პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შს მინისტრმა ბორჯომში დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინა გადასცა
შს მინისტრმა ბორჯომში დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინა გადასცა

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა ბორ­ჯომ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის - გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა, სკვე­რი და მისი ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მე­მო­რი­ა­ლი გახ­სნა.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვახ­ტანგ გო­მე­ლა­ურ­მა სკვე­რი­სა და მე­მო­რი­ა­ლის გახ­სნა­ზე და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯა­ხის წევ­რებს თბი­ლის­ში მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის გა­სა­ღე­ბი პი­რა­დად გა­დას­ცა.

მე­მო­რი­ა­ლის გახ­სნას გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლის მე­წყვი­ლე - სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას დაჭ­რი­ლი, ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი ეს­წრე­ბო­და. ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­დეგ მი­ნის­ტრი და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლის საფ­ლავ­ზე მი­ვი­და.

და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის სა­ხე­ლი ბორ­ჯომ­ში იმ ქუ­ჩას ეწო­და, სა­დაც იგი ცხოვ­რობ­და, ხოლო მისი სა­ხე­ლო­ბის სკვე­რი იმ ად­გილ­ზე მო­ე­წყო, სა­დაც გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვილს შალ­ვა აბუ­ლა­ძემ 2015 წლის 23 იან­ვარს, სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას ეს­რო­ლა და სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რა. გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლი შსს-ს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სამ­ხა­რეო მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უბ­ნის ინ­სპექ­ტორ-გა­მომ­ძი­ებ­ლად მუ­შა­ობ­და. აღ­ნიშ­ნულ სკვერ­ში გა­კეთ­და მისი ხსოვ­ნი­სად­მი მი­ძღვნი­ლი მე­მო­რი­ა­ლი.

გი­ორ­გი ბე­რუ­აშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ მისი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია ხუ­ციშ­ვი­ლი ბორ­ჯო­მის რა­ი­ო­ნულ სამ­მარ­თვე­ლო­ში და­ა­საქ­მა. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო და­ღუ­პუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლის ოჯახ­ზე მო­მა­ვალ­შიც იზ­რუ­ნებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

შს მინისტრმა ბორჯომში დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინა გადასცა

შს მინისტრმა ბორჯომში დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს საცხოვრებელი ბინა გადასცა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბორჯომში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული პოლიციელის - გიორგი ბერუაშვილის სახელობის ქუჩა, სკვერი და მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი გახსნა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა სკვერისა და მემორიალის გახსნაზე დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებს თბილისში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღები პირადად გადასცა.

მემორიალის გახსნას გიორგი ბერუაშვილის მეწყვილე - სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაჭრილი, ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი მახარაშვილი ესწრებოდა. ღონისძიების შემდეგ მინისტრი დაღუპული პოლიციელის ოჯახის წევრებთან ერთად გიორგი ბერუაშვილის საფლავზე მივიდა.

დაღუპული პოლიციელის სახელი ბორჯომში იმ ქუჩას ეწოდა, სადაც იგი ცხოვრობდა, ხოლო მისი სახელობის სკვერი იმ ადგილზე მოეწყო, სადაც გიორგი ბერუაშვილს შალვა აბულაძემ 2015 წლის 23 იანვარს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ესროლა და სასიკვდილოდ დაჭრა. გიორგი ბერუაშვილი შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად მუშაობდა. აღნიშნულ სკვერში გაკეთდა მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი.

გიორგი ბერუაშვილის გარდაცვალების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი მეუღლე ნატალია ხუციშვილი ბორჯომის რაიონულ სამმართველოში დაასაქმა. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაღუპული პოლიციელის ოჯახზე მომავალშიც იზრუნებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია