პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თბილისში 22 წლამდე ასაკის გოგონების 10%-ს უკვე 5-6 აბორტი აქვს გაკეთებული" - კვლევის თავზარდამცემი შედეგი
"თბილისში 22 წლამდე ასაკის გოგონების 10%-ს უკვე 5-6 აბორტი აქვს გაკეთებული" - კვლევის თავზარდამცემი შედეგი

თბი­ლი­სის სამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­მო­კი­თხუ­ლი 250 სტუ­დენ­ტი გო­გო­ნა­დან და­ახ­ლო­ე­ბით 10%-ზე მეტ­მა თქვა, რომ აბორ­ტი 5-6-ჯერ აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი. გა­მო­კი­თხულ­თა 7%-ს კი პირ­ვე­ლი აბორ­ტი 14 წლის ასაკ­ში გა­უ­კე­თე­ბია.

ამის შე­სა­ხებ "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნელ­მა, თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძემ გა­ზეთ "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, კვლე­ვა ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, კავ­კა­სი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში დე­მოგ­რა­ფებ­მა ან­ზორ თო­თა­ძემ და ან­ზორ სახ­ვა­ძემ ჩა­ა­ტა­რეს და ჯამ­ში 500 სტუ­დენ­ტი - 250 გო­გო­ნა და 250 ბიჭი გა­მო­ი­კი­თხა.

"კვლე­ვა­ში არ უთ­ქვამთ, აბორ­ტი ექი­მის დახ­მა­რე­ბით თუ ოჯა­ხურ პი­რო­ბებ­ში გა­ი­კე­თეს, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად მე­დი­კა­მენ­ტუ­რი აბორ­ტის შემ­თხვე­ვე­ბია. კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ გა­მო­კი­თხუ­ლი 18-22 წლამ­დე ასა­კის 250 გო­გო­ნა­დან 10%-ზე მეტ­მა თქვა, რომ აბორ­ტი 5-6ჯერ აქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი. 7%-ს კი პირ­ვე­ლი აბორ­ტი 14 წლის ასაკ­ში ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი",- გა­ნა­ცხა­და თა­მარ ჩი­ბურ­და­ნი­ძემ გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას.

მან­ვე აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ გა­მო­კი­თხუ­ლი გო­გო­ნე­ბის 27%-ს პირ­ვე­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა 13-14 წლის ასაკ­ში ჰქონ­და, ხოლო 80%-მა არ იცო­და, რომ პირ­ვე­ლი აბორ­ტი უშ­ვი­ლო­ბას იწ­ვევს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­მო­კი­თხვა ანო­ნი­მუ­რი იყო, მა­ინც დიდი ალ­ბა­თო­ბაა, რომ რე­ა­ლუ­რად აბორ­ტის მაჩ­ვე­ნებ­ლი ახალ­გაზ­რდებ­ში ბევ­რად უფრო მეტი იყოს",- გა­ნა­ცხა­და "დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნელ­მა.

თა­თია არ­დო­ტე­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

"თბილისში 22 წლამდე ასაკის გოგონების 10%-ს უკვე 5-6 აბორტი აქვს გაკეთებული" - კვლევის თავზარდამცემი შედეგი

"თბილისში 22 წლამდე ასაკის გოგონების 10%-ს უკვე 5-6 აბორტი აქვს გაკეთებული" - კვლევის თავზარდამცემი შედეგი

თბილისის სამ უნივერსიტეტში გამოკითხული 250 სტუდენტი გოგონადან დაახლოებით 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6-ჯერ აქვთ გაკეთებული. გამოკითხულთა 7%-ს კი პირველი აბორტი 14 წლის ასაკში გაუკეთებია.

ამის შესახებ "დემოგრაფიული ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამარ ჩიბურდანიძემ გაზეთ "რეზონანსთან“ საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, კვლევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ტექნიკურ უნივერსიტეტში დემოგრაფებმა ანზორ თოთაძემ და ანზორ სახვაძემ ჩაატარეს და ჯამში 500 სტუდენტი - 250 გოგონა და 250 ბიჭი გამოიკითხა.

"კვლევაში არ უთქვამთ, აბორტი ექიმის დახმარებით თუ ოჯახურ პირობებში გაიკეთეს, თუმცა ძირითადად მედიკამენტური აბორტის შემთხვევებია. კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული 18-22 წლამდე ასაკის 250 გოგონადან 10%-ზე მეტმა თქვა, რომ აბორტი 5-6ჯერ აქვთ გაკეთებული. 7%-ს კი პირველი აბორტი 14 წლის ასაკში ჰქონდა გაკეთებული“,- განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ გამოცემასთან საუბრისას.

მანვე აღნიშნა ისიც, რომ გამოკითხული გოგონების 27%-ს პირველი სექსუალური ურთიერთობა 13-14 წლის ასაკში ჰქონდა, ხოლო 80%-მა არ იცოდა, რომ პირველი აბორტი უშვილობას იწვევს.

"მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვა ანონიმური იყო, მაინც დიდი ალბათობაა, რომ რეალურად აბორტის მაჩვენებლი ახალგაზრდებში ბევრად უფრო მეტი იყოს“,- განაცხადა "დემოგრაფიული ფონდის“ ხელმძღვანელმა.

თათია არდოტელი

გაზეთი "რეზონანსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია