სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა დააკავეს

სამართალდამცავებმა ბეჟან გუნავა დააკავეს

"თავისუფალი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ბეჟან გუნავა სამართალდამცავებმა დააკავეს. ბეჟან გუნავა საპატრულო პოლიციამ მას შემდეგ დააკავა , რაც კომპანია "სითი პარკის" ოფისთან კომპანიის საევაკუაციო ავტომანქანებს ავტოსადგომის ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდა.

ბეჟან გუნავას თქმით, "სითი პარკის" საქმიანობა უკანონოა. ის საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს მოუწოდებდა, შეემოწმებინათ კომპანიის საევაკუაციო მანქანების საბუთები. საპატრულო პოლიციამ სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ, ბეჟან გუნავა ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით, საპატრულო პოლიციის ავტომობილით გადაიყვანა.

"თავისუფალი საქართველოს" წევრმა ბეჟან გუნავამ მხარდამჭერებთან ერთად "სითი პარკის" ავტოსადგომთან აქცია გამართა. როგორც დაკავებამდე გუნავამ განაცხადა, "თავისუფალი საქართველო" იწყებს კამპანიას, რომლის ფარგლებშიც პარტიის წევრები დაეხმარებიან "სითი პარკის" მიერ დაჯარიმებულ და მანქანაჩამორთმეულ მოქალაქეებს კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანონ.

"ინტერპრესნიუსი"

ვინ არის კახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი?

"ბადრი ჩემთვის მკვდარია... ძალიან ცუდად მიდის ჩვენი საქმე, თავი რომ მოვიკლა, ბავშვებს რა ვუყო?" - ინტერვიუ ტარიელ ესებუასთან

სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა