მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ წავა შემდეგი - "ნაციონალების" პოლიტიკური კრიზისის ანალიზი და პროგნოზები
ვინ წავა შემდეგი - "ნაციონალების" პოლიტიკური კრიზისის ანალიზი და პროგნოზები

"ენმ"(ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა) რამ­დე­ნი­მე დღის წინ, პარ­ტი­ის ოთხმა ლი­დერ­მა და­ტო­ვა. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ შე­საძ­ლოა, ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა კი­დევ ხუთ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ტო­ვოს.

ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი - Ambebi.ge-მ "ენმ"-ს პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის შე­ფა­სე­ბა ექ­სპერტ სოსო ცის­კა­რიშ­ვილს სთხო­ვა.

- მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ანს და­ვე­სეს­ხე­ბი და ვი­ტყვი: "ია­რონ, ია­რონ, ია­რონ..." ეს არის ჩემი კო­მენ­ტა­რი "ენმ"-ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე.

- რას უკავ­ში­რებთ ე.წ. ოთხე­უ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. არ­სე­ბობს მო­საზ­რე­ბა, რომ ისი­ნი ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას აპი­რე­ბენ...

- ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მჯე­რა. როცა გულ­წრფელ აღი­ა­რე­ბას მი­ვი­ღებ მათ­გან, მა­შინ შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ანა­ლი­ტი­კურ პერ­სპექ­ტი­ვებ­ზე. ქვე­ყა­ნა­ში 225 პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, ახლა თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ რა­ღაც არ­ნა­ხულს შექ­მნის, ცდე­ბა. გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი უფრო მეტი საფრ­თხის შემ­ცვე­ლი ამ­ჟა­მად შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს არ­სე­ბუ­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცი­ის­თვის. ეს პო­ლი­ტი­კუ­რი ხა­რა­კი­რის ტოლ­ფა­სი იქ­ნე­ბა. ორ-სამ კვი­რა­ში მეტი ინ­ფორ­მა­ცია გაჟ­ღერ­დე­ბა. იმ­დე­ნი ჭორ-მარ­თა­ლი ვრცელ­დე­ბა ამ თე­მა­ზე, გული მწყდე­ბა, არ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი გა­მოწ­ვე­ვის პი­რო­ბებ­ში, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ეს თემა რომ აგ­რე­რი­გად აქ­ტუ­ა­ლუ­რია.

- დღეს ყო­ფილ­მა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" სა­კუ­თა­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, თუ გა­ე­ცა­ნით მას?

- ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბა არ გა­მი­გია, ანეგ­დო­ტის არ იყოს, "ია ნი ჩი­ტა­ტელ, ია პი­სა­ტელ".

- ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "ოთხე­უ­ლის" მსგავ­სად შე­საძ­ლოა, "ენმ" მა­რი­ამ სა­ჯა­ი­ამ, ზუ­რაბ ჭი­ა­ბე­რაშ­ვილ­მა, და­ვით ბაქ­რა­ძემ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე წევ­რმა და­ტო­ვოს. თქვე­ნი აზ­რით, ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს შემ­დე­გი?

- მა­ინ­ცდა­მა­ინც მაგ ოთხე­ულს გაყ­ვე­ბი­ან თუ არა, არ ვიცი, მაგ­რამ თა­ვად ეგ "ოთხი­ა­ნი" უკვე გა­ყო­ლი­ლია იმ მა­ჟო­რი­ტა­რებს, რომ­ლებ­მაც გა­სულ შე­მოდ­გო­მა­ზე ის­კუ­პეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ში". მა­შინ რა­ი­მე დრა­მა­ტიზ­მი არ შეგ­ვიმ­ჩნე­ვია "ნაც­მო­ძა­ო­ბის" წევ­რე­ბის­თვის.

რე­დაქ­ცი­ის რჩე­ვით| "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში აღ­მოჩ­ნდნენ ვირ­თხე­ბი" - რას ამ­ბობ­დნენ ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი­დან წა­სულ კო­ლე­გებ­ზე ლი­დე­რე­ბი, რომ­ლებ­მაც პარ­ტია თა­ვა­დაც და­ტო­ვეს

რო­გორც ჩანს, არ­ცთუ იაფი და­უჯ­დათ მუდ­მივ მა­ჟო­რი­ტა­რებს სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოხ­სნა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის­გან". ახლა, რო­გორც ჩანს, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სი შე­იძ­ლე­ბა და­ი­წყოს პირ­ვე­ლი გა­და­სუ­ლე­ბის. მე­გუ­ლე­ბა "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" გო­ნი­ე­რი და ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ თუ მე­ლა­ძეს და ხა­ჩი­ძეს მო­ინ­დო­მე­ბენ ისი­ნი სა­კუ­თარ თავ­კა­ცე­ბად, გა­მიკ­ვირ­დე­ბა და შევ­შფოთ­დე­ბი.

- ვის გუ­ლის­ხმობთ?

- ბაქ­რა­ძეს, ჭი­ა­ბე­რაშ­ვილს. გიგა ბო­კე­რი­ას გო­ნი­ე­რე­ბას, ნიჭს და ენერ­გი­ას არა­ვინ უწუ­ნებს, მთა­ვა­რია თა­ვად იპო­ვოს სა­კუ­თა­რი თავი. გა­და­ნაც­ვლე­ბა სხვა ჯგუფ­ში მათ­თვის პო­ლი­ტი­კუ­რი დი­ვი­დენ­დის მომ­ტა­ნი არ იქ­ნე­ბა. ჯერ თვი­თონ უნდა შეძ­ლონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­ში სა­კუ­თა­რი ხედ­ვის დამ­კვიდ­რე­ბა, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა იმ მიდ­გო­მე­ბის­გან, რა­საც ახორ­ცი­ე­ლებ­და "ენმ"-ს ელი­ტა. ფაქ­ტია, რომ ბაქ­რა­ძეს და გი­ლა­ურს ეკა­ვათ უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი, მაგ­რამ არ შე­დი­ოდ­ნენ ქვე­ყა­ნა­ში გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მიმ­ღებ­თა ათე­ულ­ში. პრაქ­ტი­კუ­ლად, არა­ლე­გა­ლუ­რი სა­და­ვე­ე­ბი იყო ქვეყ­ნის მარ­თვის ინ­სტრუ­მენ­ტი. მათი ნა­წი­ლი პა­ტი­მა­რია, ნა­წი­ლი ძებ­ნი­ლი, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­და­ყო­ლე­ბა სი­ჯი­უ­ტის მი­მა­ნიშ­ნე­ბე­ლია მხო­ლოდ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ, ვის მი­მარ­თაც სე­რი­ო­ზუ­ლი აგ­რე­სია სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ აქვს.

- მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო თქვენ­თვის "ოთხე­უ­ლის" ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

- უსას­რუ­ლო­ბა არის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ცნე­ბა, ყვე­ლა­ფერს და­სას­რუ­ლი და და­სა­წყი­სი აქვს. მმარ­თვე­ლობ­თი ბერ­კე­ტე­ბი ამ გუნ­დმა 2012 წელს და­კარ­გა, ზნე­ობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბი მათ არა­სო­დეს აწუ­ხებ­დათ, მაგ­რამ მავ­ნებ­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა ის სტრა­ტე­გია, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბაც ნაც­მოძ­რა­ო­ბამ 2012 წლის 2 ოქ­ტომ­ბრი­დან და­ი­წყო, რაც იყო ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, გან­ქი­ქე­ბა, ცი­ლის­წა­მე­ბა, მუდ­მი­ვი ზე­წო­ლა ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე. ლექ­სი­კაც და­უმ­ძიმ­დათ, ზრდი­ლო­ბის მა­რა­გი, რო­მე­ლიც შე­მო­ი­ნა­ხეს, სა­ერ­თოდ გა­ნულ­და. იმ­დე­ნი იძა­ხეს, მთავ­რო­ბა უნი­ა­თო­აო, ბო­ლოს თა­ვად ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ უნი­ა­თო "ნა­ცი­ო­ნა­ლურ უძ­რა­ო­ბად".

ნა­ხეთ უფრო მეტი თეგ­ზე #კრი­ზი­სი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

ვინ წავა შემდეგი - "ნაციონალების" პოლიტიკური კრიზისის ანალიზი და პროგნოზები

ვინ წავა შემდეგი - "ნაციონალების" პოლიტიკური კრიზისის ანალიზი და პროგნოზები

"ენმ"(ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) რამდენიმე დღის წინ, პარტიის ოთხმა ლიდერმა დატოვა. ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, ოპოზიციური ძალა კიდევ ხუთმა დეპუტატმა დატოვოს.

ვინ შეიძლება იყოს შემდეგი  - Ambebi.ge-მ "ენმ"-ს პოლიტიკური კრიზისის შეფასება ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს სთხოვა.

- მუხრან მაჭავარიანს დავესესხები და ვიტყვი: "იარონ, იარონ, იარონ..." ეს არის ჩემი კომენტარი "ენმ"-ში განვითარებულ მოვლენებზე.

- რას უკავშირებთ ე.წ. ოთხეულის გადაწყვეტილებას.  არსებობს მოსაზრება, რომ ისინი ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას აპირებენ...

