საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავისუფალი დემოკრატები" მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება
"თავისუფალი დემოკრატები" მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება

პარ­ტია "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" მა­რი­ხუ­ა­ნის დეკ­რი­მი­ნა­ლი­ზა­ცი­ის მო­თხოვ­ნით და­გეგ­მილ აქ­ცი­ას უერ­თდე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" წევ­რმა, ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, პარ­ტია უერ­თდე­ბა კამ­პა­ნი­ას, სა­ხელ­წო­დე­ბით "არ და­ი­ჭი­რო", სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით კი ცვლი­ლე­ბა­თა პა­კე­ტის მომ­ზა­დე­ბას გეგ­მავს.

"ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ხელ­მწი­ფოს პო­ლი­ტი­კას. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც მა­რი­ხუ­ა­ნის მხო­ლოდ მომ­ხმა­რებ­ლე­ბი არი­ან, ხშირ შემ­თხვე­ვა­ში მათ მხო­ლოდ მოხ­მა­რე­ბის­თვის არა­ნორ­მა­ლუ­რად, არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად უზარ­მა­ზა­რი სას­ჯე­ლის მოხ­და უწევთ. ჩვენ მიგ­ვაჩ­ნია, რომ მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი მოხ­მა­რე­ბის­თვის ნარ­კო­ტი­კის თან ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა არ უნდა მოხ­დეს. რა თქმა უნდა, ამას და­ჭირ­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­მარ­თებ­რი­ვი ცვლი­ლე­ბე­ბი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში შე­სა­ბა­მი­სი სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნი­ის წარ­მო­ე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის მხრი­დან შე­სა­ბა­მი­სი ყუ­რა­დღე­ბის კონ­ცენ­ტრა­ცია მხო­ლოდ გამ­სა­ღებ­ლებ­ზე, რომ­ლის მი­მართ კა­ნო­ნი უნდა იყოს ულ­მო­ბე­ლი. ყვე­ლა გამ­სა­ღე­ბე­ლი უნდა იყოს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად დას­ჯი­ლი, მაგ­რამ არც ერთ შემ­თხვე­ვა­ში მომ­ხმა­რე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, პარ­ტია შე­უ­ერ­თდე­ბა 2 ივ­ნისს, მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის შე­ნო­ბას­თან და­გეგ­მილ აქ­ცი­ას. "სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით კი მო­ვამ­ზა­დებთ ცვლი­ლე­ბა­თა პა­კეტს, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­ში, ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ გან­ხი­ლუ­ლი და პარ­ლა­მენ­ტის მიერ მი­ღე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა", - დას­ძი­ნა ალექ­სი პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

2 ივ­ნისს 18:00 სა­ათ­ზე, თბი­ლის­ში, მთავ­რო­ბის კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბის წინ, ქუ­თა­ის­ში, პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბის წინ და ბა­თუმ­ში, ევ­რო­პის მო­ე­დან­ზე გა­ი­მარ­თე­ბა აქ­ცია, მო­თხოვ­ნით - "შე­წყდეს ადა­მი­ა­ნე­ბის ცი­ხე­ში ჩას­მა მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბის გამო! შე­წყდეს იძუ­ლე­ბი­თი ნარ­კო­ტეს­ტი­რე­ბა!".

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თავისუფალი დემოკრატები" მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება

"თავისუფალი დემოკრატები" მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება

პარტია "თავისუფალი დემოკრატები" მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით დაგეგმილ აქციას უერთდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, ალექსი პეტრიაშვილმა განუცხადა, პარტია უერთდება კამპანიას, სახელწოდებით "არ დაიჭირო", სამართლებრივი კუთხით კი ცვლილებათა პაკეტის მომზადებას გეგმავს.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ მიმართულებით სახელმწიფოს პოლიტიკას. ადამიანები, რომლებიც მარიხუანის მხოლოდ მომხმარებლები არიან, ხშირ შემთხვევაში მათ მხოლოდ მოხმარებისთვის არანორმალურად, არაადამიანურად უზარმაზარი სასჯელის მოხდა უწევთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ნარკოტიკის თან ქონის შემთხვევაში, ადამიანის დაკავება არ უნდა მოხდეს. რა თქმა უნდა, ამას დაჭირდება კანონმდებლობაში სპეციალური სამართებრივი ცვლილებები, საზოგადოებაში შესაბამისი საინფორმაციო კამპანიის წარმოება და ბუნებრივია, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან შესაბამისი ყურადღების კონცენტრაცია მხოლოდ გამსაღებლებზე, რომლის მიმართ კანონი უნდა იყოს ულმობელი. ყველა გამსაღებელი უნდა იყოს ძალიან სერიოზულად დასჯილი, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მომხმარებელი", - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პარტია შეუერთდება 2 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან დაგეგმილ აქციას. "სამართლებრივი კუთხით კი მოვამზადებთ ცვლილებათა პაკეტს, რომელიც მომავალში, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განხილული და პარლამენტის მიერ მიღებული იქნება", - დასძინა ალექსი პეტრიაშვილმა.

2 ივნისს 18:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის შენობის წინ, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ და ბათუმში, ევროპის მოედანზე გაიმართება აქცია, მოთხოვნით - "შეწყდეს ადამიანების ციხეში ჩასმა მარიხუანას მოხმარების გამო! შეწყდეს იძულებითი ნარკოტესტირება!".

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია