხველს თა­ვად უამ­ბობს.

- ოცი წე­ლია, მოს­კოვ­ში ვცხოვ­რობ. ბოლო დროს ვწერ სცე­ნა­რებს, ზოგ­ჯერ რე­ჟი­სო­რო­ბაც მი­წევს, ვმუ­შა­ობ კლი­პებ­ზე და რეკ­ლა­მებ­ზე.

- ხში­რად ჩა­მო­დი­ხართ სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- თბი­ლის­ში წე­ლი­წად­ში ერთხელ ჩა­მოვ­დი­ვარ, ზოგ­ჯერ უფრო ხში­რად. გა­აჩ­ნია, თა­ვი­სუ­ფა­ლი დრო რო­გორ მაქვს.

- რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ ბა­ბუ­ას­თან, უმ­ცროს დას­თან ნა­ნას­თან და ქე­თა­თოს­თან?

- არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს ჩემს ქარ­თულ ოჯახ­თან. სხვა­ნა­ი­რად ვერც იქ­ნე­ბა, ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, თვე­ო­ბით ვერ ვნა­ხუ­ლობ მათ.

- ქე­თა­თოს ახალ პრო­ექ­ტებს თუ ეც­ნო­ბით, რა რჩე­ვებს აძ­ლევთ ერ­თმა­ნეთს?

- ვიცი, თა­ვად მიყ­ვე­ბა მისი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ, სხვა­ნა­ი­რად რუ­სეთ­ში ვერც გა­ვი­გებ. რჩე­ვებს რაც შე­ე­ხე­ბა, მე არ მიყ­ვარს რჩე­ვის მი­ცე­მა, მა­ში­ნაც კი, როცა ჩემი აზრი აინ­ტე­რე­სებთ.

- წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის შვი­ლი მუ­სი­კის გა­რე­შე, თა­ვად წერთ სიმ­ღე­რას?

- მუ­სი­კის მი­მართ გავ­ცივ­დი. დიდ დროს მხო­ლოდ გა­და­ღე­ბებს ვუთ­მობ.

- მა­მას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გქონ­დათ, მკაც­რი იყო მეფე?

- მა­მას­თან არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და, ძა­ლი­ან კარ­გი, მე­გობ­რუ­ლი, მაგ­რამ ამა­ვე დროს მკაც­რი მამა იყო. დი­ა­ლო­გით მიხ­სნი­და, მზრდი­და, რო­გორ ადა­მი­ა­ნად უნდა ჩა­მოვ­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი­ყა­ვი.

- რამ­დე­ნი წლის იყა­ვით, როცა დე­დას­თან ერ­თად მარ­ტო მო­გი­წი­ათ ცხოვ­რე­ბა, რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ მა­მის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა ბავ­შვო­ბა­ში?

- 7 წლის ვი­ყა­ვი, როცა დე­დას­თან ერ­თად მოს­კოვ­ში წა­ვე­დი სა­ცხოვ­რებ­ლად. ვერც მივ­ხვდი რა მოხ­და, არა­ფე­რი გან­მიც­დია მტკივ­ნე­უ­ლად, მთე­ლი ოჯა­ხის ძა­ლის­ხმე­ვით მშვი­დად და წყნა­რად მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი, რის­თვი­საც ყვე­ლას მად­ლო­ბე­ლი ვარ.

- ვის­გან შე­ი­ტყვეთ მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ?

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ჩემ­თვის მა­მას გარ­დაც­ვა­ლე­ბა. მახ­სოვს, სამ­სა­ხუ­რი­დან დავ­ბრუნ­დი, დე­დამ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში გა­მიყ­ვა­ნა და მი­თხრა, მამა და­ი­ღუ­პაო. შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო, რო­გორც სიზ­მარ­ში: ტაქ­სი, აე­რო­პორ­ტი, თვითმფრი­ნა­ვი, თბი­ლი­სი, დაკ­რძალ­ვა, ტაქ­სი, აე­რო­პორ­ტი და მოს­კო­ვი... 6 თვის შემ­დეგ მივ­ხვდი რე­ა­ლუ­რად, რა მოხ­და. მივ­ხვდი, რომ მე ნამ­დვი­ლი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე.

- რა შეგ­რძნე­ბაა, იყო ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის შვი­ლი, და­მა­ტე­ბით პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გრძნობთ თუ...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე სხვა ქვე­ყა­ნა­ში და სხვა სამ­ყა­რო­ში ვცხოვ­რობ და ვე­რა­ფერს ვი­ტყვი. ვფიქ­რობ, ნე­ბის­მი­ე­რი შვი­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მა­მამ ია­მა­ყოს მი­სით. იმე­დი მაქვს, ირაკ­ლი, სა­დაც არის, თვალს მიკ­რავს იქე­დან და ამა­ყობს ჩე­მით.

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სია თქვენს მი­მართ, გყავთ თუ არა რჩე­უ­ლი და ვინ არის?

- არა, ახლა სა­კუ­თა­რი თა­ვით ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი. იყო გრძელ­ვა­დი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი და ისი­ნი დამ­თავ­რდა, ახლა მინ­და წყნა­რად ვა­კე­თო ჩემი საქ­მე.

ნა­ხეთ| ფო­ტო­ე­ბი მაქ­სი­მე ჩარ­კვი­ა­ნის პი­რა­დი ალ­ბო­მი­დან

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი, რომელზეც ყველა საუბრობს, მაგრამ არაფერი იციან - "იმედი მაქვს, სადაც არის, თვალს მიკრავს და ამაყობს ჩემით"

ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი, რომელზეც ყველა საუბრობს, მაგრამ არაფერი იციან - "იმედი მაქვს, სადაც არის, თვალს მიკრავს და ამაყობს ჩემით"

მეფე ირაკლი ჩარკვიანის უფროსი ვაჟი მაქსიმე ჩარკვიანი საქართველოში არ ცხოვრობს, თუმცა ქართველ გოგონებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. 27 წლის მაქსიმე თბილისში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას. რას საქმიანობს და რა ურთიერთობა აქვს მამის ოჯახთან, ამას Ambebi.ge-ს მკითხველს თავად უამბობს.

- ოცი წელია, მოსკოვში ვცხოვრობ. ბოლო დროს ვწერ სცენარებს, ზოგჯერ რეჟისორობაც მიწევს, ვმუშაობ კლიპებზე და რეკლამებზე.

- ხშირად ჩამოდიხართ საქართველოში?

- თბილისში წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ, ზოგჯერ უფრო ხშირად. გააჩნია, თავისუფალი დრო როგორ მაქვს.

- როგორი ურთიერთობა გაქვთ ბაბუასთან, უმცროს დასთან ნანასთან და ქეთათოსთან?

- არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს ჩემს ქართულ ოჯახთან. სხვანაირად ვერც იქნება, ეს წარმოუდგენელია, თვეობით ვერ ვნახულობ მათ.

- ქეთათოს ახალ პროექტებს თუ ეცნობით, რა რჩევებს აძლევთ ერთმანეთს?

- ვიცი, თავად მიყვება მისი საქმიანობის შესახებ, სხვანაირად რუსეთში ვერც გავიგებ. რჩევებს რაც შეეხება, მე არ მიყვარს რჩევის მიცემა, მაშინაც კი, როცა ჩემი აზრი აინტერესებთ.

- წარმოუდგენელია ირაკლი ჩარკვიანის შვილი მუსიკის გარეშე, თავად წერთ სიმღერას?

- მუსიკის მიმართ გავცივდი. დიდ დროს მხოლოდ გადაღებებს ვუთმობ.

- მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ, მკაცრი იყო მეფე?

- მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მქონდა, ძალიან კარგი, მეგობრული, მაგრამ ამავე დროს მკაცრი მამა იყო. დიალოგით მიხსნიდა, მზრდიდა, როგორ ადამიანად უნდა ჩამოვყალიბებულიყავი.

- რამდენი წლის იყავით, როცა დედასთან ერთად მარტო მოგიწიათ ცხოვრება, როგორ გადაიტანეთ მამის გარეშე ცხოვრება ბავშვობაში?

- 7 წლის ვიყავი, როცა დედასთან ერთად მოსკოვში წავედი საცხოვრებლად. ვერც მივხვდი რა მოხდა, არაფერი განმიცდია მტკივნეულად, მთელი ოჯახის ძალისხმევით მშვიდად და წყნარად მოხდა ყველაფერი, რისთვისაც ყველას მადლობელი ვარ.

- ვისგან შეიტყვეთ მამის გარდაცვალების შესახებ?

- მოულოდნელი იყო ჩემთვის მამას გარდაცვალება. მახსოვს, სამსახურიდან დავბრუნდი, დედამ სამზარეულოში გამიყვანა და მითხრა, მამა დაიღუპაო. შემდეგ ყველაფერი ისე იყო, როგორც სიზმარში: ტაქსი, აეროპორტი, თვითმფრინავი, თბილისი, დაკრძალვა, ტაქსი, აეროპორტი და მოსკოვი... 6 თვის შემდეგ მივხვდი რეალურად, რა მოხდა. მივხვდი, რომ მე ნამდვილი მეგობარი დავკარგე.

- რა შეგრძნებაა, იყო ირაკლი ჩარკვიანის შვილი, დამატებით პასუხისმგებლობას გრძნობთ თუ...

- სიმართლე გითხრათ, მე სხვა ქვეყანაში და სხვა სამყაროში ვცხოვრობ და ვერაფერს ვიტყვი. ვფიქრობ, ნებისმიერი შვილისთვის მნიშვნელოვანია, მამამ იამაყოს მისით. იმედი მაქვს, ირაკლი, სადაც არის, თვალს მიკრავს იქედან და ამაყობს ჩემით.

- საქართველოში ძალიან დიდი ინტერესია თქვენს მიმართ, გყავთ თუ არა რჩეული და ვინ არის?

- არა, ახლა საკუთარი თავით ვარ დაკავებული. იყო გრძელვადიანი ურთიერთობები და ისინი დამთავრდა, ახლა მინდა წყნარად ვაკეთო ჩემი საქმე.

ნახეთ| ფოტოები მაქსიმე ჩარკვიანის პირადი ალბომიდან

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია