პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტმა ხურდა დამიბრუნა" - დეპუტატ ქუცნაშვილის რეაქცია მარგველაშვილის საჩუქარზე
"პრეზიდენტმა ხურდა დამიბრუნა" - დეპუტატ ქუცნაშვილის რეაქცია მარგველაშვილის საჩუქარზე

პრე­ზი­დენ­ტმა ხურ­და და­მიბ­რუ­ნა, - ასე ეხ­მა­უ­რე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ზა­ქა­რია ქუც­ნაშ­ვი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ დე­პუ­ტა­ტე­ბი­სათ­ვის კონ­სტი­ტუ­ცი­ის გაგ­ზავ­ნას.

რო­გორც ქუც­ნაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, პრე­ზი­დენ­ტის ჟეს­ტში "ცუდს ვე­რა­ფერს ხე­დავს".

"პრე­ზი­დენ­ტმა და­მიბ­რუ­ნა ხურ­და და თან ლა­მაზ ყდა­ში ჩას­მუ­ლი. გახ­სოვთ, მეც მი­ვე­დი მას­თან კონ­სტი­ტუ­ცი­ით. ეს, რა თქმა უნდა, ხუმ­რო­ბით. ხუმ­რო­ბის გა­რე­შე ვი­ტყვი, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჟეს­ტია. ამას პო­ლი­ტი­კურ მნიშ­ვნე­ლო­ბას თუ ვინ­მე ანი­ჭებს, მა­შინ თქვას, რა­ტომ ანი­ჭებს", - გა­ნა­ცხა­და ქუც­ნაშ­ვილ­მა.

შე­კი­თხვა­ზე, ფიქ­რობს თუ არა რომ პრე­ზი­დენ­ტის სა­ჩუ­ქარს პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს, დე­პუ­ტა­ტის თქმით, ეს არ იცის და გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის­თვის სა­ჩუქ­რის­თვის მად­ლო­ბის მეტი არ ეთ­ქმის.

"არ ვიცი, პო­ლი­ტი­კუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს თუ არა. ეს კარ­გი ჟეს­ტია, ამა­ში ცუდს ვე­რა­ფერს ვხე­დავ და მად­ლო­ბის მეტი არ მეთ­ქმის. ქვეყ­ნის ძი­რი­თა­დი კა­ნო­ნი ყვე­ლა ოჯახ­ში უნდა იყოს, რო­გორც - "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი", თუ გვინ­და, რომ გავ­ზარ­დოთ თა­ვი­სუ­ფა­ლი, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გან­მსჭვა­ლუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი", - აღ­ნიშ­ნა სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­პუ­ტა­ტებს, მთავ­რო­ბის წევ­რებ­სა და სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­მად­გენ­ლებს კონ­სტი­ტუ­ცია უსახ­სოვ­რა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"პრეზიდენტმა ხურდა დამიბრუნა" - დეპუტატ ქუცნაშვილის რეაქცია მარგველაშვილის საჩუქარზე

"პრეზიდენტმა ხურდა დამიბრუნა" - დეპუტატ ქუცნაშვილის რეაქცია მარგველაშვილის საჩუქარზე

პრეზიდენტმა ხურდა დამიბრუნა, - ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ზაქარია ქუცნაშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ დეპუტატებისათვის კონსტიტუციის გაგზავნას.

როგორც ქუცნაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პრეზიდენტის ჟესტში "ცუდს ვერაფერს ხედავს".

"პრეზიდენტმა დამიბრუნა ხურდა და თან ლამაზ ყდაში ჩასმული. გახსოვთ, მეც მივედი მასთან კონსტიტუციით. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. ხუმრობის გარეშე ვიტყვი, რომ ჩვეულებრივი ჟესტია. ამას პოლიტიკურ მნიშვნელობას თუ ვინმე ანიჭებს, მაშინ თქვას, რატომ ანიჭებს", - განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ პრეზიდენტის საჩუქარს პოლიტიკური დატვირთვა აქვს, დეპუტატის თქმით, ეს არ იცის და გიორგი მარგველაშვილისთვის საჩუქრისთვის მადლობის მეტი არ ეთქმის.

"არ ვიცი, პოლიტიკური დატვირთვა აქვს თუ არა. ეს კარგი ჟესტია, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ და მადლობის მეტი არ მეთქმის. ქვეყნის ძირითადი კანონი ყველა ოჯახში უნდა იყოს, როგორც - "ვეფხისტყაოსანი", თუ გვინდა, რომ გავზარდოთ თავისუფალი, კანონმორჩილი და პასუხისმგებლობით განმსჭვალული მოქალაქეები", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით დეპუტატებს, მთავრობის წევრებსა და სასამართლოს წარმომადგენლებს კონსტიტუცია უსახსოვრა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."