161-ე სკოლის საპირფარეშოს ფანჯრიდან მე-9 კლასელი ბიჭი გადმოხტა. მეორე სართულიდან გადმოხტომისას მოსწავლემ ორივე ხელი მოიტეხა. მოსწავლე სასწრაფომ გადაიყვანა და ექიმების ცნობით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. სკოლის დირექტორი ამ ფაქტს ბავშვების სკოლიდან გაპარვას უკავშირებს.
"მოსწავლე "შატალოზე" აპირებდა წასვლას. გარეთ ვერ გავიდა და გაპარვა მოინდომა მეორე სართულის ფანჯრიდან. გადაძვრა და ჩამოვარდა. პოლიციაც მოვიდა, გაარკვია რაში იყო საქმე და რა მოხდა. სხვა ინციდენტს ადგილი არ ჰქონია და არც ჩხუბი ყოფილა", - განაცხადა სკოლის დირექტორმა მიხეილ მინდაძემ.
განათლების მინისტრის, თამარ სანიძიკის თქმით, ძალიან არასასიამოვნო ფაქტი მოხდა.
"ინციდენტში მაშინვე ჩაერთვენენ მანდატურები. მოხდა მოსწავლის გადაყვანა საავადმყოფოში და უტარდება ყველა ის პროცედურა, რომელიც სჭირდება. ამჯერად მოსწავლის მდგომარეობა ნორმალურია, თვალყურს ვადევნებთ და თუ საჭირო გახდება, ჩვენც ჩავერთვებით. დავიწყეთ მოკვლევა, რათა დავადგინოთ რა გახდა მიზეზი ბავშვის მიერ ასეთი გადაწყვეტილების მიღების", - აღნიშნა სანიკიძემ.
"ინტერპრესნიუსი"