საზოგადოებრივ მოძრაობა "ივერიაში" სახელმწიფო აუდიტის სამსახური შევიდა. აუდიტის სამსახური ორგანიზაციის ფინანსურ საქმიანობას სწავლობს. როგორც "ინტერპრესნიუსს" მოძრაობის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ განუცხადა, აუდიტის სამსახურს ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლის სრული უფლება აქვს, თუმცა დრო საეჭვოდ არსი შერჩეული.
"გუშინ ვთქვით, რომ არჩევნებისთვის ვემზადებით და შემოვიდა აუდიტის სამსახური, რაც ერთმანეთს ემთხვევა. შეამოწმონ, ამის უფლება აქვთ. ორგანიზაციას დიდი ფინანსური აქტივობები არ აქვს", - აღნიშნა ვაშაკიძემ.