პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოსტიუმირებული კარნავალი თინეიჯერებისთვის
კოსტიუმირებული კარნავალი თინეიჯერებისთვის

წიგ­ნის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის წლის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მოვ­ლე­ნა, თბი­ლი­სის წიგ­ნის მე-17 სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, 28 მა­ისს გა­იხ­სნე­ბა და ტრა­დი­ცი­უ­ლად, ოთხი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. შეხ­ვედ­რის ად­გი­ლიც უც­ვლე­ლია - გა­მომ­ცემ­ლე­ბი სა­გა­მო­ფე­ნო ცენ­ტრ "ექ­სპო ჯორ­ჯი­ას" მე-11 პა­ვი­ლი­ონ­ში გი­მას­პინ­ძლე­ბენ.

ტრა­დი­ცი­უ­ლად, წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე "პა­ლიტ­რა L" ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, გრან­დი­ო­ზუ­ლი ფას­დაკ­ლე­ბე­ბით, სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცი­ე­ბი­თა და წიგ­ნე­ბის სიმ­რავ­ლით წარ­დგე­ბა და 2000-ზე მეტ წიგნ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ფას­დაკ­ლე­ბებს შეს­თა­ვა­ზებს.

"პა­ლიტ­რა L"-ი ფას­დაკ­ლე­ბებ­თან ერ­თად მკი­თხველს ყო­ველ­წლი­უ­რად სა­ინ­ტე­რე­სო სი­ახ­ლე­ე­ბი­თაც ანე­ბივ­რებს. ამის მა­გა­ლი­თად გა­მომ­ცემ­ლო­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი პრო­ექ­ტი Liberteens-იც საკ­მა­რი­სია - "პა­ლიტ­რა L "-მა 20-ზე მეტი წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლი ახალ­გაზ­რდა ერთ ჯგუფ­ში გა­ა­ერ­თი­ა­ნა და მათ თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის შერ­ჩე­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მის­ცა. ახალ­გაზ­რდე­ბი მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რებს ორი­გი­ნალ­ში კი­თხუ­ლო­ბენ და გა­მომ­ცემ­ლო­ბას იმ წიგ­ნის გა­მო­ცე­მა­ზე რე­კო­მენ­და­ცი­ას აძ­ლე­ვენ, რო­მე­ლიც, მათი აზ­რით, თა­ნა­ტო­ლებს და­ა­ინ­ტე­რე­სებთ. მათი თა­ნა­ტო­ლე­ბი კი პრო­ექ­ტის "ფე­ის­ბუ­კის" გვერ­დზე, რო­მელ­საც 12 000 ლა­ი­ქე­რი ჰყავს, გა­ნი­ხი­ლა­ვენ ამ წიგ­ნებს და თა­ვი­ანთ მო­საზ­რე­ბებ­სა და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს­ უზი­ა­რე­ბენ ერ­თმა­ნეთს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ Liberteens-ის იუ­ბი­ლე და წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვის დღე ერ­თმა­ნეთს და­ემ­თხვა - 31 მა­ისს "პა­ლიტ­რა L"-ის ახალ­გაზ­რდულ პრო­ექტს ერთი წელი უს­რულ­დე­ბა. სწო­რედ ამ თა­რი­ღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­და­წყვი­ტა, თი­ნე­ი­ჯე­რე­ბის­თვის კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი კარ­ნა­ვა­ლი მო­ე­წყო. რაც მთა­ვა­რია, ვინც 31 მა­ისს კარ­ნა­ვალ­ზე დრეს­კოდს და­ი­ცავს და "პა­ლიტ­რა L"-ის სტენ­დს სა­კარ­ნა­ვა­ლო კოს­ტი­უ­მი­თა თუ ატ­რი­ბუ­ტი­კით ეს­ტუმ­რე­ბა, მსოფ­ლიო ბესტსე­ლე­რის, ლუის ლო­უ­რის "გამ­ღე­ბის" შე­ძე­ნას ფას­დაკ­ლე­ბით შეძ­ლებს.

თიკო ფე­იქ­რიშ­ვი­ლი, "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი: "წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლებ­ზე, მა­გა­ლი­თად თუნ­დაც ფრან­კფურტსა და ლა­იფ­ციგ­ში ფეს­ტი­ვა­ლის და­ხურ­ვის დღეს კოს­ტი­უ­მი­რე­ბუ­ლი კარ­ნა­ვა­ლი ეწყო­ბა, რო­მელ­შიც მო­ნა­წი­ლე სა­ზო­გა­დო­ე­ბა წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟებს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს და გმი­რებ­ზე შთა­ბეჭ­დი­ლე­ბებს ირ­გვლივ მყოფთ ამ ფორ­მით უზი­ა­რებს. თბი­ლის­ში კარ­ნა­ვა­ლის მო­წყო­ბის იდეა სწო­რედ ამ გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით გა­დავ­წყვი­ტეთ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კარ­ნა­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას უამ­რა­ვი თი­ნე­ი­ჯე­რი მი­ი­ღებს. რაც მთა­ვა­რია, კარ­ნა­ვალ­ზე ახალ­გაზ­რდებს არა მხო­ლოდ წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟე­ბის, საყ­ვა­რე­ლი კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი­სა თუ მულ­ტფილ­მე­ბის გმი­რე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბაც შე­უძ­ლი­ათ. ვინც შე­სა­ბა­მი­სი კოს­ტი­უ­მით მოს­ვლას ვერ შეძ­ლებს, მათ სა­კარ­ნა­ვა­ლო ატ­რი­ბუ­ტებს უფა­სოდ გა­დავ­ცემთ".

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

კოსტიუმირებული კარნავალი თინეიჯერებისთვის

კოსტიუმირებული კარნავალი თინეიჯერებისთვის

წიგნის მოყვარულთათვის წლის ლიტერატურული მოვლენა, თბილისის წიგნის მე-17 საერთაშორისო ფესტივალი, 28 მაისს გაიხსნება და ტრადიციულად, ოთხი დღის განმავლობაში გაგრძელდება. შეხვედრის ადგილიც უცვლელია - გამომცემლები საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიას" მე-11 პავილიონში გიმასპინძლებენ.

ტრადიციულად, წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე "პალიტრა L" ლიტერატურული მრავალფეროვნებით, გრანდიოზული ფასდაკლებებით, საინტერესო აქციებითა და წიგნების სიმრავლით წარდგება და 2000-ზე მეტ წიგნზე მნიშვნელოვან ფასდაკლებებს შესთავაზებს.

"პალიტრა L"-ი ფასდაკლებებთან ერთად მკითხველს ყოველწლიურად საინტერესო სიახლეებითაც ანებივრებს. ამის მაგალითად გამომცემლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროექტი Liberteens-იც საკმარისია - "პალიტრა L "-მა 20-ზე მეტი წიგნის მოყვარული ახალგაზრდა ერთ ჯგუფში გააერთიანა და მათ თინეიჯერებისთვის სასურველი ლიტერატურის შერჩევის შესაძლებლობა მისცა. ახალგაზრდები მსოფლიო ბესტსელერებს ორიგინალში კითხულობენ და გამომცემლობას იმ წიგნის გამოცემაზე რეკომენდაციას აძლევენ, რომელიც, მათი აზრით, თანატოლებს დააინტერესებთ. მათი თანატოლები კი პროექტის "ფეისბუკის" გვერდზე, რომელსაც 12 000 ლაიქერი ჰყავს, განიხილავენ ამ წიგნებს და თავიანთ მოსაზრებებსა და შთაბეჭდილებებს­ უზიარებენ ერთმანეთს.

აღსანიშნავია, რომ Liberteens-ის იუბილე და წიგნის ფესტივალის დახურვის დღე ერთმანეთს დაემთხვა - 31 მაისს "პალიტრა L"-ის ახალგაზრდულ პროექტს ერთი წელი უსრულდება. სწორედ ამ თარიღის აღსანიშნავად გამომცემლობამ გადაწყვიტა, თინეიჯერებისთვის კოსტიუმირებული კარნავალი მოეწყო. რაც მთავარია, ვინც 31 მაისს კარნავალზე დრესკოდს დაიცავს და "პალიტრა L"-ის სტენდს საკარნავალო კოსტიუმითა თუ ატრიბუტიკით ესტუმრება, მსოფლიო ბესტსელერის, ლუის ლოურის "გამღების" შეძენას ფასდაკლებით შეძლებს.

თიკო ფეიქრიშვილი, "პალიტრა L"-ის პროექტების მენეჯერი: "წიგნის საერთაშორისო ფესტივალებზე, მაგალითად თუნდაც ფრანკფურტსა და ლაიფციგში ფესტივალის დახურვის დღეს კოსტიუმირებული კარნავალი ეწყობა, რომელშიც მონაწილე საზოგადოება წიგნის პერსონაჟებს განასახიერებს და გმირებზე შთაბეჭდილებებს ირგვლივ მყოფთ ამ ფორმით უზიარებს. თბილისში კარნავალის მოწყობის იდეა სწორედ ამ გამოცდილების გაზიარებით გადავწყვიტეთ. დარწმუნებული ვარ, კარნავალში მონაწილეობას უამრავი თინეიჯერი მიიღებს. რაც მთავარია, კარნავალზე ახალგაზრდებს არა მხოლოდ წიგნის პერსონაჟების, საყვარელი კომპიუტერული თამაშებისა თუ მულტფილმების გმირების განსახიერებაც შეუძლიათ. ვინც შესაბამისი კოსტიუმით მოსვლას ვერ შეძლებს, მათ საკარნავალო ატრიბუტებს უფასოდ გადავცემთ".

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია