მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარტივი საზაფხულო დიეტები: როგორ დავიკლოთ წონაში და რატომ არ არის კარგი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის დიეტა
მარტივი საზაფხულო დიეტები: როგორ დავიკლოთ წონაში და რატომ არ არის კარგი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის დიეტა

ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან ერ­თად, ცხელ დღე­ებ­ში ორ­გა­ნიზ­მი იფი­ტე­ბა და უფრო მეტ წყალს, ხილ­სა და ბოსტნე­ულს სა­ჭი­რო­ებს. რად­გა­ნაც ზა­ფხუ­ლი ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის სე­ზო­ნია, დი­ე­ტის დაც­ვას ბევ­რი თვით­ნე­ბუ­რად იწყებს და მა­გა­ლი­თად მხო­ლოდ ხილს მი­ირ­თმევს, თუმ­ცა დი­ე­ტო­ლო­გე­ბის თქმით, ორ­გა­ნიზ­მა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით ცი­ლე­ბიც უნდა მი­ი­ღოს, ცხი­მე­ბიც და ნახ­შირ­წყლე­ბიც, რა­საც მხო­ლოდ ხილი და ბოსტნე­უ­ლი არ შე­ი­ცავს.

Ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას დი­ე­ტო­ლოგ ნაია ლა­ტა­რი­ას თქმით, სი­ცხე­ში ორ­გა­ნიზმს კა­ლო­რი­ულ საკ­ვებ­ზე უფრო ნაკ­ლე­ბი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა აქვს და ენერ­გი­აც ნაკ­ლე­ბი სჭირ­დე­ბა.

- შე­სა­ბა­მი­სად, კა­ლო­რი­ე­ბიც უნდა შემ­ცირ­დეს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ცხი­მი­ა­ნი საკ­ვე­ბი­სა და ხორ­ცე­უ­ლის მი­ღე­ბა უნდა შე­ამ­ცი­რონ და აქ­ცენ­ტი ხილ­სა და ბოსტნე­ულ­ზე გა­ა­კე­თონ. რა თქმა უნდა აუ­ცი­ლე­ბე­ლია წყა­ლიც და უშაქ­რო მწვა­ნე ჩაის მი­ღე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. ზა­ფხულ­ში ორ­გა­ნიზ­მი ბევრ სი­თხეს კარ­გავს და ამის შევ­სე­ბა დრო­უ­ლად უნდა მოხ­დეს.

-ზა­ფხულ­ში რო­გო­რი უნდა იყოს საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის გან­რი­გი?

-სა­უზ­მე დი­ლით ადრე, და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 8-9 სა­ათ­ზე უნდა მი­ვირ­თვათ, სა­დი­ლი დღის 1-2 სა­ათ­ზე და ვახ­შა­მიც შე­და­რე­ბით ადრე, სა­ღა­მოს 6-7 სა­ათ­ზე, რომ ორ­გა­ნიზ­მი ზედ­მე­ტად არ გა­და­იტ­ვირ­თოს. უმ­ჯო­ბე­სია ხილი დღის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში მი­ი­ღონ ხოლო ბოსტნე­უ­ლის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ერ დროს შე­უძ­ლი­ათ. რო­მე­ლი ბოსტნე­უ­ლიც უმად იჭ­მე­ვა უკე­თე­სია ამ ფორ­მით მი­ვირ­თვათ ან ორ­თქლზე მო­ვამ­ზა­დოთ, მოვ­თუ­შოთ ან მიკ­რო­ტალ­ღო­ვან ღუ­მელ­ში მო­ვამ­ზა­დოთ.

-რაც შე­ე­ხე­ბა სა­ზა­ფხუ­ლო დი­ე­ტებს, ბევ­რი მხო­ლოდ ხილ­სა და ბოსტნე­ულს იღებს, დი­ე­ტო­ლო­გე­ბი რას ურ­ჩე­ვენ წო­ნა­ში დაკ­ლე­ბის მსურ­ვე­ლებს?

-ზა­ფხულ­ში ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი დი­ე­ტა სა­ზამ­თრო­სა და ნეს­ვის დი­ე­ტაა, თუმ­ცა მხო­ლოდ ხი­ლის მი­ღე­ბას არ მი­ვე­სალ­მე­ბი. რა თქმა უნდა სა­ზამ­თრო ორ­გა­ნიზ­მის­თვის ძა­ლი­ან კარ­გია, ბევრ ელე­მენ­ტსა და ვი­ტა­მინს შე­ი­ცავს, მაგ­რამ ის სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ელე­მენ­ტებს არ შე­ი­ცავს, ამი­ტომ მარ­ტო ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის დი­ე­ტე­ბი კარ­გი არ არის. ორ­გა­ნიზმს ცი­ლაც სჭირ­დე­ბა და ნახ­შირ­წყა­ლიც, რო­მე­ლიც ხილ­სა და ბოსტნე­ულ­ში არ არის.

ყვე­ლა­ზე სწო­რი დი­ე­ტა ასე­თია: დი­ლას მი­ვი­ღოთ საკ­მაო რა­ო­დე­ნო­ბის ხილი, შეგ­ვიძ­ლია გა­ვა­კე­თოთ ხი­ლის სა­ლა­თე­ბი, სა­დილ­ზე აუ­ცი­ლებ­ლად გრილ­ზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თა და ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ცი­ლო­ვა­ნი საკ­ვე­ბი, მა­გა­ლი­თად ორ­თქლზე მომ­ზა­დე­ბუ­ლი თევ­ზი ან უცხი­მო ხორ­ცის სა­ხე­ო­ბა - ხბოს ხორ­ცი, ფრინ­ვე­ლის და ა.შ. ოღონდ არა ცხვრი­სა და ღო­რის ხორ­ცი, ასე­ვე გა­მო­რი­ცხეთ ძეხ­ვე­უ­ლი, რად­გან მათ­ში ბევ­რი ფა­რუ­ლი ცხი­მია, რო­მელ­თაც ჩვენ ვერ ვხე­დავთ. ვახ­შამ­ზე ისევ ბოსტნე­უ­ლის სა­ლა­თა. ბევ­რის­გან გა­მი­გია, რომ სა­ღა­მოს საკ­ვე­ბის ნაც­ვლად ხილს მი­ირ­თმე­ვენ რად­გან ნაკ­ლებ კა­ლო­რი­უ­ლი­აო, მაგ­რამ ხილი სა­ღა­მოს უფრო ცუ­დია, რად­გან ორ­გა­ნიზ­მში სწრა­ფად შეთ­ვი­სე­ბა­დი ნახ­შირ­წყა­ლია და მა­ინც ცხიმ­ში მი­დის, ამ დროს თევ­ზის მი­ღე­ბა უკე­თე­სია. ზა­ფხულ­ში ძა­ლი­ან კარ­გია რძის პრო­დუქ­ტე­ბი, რა თქმა უნდა ნაკ­ლებ ცხი­მი­ა­ნი. ამ მხრივ კარ­გია ხაჭო, კე­ფი­რი, მა­წო­ნი, არა­ჟა­ნი თუნ­დაც რძე, ოღონდ და­ბალ პრო­ცენ­ტი­ა­ნი ცხი­მი­ა­ნო­ბით. რძის პრო­დუქ­ტი ორ­გა­ნიზმს რა­ღაც დო­ზით სი­თხით ავ­სებს და მისი მი­ღე­ბა სა­ღა­მო­საც შეგ­ვიძ­ლია.

-ვარ­ჯი­ში ნე­ბის­მი­ერ დროს შე­იძ­ლე­ბა?

-ძა­ლი­ან ბევ­რი და­ობს იმა­ზე დღის რო­მელ პე­რი­ოდ­ში უნდა ვი­ვარ­ჯი­შოთ, ამას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ენი­ჭე­ბა. ზო­გა­დად, ღა­მის 10-11 სა­ათ­ზე არა­ნა­ი­რი ვარ­ჯი­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის, რად­გან ორ­გა­ნიზ­მი ვარ­ჯი­შის მერე აქ­ტი­ურ­დე­ბა და ძილი ირ­ღვე­ვა, შე­სა­ბა­მი­სად სა­ვარ­ჯი­შოდ კარ­გია სა­ღა­მოს 7-დან 9 სა­ა­თამ­დე პე­რი­ო­დი და დი­ლის პე­რი­ო­დი. ვი­საც გახ­დო­მა უნდა, სავ­სე მუც­ლით ნუ ივარ­ჯი­შებს, ჭა­მი­დან 2 სა­ა­თი უნდა იყოს გა­სუ­ლი. ამას გარ­და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა მარ­ტო კარ­დიო ვარ­ჯი­ში, ანუ სირ­ბი­ლი, ხტუნ­ვა, ტრე­ნა­ჟო­რე­ბი, ძა­ლი­ან კარ­გია გან­ტე­ლე­ბით ვარ­ჯი­შიც, რო­მე­ლიც ორ­გა­ნიზმს ცხი­მის დაწ­ვა­ში ეხ­მა­რე­ბა.

თაკო ესე­ბუა

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

მარტივი საზაფხულო დიეტები: როგორ დავიკლოთ წონაში და რატომ არ არის კარგი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის დიეტა

მარტივი საზაფხულო დიეტები: როგორ დავიკლოთ წონაში და რატომ არ არის კარგი მხოლოდ ხილისა და ბოსტნეულის დიეტა

ზაფხულის დადგომასთან ერთად, ცხელ დღეებში ორგანიზმი იფიტება და უფრო მეტ წყალს, ხილსა და ბოსტნეულს საჭიროებს. რადგანაც ზაფხული ხილისა და ბოსტნეულის სეზონია, დიეტის დაცვას ბევრი თვითნებურად იწყებს და მაგალითად მხოლოდ ხილს მიირთმევს, თუმცა დიეტოლოგების თქმით, ორგანიზმა მცირე რაოდენობით ცილებიც უნდა მიიღოს, ცხიმებიც და ნახშირწყლებიც, რასაც მხოლოდ ხილი და ბოსტნეული არ შეიცავს.

Ambebi.ge-სთან საუბრისას დიეტოლოგ ნაია ლატარიას თქმით, სიცხეში ორგანიზმს კალორიულ საკვებზე უფრო ნაკლები მოთხოვნილება აქვს და ენერგიაც ნაკლები სჭირდება.

- შესაბამისად, კალორიებიც უნდა შემცირდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხიმიანი საკვებისა და ხორცეულის მიღება უნდა შეამცირონ და აქცენტი ხილსა და ბოსტნეულზე გააკეთონ. რა თქმა უნდა აუცილებელია წყალიც და უშაქრო მწვანე ჩაის მიღებაც შეუძლიათ. ზაფხულში ორგანიზმი ბევრ სითხეს კარგავს და ამის შევსება დროულად უნდა მოხდეს.

-ზაფხულში როგორი უნდა იყოს საკვების მიღების განრიგი?

-საუზმე დილით ადრე, დაახლოებით დილის 8-9 საათზე უნდა მივირთვათ, სადილი დღის 1-2 საათზე და ვახშამიც შედარებით ადრე, საღამოს 6-7 საათზე, რომ ორგანიზმი ზედმეტად არ გადაიტვირთოს. უმჯობესია ხილი დღის პირველ ნახევარში მიიღონ ხოლო ბოსტნეულის მიღება ნებისმიერ დროს შეუძლიათ. რომელი ბოსტნეულიც უმად იჭმევა უკეთესია ამ ფორმით მივირთვათ ან ორთქლზე მოვამზადოთ, მოვთუშოთ ან მიკროტალღოვან ღუმელში მოვამზადოთ.

-რაც შეეხება საზაფხულო დიეტებს, ბევრი მხოლოდ ხილსა და ბოსტნეულს იღებს, დიეტოლოგები რას ურჩევენ წონაში დაკლების მსურველებს?

-ზაფხულში ყველაზე გავრცელებული დიეტა საზამთროსა და ნესვის დიეტაა, თუმცა მხოლოდ ხილის მიღებას არ მივესალმები. რა თქმა უნდა საზამთრო ორგანიზმისთვის ძალიან კარგია, ბევრ ელემენტსა და ვიტამინს შეიცავს, მაგრამ ის სხვა მნიშვნელოვან ელემენტებს არ შეიცავს, ამიტომ მარტო ხილისა და ბოსტნეულის დიეტები კარგი არ არის. ორგანიზმს ცილაც სჭირდება და ნახშირწყალიც, რომელიც ხილსა და ბოსტნეულში არ არის.

ყველაზე სწორი დიეტა ასეთია: დილას მივიღოთ საკმაო რაოდენობის ხილი, შეგვიძლია გავაკეთოთ ხილის სალათები, სადილზე აუცილებლად გრილზე მომზადებული ბოსტნეულის სალათა და ამას დამატებული ცილოვანი საკვები, მაგალითად ორთქლზე მომზადებული თევზი ან უცხიმო ხორცის სახეობა - ხბოს ხორცი, ფრინველის და ა.შ. ოღონდ არა ცხვრისა და ღორის ხორცი, ასევე გამორიცხეთ ძეხვეული, რადგან მათში ბევრი ფარული ცხიმია, რომელთაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ვახშამზე ისევ ბოსტნეულის სალათა. ბევრისგან გამიგია, რომ საღამოს საკვების ნაცვლად ხილს მიირთმევენ რადგან ნაკლებ კალორიულიაო, მაგრამ ხილი საღამოს უფრო ცუდია, რადგან ორგანიზმში სწრაფად შეთვისებადი ნახშირწყალია და მაინც ცხიმში მიდის, ამ დროს თევზის მიღება უკეთესია. ზაფხულში ძალიან კარგია რძის პროდუქტები, რა თქმა უნდა ნაკლებ ცხიმიანი. ამ მხრივ კარგია ხაჭო, კეფირი, მაწონი, არაჟანი თუნდაც რძე, ოღონდ დაბალ პროცენტიანი ცხიმიანობით. რძის პროდუქტი ორგანიზმს რაღაც დოზით სითხით ავსებს და მისი მიღება საღამოსაც შეგვიძლია.

-ვარჯიში ნებისმიერ დროს შეიძლება?

-ძალიან ბევრი დაობს იმაზე დღის რომელ პერიოდში უნდა ვივარჯიშოთ, ამას დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ზოგადად, ღამის 10-11 საათზე არანაირი ვარჯიში რეკომენდებული არ არის, რადგან ორგანიზმი ვარჯიშის მერე აქტიურდება და ძილი ირღვევა, შესაბამისად სავარჯიშოდ კარგია საღამოს 7-დან 9 საათამდე პერიოდი და დილის პერიოდი. ვისაც გახდომა უნდა, სავსე მუცლით ნუ ივარჯიშებს, ჭამიდან 2 საათი უნდა იყოს გასული. ამას გარდა მნიშვნელოვანია არა მარტო კარდიო ვარჯიში, ანუ სირბილი, ხტუნვა, ტრენაჟორები, ძალიან კარგია განტელებით ვარჯიშიც, რომელიც ორგანიზმს ცხიმის დაწვაში ეხმარება.

თაკო ესებუა

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია