საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაიწყო თუ არა დაპირისპირება გოგა ხაჩიძეს, მის ახალ თანაგუნდელებსა და "რუსთავი 2"-ს შორის?
დაიწყო თუ არა დაპირისპირება გოგა ხაჩიძეს, მის ახალ თანაგუნდელებსა და "რუსთავი 2"-ს შორის?

სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, "რუს­თა­ვი 2" "ენმ"-ს ("ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა") პო­ლი­ტი­კის მხარ­დამ­ჭე­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო პლატ­ფორ­მაა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ამ ბრალ­დე­ბებს არა მხო­ლოდ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, არა­მედ პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც უყე­ნე­ბენ. მათ შო­რის მმარ­თვე­ლი გუნ­დის წევ­რე­ბიც, რო­მელ­თაც სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბა არ­ხის სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კის მი­მართ "რუს­თა­ვი 2"-ს ღია ეთერ­შიც არა­ერ­თხელ გა­უხ­მო­ვა­ნე­ბი­ათ.

და რა ხდე­ბა მა­შინ, რო­დე­საც ესა თუ ის პო­ლი­ტი­კუ­რი ფი­გუ­რა "ენმ"-დან წას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს; კარ­გავს თუ არა ის ქვე­ყა­ნა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის მხარ­და­ჭე­რას, ამას "ენმ"-დან წა­მო­სუ­ლი ოთხე­უ­ლი ალ­ბათ, ყვე­ლა­ზე უკეთ გას­ცემს პა­სუხს მო­მა­ვალ­ში. ამ დრო­ის­თვის არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კი გოგა ხა­ჩი­ძის სტა­ტუ­სი­დან ჩანს.

Facebook/ გოგა ხა­ჩი­ძე:

  • "პეტ­რი­აშ­ვილ­ზე მო­ვე­დი ამ წუ­თას. სა­დარ­ბა­ზოს შე­მო­სას­ვლელ­ში "რუს­თა­ვი 2"-ს ჟურ­ნა­ლის­ტი დამ­ხვდა ჩარ­თუ­ლი კა­მე­რით და კი­თხვით - ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამ წუ­თებ­ში ზურა ჯა­ფა­რი­ძე ხვდე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს. ვუ­თხა­რი, რომ არა, ტყუ­ი­ლია, არც შეხ­ვედ­რია და არც ამ წუ­თებ­ში ხვდე­ბა. ამის შემ­დეგ შე­ვე­დი ოფის­ში, სა­დაც ჯა­ფა­რი­ძე დამ­ხვდა და თვი­თონ გას­ცა პა­სუ­ხი ჟურ­ნა­ლისტს, ხვდე­ბო­და თუ არა ამ წუ­თებ­ში ღა­რი­ბაშ­ვილს", - წერს ხა­ჩი­ძე (ხა­ჩი­ძის ეს სტა­ტუ­სი გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია 13:30 წუთ­ზე).

ამ კონ­ტექ­სტში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის, ნიკა გვა­რა­მი­ას შე­ფა­სე­ბაც, რო­მე­ლიც გუ­შინ, 27 მა­ისს, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა. გვა­რა­მი­ამ გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­შიც "ოთხე­უ­ლი" "ენმ"-დან წას­ვლის მი­ზე­ზებ­ზე სა­უბ­რობ­და, "უმე­სი­ჯო და უფორ­მო ტექ­სტად" მო­იხ­სე­ნია.

"სრუ­ლი და უსი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბაა. ასე­თი უმე­სი­ჯო და უფორ­მო ტექ­სტი ალ­ბათ მარ­თლა რთუ­ლი მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლი იყო და ამის­თვის აი­ღეს ორ­დღი­ა­ნი ტა­ი­მა­უ­ტი. ავ­ტორ­ზე რა­კურ­სით თუ შევ­ხე­დავთ, ტექ­სტი კი არა, ნამ­დვი­ლი Mythbuster არის. - იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ", - წერ­და ნიკა გვა­რა­მია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილ­მა, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ, გოგა ხა­ჩი­ძემ და გი­ორ­გი მე­ლა­ძემ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ტო­ვეს. დღეს კი, თი­თო­ე­ულ მათ­განს ყო­ფი­ლი თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი­სა და თა­ნა­მებ­რძო­ლის­გან, ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლის­გა­ნაც მო­უ­წი­ათ უსი­ა­მოვ­ნო შე­ფა­სე­ბე­ბის მოს­მე­ნა. თაქთა­ქიშ­ვილ­მა "ოთხე­ულს" მო­ღა­ლა­ტე­ე­ბი, მხდა­ლე­ბი და მშიშ­რე­ბი უწო­და.

ნა­ხეთ| "ღა­ლა­ტით, სიმ­ხდა­ლი­თა და ში­ში­თაა გაჟ­ღენ­თი­ლი ოთხე­უ­ლი" - ჩი­ო­რა თაქთა­ქიშ­ვი­ლი ყო­ფილ თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ზე

ზურა ნა­კა­ნი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დაიწყო თუ არა დაპირისპირება გოგა ხაჩიძეს, მის ახალ თანაგუნდელებსა და "რუსთავი 2"-ს შორის?

დაიწყო თუ არა დაპირისპირება გოგა ხაჩიძეს, მის ახალ თანაგუნდელებსა და "რუსთავი 2"-ს შორის?

საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებით, "რუსთავი 2" "ენმ"-ს ("ერთიანი ნაციონალური მოძრაობა") პოლიტიკის მხარდამჭერი სატელევიზიო პლატფორმაა. ტელეკომპანიას ამ ბრალდებებს არა მხოლოდ მოქალაქეები, არამედ პოლიტიკოსებიც უყენებენ. მათ შორის მმართველი გუნდის წევრებიც, რომელთაც საკუთარი მოსაზრება არხის საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ "რუსთავი 2"-ს ღია ეთერშიც არაერთხელ გაუხმოვანებიათ.

და რა ხდება მაშინ, როდესაც ესა თუ ის პოლიტიკური ფიგურა "ენმ"-დან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს; კარგავს თუ არა ის ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტელევიზიის მხარდაჭერას, ამას "ენმ"-დან წამოსული ოთხეული ალბათ, ყველაზე უკეთ გასცემს პასუხს მომავალში. ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა კი გოგა ხაჩიძის სტატუსიდან ჩანს.

Facebook/ გოგა ხაჩიძე:

  • "პეტრიაშვილზე მოვედი ამ წუთას. სადარბაზოს შემოსასვლელში "რუსთავი 2"-ს ჟურნალისტი დამხვდა ჩართული კამერით და კითხვით - ჩვენი ინფორმაციით, ამ წუთებში ზურა ჯაფარიძე ხვდება ირაკლი ღარიბაშვილს. ვუთხარი, რომ არა, ტყუილია, არც შეხვედრია და არც ამ წუთებში ხვდება. ამის შემდეგ შევედი ოფისში, სადაც ჯაფარიძე დამხვდა და თვითონ გასცა პასუხი ჟურნალისტს, ხვდებოდა თუ არა ამ წუთებში ღარიბაშვილს", - წერს ხაჩიძე (ხაჩიძის ეს სტატუსი გამოქვეყნებულია 13:30 წუთზე).

ამ კონტექსტში აღსანიშნავია ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეფასებაც, რომელიც გუშინ, 27 მაისს, ზურაბ ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას მოჰყვა. გვარამიამ განცხადება, რომელშიც "ოთხეული" "ენმ"-დან წასვლის მიზეზებზე საუბრობდა, "უმესიჯო და უფორმო ტექსტად" მოიხსენია.

"სრული და უსიამოვნო მოულოდნელობაა. ასეთი უმესიჯო და უფორმო ტექსტი ალბათ მართლა რთული მოსაფიქრებელი იყო და ამისთვის აიღეს ორდღიანი ტაიმაუტი. ავტორზე რაკურსით თუ შევხედავთ, ტექსტი კი არა, ნამდვილი Mythbuster არის. - იმედგაცრუებული ვარ", - წერდა ნიკა გვარამია.

შეგახსენებთ, რომ პავლე კუბლაშვილმა, ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ და გიორგი მელაძემ "ნაციონალური მოძრაობა" რამდენიმე დღის წინ დატოვეს. დღეს კი, თითოეულ მათგანს ყოფილი  თანაპარტიელისა და თანამებრძოლისგან, ჩიორა თაქთაქიშვილისგანაც მოუწიათ უსიამოვნო შეფასებების მოსმენა. თაქთაქიშვილმა "ოთხეულს" მოღალატეები, მხდალები და მშიშრები უწოდა.

ნახეთ| "ღალატით, სიმხდალითა და შიშითაა გაჟღენთილი ოთხეული" - ჩიორა თაქთაქიშვილი ყოფილ თანამებრძოლებზე

ზურა ნაკანი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."