კონფლიქტები
საზოგადოება

28

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 05:38-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალი, რომელიც საბჭოთა რუსეთში სექსუალური თავისუფლების შესახებ ქადაგებდა
ქალი, რომელიც საბჭოთა რუსეთში სექსუალური თავისუფლების შესახებ ქადაგებდა

ალექ­სან­დრა კო­ლონ­ტაი არა მხო­ლოდ პირ­ვე­ლი ქალი მი­ნის­ტრი და პირ­ვე­ლი ქალი ელჩი იყო მსოფ­ლი­ო­ში, არა­მედ ცნო­ბი­ლი "სექ­სუ­ა­ლუ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ის" ერთ-ერთი ინი­ცი­ა­ტო­რიც. 1905 წელს, პირ­ვე­ლი რუ­სუ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის დროს, მან "მუშა ქა­ლე­ბის დახ­მა­რე­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბა" შექ­მნა.

რე­ვო­ლუ­ცი­ის წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის შემ­დეგ, 1908 წელს ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და, რად­გან შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ამ­ბო­ხე­ბის­კენ მო­წო­დე­ბის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს. ემიგ­რა­ცი­ა­ში მთე­ლი ევ­რო­პა მო­ი­ა­რა: ბელ­გია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, გერ­მა­ნია, და­ნია, ნორ­ვე­გია, საფ­რან­გე­თი, შვე­ი­ცა­რია, შვე­დე­თი და ა.შ. ყველ­გან ამ­ყა­რებ­და კონ­ტაქ­ტებს ად­გი­ლობ­რივ სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტებ­თან. ორ­ჯერ იმ­ყო­ფე­ბო­და ამე­რი­კა­ში. იყო დე­ლე­გა­ტი სა­ერ­თა­შო­რი­სო სო­ცი­ა­ლის­ტურ კონ­გრე­სებ­ზე შტუტ­გარ­ტში, კო­პე­ნ­ჰა­გენ­სა და ბა­ზელ­ში.

1913 წელს ალექ­სან­დრა კო­ლონ­ტა­იმ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია "ახა­ლი ქალი", რო­მელ­შიც ახალ, მო­წი­ნა­ვე ქა­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ზე წერ­და. კო­ლონ­ტა­ის მი­ხედ­ვით, ახა­ლი ქალი ცდი­ლობს გახ­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი და ამი­ტომ შემ­დე­გი პრინ­ცი­პე­ბით ხელ­მძღვა­ნე­ლობს:

  • ემო­ცი­ე­ბის და­მარ­ცხე­ბა
  • დის­ციპ­ლი­ნის გა­მო­მუ­სა­ვე­ბა
  • ეჭ­ვი­ა­ნო­ბა­ზე უა­რის თქმა
  • მა­მა­კა­ცის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ცე­მა,
  • მა­მა­კა­ცის­გან არა მა­ტე­რი­ა­ლუ­რი, არა­მედ პი­როვ­ნუ­ლი მხარ­და­ჭე­რის მო­თხოვ­ნა ნე­ბის­მი­ე­რი გან­ცდის გო­ნე­ბის­თვის და­მორ­ჩი­ლე­ბა

ახალ­მა ქალ­მა არ უნდა და­მა­ლოს თა­ვის სექ­სუ­ა­ლო­ბა

ახა­ლი ქალი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პი­როვ­ნე­ბა უნდა იყოს, რომ­ლის ინ­ტე­რე­სებ­საც არ წარ­მო­ად­გენს მხო­ლოდ სახ­ლი, ოჯა­ხი და სიყ­ვა­რუ­ლი.

ომის იმ­პე­რი­ა­ლის­ტუ­რი ხა­სი­ა­თის კრი­ტი­კამ კო­ლონ­ტაი ბოლ­შე­ვი­კებ­თან და­ა­ახ­ლო­ვა, რო­მელ­თაც სა­ბო­ლო­ოდ 1915 წელს შე­უ­ერ­თდა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ან­ტი­სა­ო­მა­რი სტა­ტი­ის გამო, ის შვე­დეთ­ში და­ა­კა­ვეს და მე­ფის ბრა­ნე­ბით ქვეყ­ნი­დან გა­ა­ძე­ვეს. კო­ლონ­ტაი კო­პე­ნ­ჰა­გენ­ში გა­და­ვი­და, სა­ი­დაც ახლო კონ­ტაქ­ტი და­ამ­ყა­რა ლე­ნინ­თან და მის სპე­ცი­ა­ლურ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებ­და.

რუ­სეთ­ში 1917 წლის თე­ბერ­ვლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ დაბ­რუნ­და. "ორ­მხრი­ვი ძა­ლა­უფ­ლე­ბის" დროს ჯა­რის­კა­ცებ­სა და მე­ზღვა­უ­რებს აგი­ტა­ცი­ას უწევ­და, რის გა­მოც დრო­ე­ბით­მა მთავ­რო­ბამ და­ა­პა­ტიმ­რა. ცი­ხი­დან ფუ­ლა­დი ჯა­რი­მის ხარ­ჯზე გა­მო­უშ­ვეს, რო­მე­ლიც მწე­რალ­მა მაქ­სიმ გორსკიმ შე­ი­ტა­ნა. 1918 წელს "მე­მარ­ცხე­ნე კო­მუ­ნის­ტე­ბის" პო­ზი­ცი­ებ­ზე მყო­ფი ბრეს­ტის სამ­შვი­დო­ბო შე­თან­ხმე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ვი­და და პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა და­ტო­ვა. 1920 წელს მან "ქა­ლე­ბის გან­ყო­ფი­ლე­ბა" შექ­მნა, რო­მე­ლიც ქა­ლე­ბის და მა­მა­კა­ცე­ბის უფ­ლე­ბე­ბის გა­თა­ნაბ­რე­ბის­თვის იბ­რძო­და, ცდი­ლობ­და ქა­ლებ­ში წერა-კი­თხვის უცო­დინ­რო­ბის აღ­მო­ფხვრას, შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას და ა.შ. ამის პა­რა­ლე­ლუ­რად კო­ლონ­ტაი კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს სვერდლოვ­სკის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და მუ­შა­ობ­და "კო­მინ­ტე­რის" სექ­ცი­ებ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ქალი, რომელიც საბჭოთა რუსეთში სექსუალური თავისუფლების შესახებ ქადაგებდა

ქალი, რომელიც საბჭოთა რუსეთში სექსუალური თავისუფლების შესახებ ქადაგებდა

ალექსანდრა კოლონტაი არა მხოლოდ პირველი ქალი მინისტრი და პირველი ქალი ელჩი იყო მსოფლიოში, არამედ ცნობილი "სექსუალური რევოლუციის" ერთ-ერთი ინიციატორიც. 1905 წელს, პირველი რუსული რევოლუციის დროს, მან "მუშა ქალების დახმარების საზოგადოება" შექმნა.

რევოლუციის წარუმატებლობის შემდეგ, 1908 წელს ემიგრაციაში წავიდა, რადგან შეიარაღებული ამბოხებისკენ მოწოდების ბრალდება წაუყენეს. ემიგრაციაში მთელი ევროპა მოიარა: ბელგია, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, დანია, ნორვეგია, საფრანგეთი, შვეიცარია, შვედეთი და ა.შ. ყველგან ამყარებდა კონტაქტებს ადგილობრივ სოციალ-დემოკრატებთან. ორჯერ იმყოფებოდა ამერიკაში. იყო დელეგატი საერთაშორისო სოციალისტურ კონგრესებზე შტუტგარტში, კოპენჰაგენსა და ბაზელში.

1913 წელს ალექსანდრა კოლონტაიმ გამოაქვეყნა სტატია "ახალი ქალი", რომელშიც ახალ, მოწინავე ქალის შეხედულებებზე წერდა. კოლონტაის მიხედვით, ახალი ქალი ცდილობს გახდეს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი და ამიტომ შემდეგი პრინციპებით ხელმძღვანელობს:

  • ემოციების დამარცხება
  • დისციპლინის გამომუსავება
  • ეჭვიანობაზე უარის თქმა
  • მამაკაცისთვის თავისუფლების მიცემა,
  • მამაკაცისგან არა მატერიალური, არამედ პიროვნული მხარდაჭერის მოთხოვნა ნებისმიერი განცდის გონებისთვის დამორჩილება

ახალმა ქალმა არ უნდა დამალოს თავის სექსუალობა

ახალი ქალი დამოუკიდებელი პიროვნება უნდა იყოს, რომლის ინტერესებსაც არ წარმოადგენს მხოლოდ სახლი, ოჯახი და სიყვარული.

ომის იმპერიალისტური ხასიათის კრიტიკამ კოლონტაი ბოლშევიკებთან დააახლოვა, რომელთაც საბოლოოდ 1915 წელს შეუერთდა. მეორე მსოფლიო ომის დროს გამოქვეყნებული ანტისაომარი სტატიის გამო, ის შვედეთში დააკავეს და მეფის ბრანებით ქვეყნიდან გააძევეს. კოლონტაი კოპენჰაგენში გადავიდა, საიდაც ახლო კონტაქტი დაამყარა ლენინთან და მის სპეციალურ დავალებებს ასრულებდა.

რუსეთში 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა. "ორმხრივი ძალაუფლების" დროს ჯარისკაცებსა და მეზღვაურებს აგიტაციას უწევდა, რის გამოც დროებითმა მთავრობამ დააპატიმრა. ციხიდან ფულადი ჯარიმის ხარჯზე გამოუშვეს, რომელიც მწერალმა მაქსიმ გორსკიმ შეიტანა. 1918 წელს "მემარცხენე კომუნისტების" პოზიციებზე მყოფი ბრესტის სამშვიდობო შეთანხმების წინააღმდეგ გამოვიდა და პროტესტის ნიშნად მთავრობის შემადგენლობა დატოვა. 1920 წელს მან  "ქალების განყოფილება" შექმნა, რომელიც ქალების და მამაკაცების უფლებების გათანაბრებისთვის იბრძოდა, ცდილობდა ქალებში წერა-კითხვის უცოდინრობის აღმოფხვრას, შრომითი პირობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას და ა.შ. ამის პარალელურად კოლონტაი კითხულობდა ლექციებს სვერდლოვსკის უნივერსიტეტში და მუშაობდა "კომინტერის" სექციებში.