- ჩამოყალიბების მაინცდამაინც არ მჯერა. როცა გულწრფელ აღიარებას მივიღებ მათგან, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ ანალიტიკურ პერსპექტივებზე. ქვეყანაში 225 პოლიტიკური სუბიექტია დარეგისტრირებული, ახლა თუ ვინმეს ჰგონია, რომ რაღაც არნახულს შექმნის, ცდება. განვითარებული მოვლენები უფრო მეტი საფრთხის შემცველი ამჟამად შეიძლება გახდეს არსებული საპარლამენტო ფრაქციისთვის. ეს პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იქნება. ორ-სამ კვირაში მეტი ინფორმაცია გაჟღერდება. იმდენი ჭორ-მართალი ვრცელდება ამ თემაზე, გული მწყდება, არსებული უამრავი გამოწვევის პირობებში, ჩვენი საზოგადოებისთვის ეს თემა რომ აგრერიგად აქტუალურია.

-  დღეს ყოფილმა "ნაციონალებმა" საკუთარი გადაწყვეტილების თაობაზე განცხადება გაავრცელეს, თუ გაეცანით მას?

- ჯაფარიძის განცხადება არ გამიგია, ანეგდოტის არ იყოს, "ია ნი ჩიტატელ, ია პისატელ".

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ "ოთხეულის" მსგავსად შესაძლოა, "ენმ" მარიამ საჯაიამ, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, დავით ბაქრაძემ და კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვოს. თქვენი აზრით, ვინ შეიძლება იყოს შემდეგი?

- მაინცდამაინც მაგ ოთხეულს გაყვებიან თუ არა, არ ვიცი, მაგრამ თავად ეგ "ოთხიანი" უკვე გაყოლილია იმ მაჟორიტარებს, რომლებმაც გასულ შემოდგომაზე ისკუპეს "ქართულ ოცნებაში". მაშინ რაიმე დრამატიზმი არ შეგვიმჩნევია "ნაცმოძაობის" წევრებისთვის.

რედაქციის რჩევით| "ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდნენ ვირთხები" - რას ამბობდნენ ნაციონალებიდან წასულ კოლეგებზე ლიდერები, რომლებმაც პარტია თავადაც დატოვეს

როგორც ჩანს, არცთუ იაფი დაუჯდათ მუდმივ მაჟორიტარებს საკუთარი თავის გამოხსნა "ნაციონალური მოძრაობისგან". ახლა, როგორც ჩანს, რეალიზაციის პროცესი შეიძლება დაიწყოს პირველი გადასულების. მეგულება "ნაციონალებში" გონიერი და ნიჭიერი ადამიანები, მაგრამ თუ მელაძეს და ხაჩიძეს მოინდომებენ ისინი საკუთარ თავკაცებად, გამიკვირდება და შევშფოთდები.

- ვის გულისხმობთ?

- ბაქრაძეს, ჭიაბერაშვილს. გიგა ბოკერიას გონიერებას, ნიჭს და ენერგიას არავინ უწუნებს, მთავარია თავად იპოვოს საკუთარი თავი. გადანაცვლება სხვა ჯგუფში მათთვის პოლიტიკური დივიდენდის მომტანი არ იქნება. ჯერ თვითონ უნდა შეძლონ საზოგადოების თვალში საკუთარი ხედვის დამკვიდრება, რომელიც განსხვავებული იქნება იმ მიდგომებისგან, რასაც ახორციელებდა "ენმ"-ს ელიტა. ფაქტია, რომ ბაქრაძეს და გილაურს ეკავათ უმაღლესი თანამდებობები, მაგრამ არ შედიოდნენ ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიმღებთა ათეულში. პრაქტიკულად, არალეგალური სადავეები იყო ქვეყნის მართვის ინსტრუმენტი. მათი ნაწილი პატიმარია, ნაწილი ძებნილი, მაგრამ საკუთარი თავის გადაყოლება სიჯიუტის მიმანიშნებელია მხოლოდ იმ ადამიანების მიმართ, ვის მიმართაც სერიოზული აგრესია საზოგადოებას არ აქვს.

- მოულოდნელი იყო თქვენთვის "ოთხეულის" ეს გადაწყვეტილება?

- უსასრულობა არის ვირტუალური ცნება, ყველაფერს დასასრული და დასაწყისი აქვს. მმართველობთი ბერკეტები ამ გუნდმა 2012 წელს დაკარგა, ზნეობრივი სტანდარტები მათ არასოდეს აწუხებდათ, მაგრამ მავნებლური აღმოჩნდა ის სტრატეგია, რომლის განხორციელებაც ნაცმოძრაობამ 2012 წლის 2 ოქტომბრიდან დაიწყო, რაც იყო ლანძღვა-გინება, განქიქება, ცილისწამება, მუდმივი ზეწოლა ახალ ხელისუფლებაზე. ლექსიკაც დაუმძიმდათ, ზრდილობის მარაგი, რომელიც შემოინახეს, საერთოდ განულდა. იმდენი იძახეს, მთავრობა უნიათოაო, ბოლოს თავად ჩამოყალიბდნენ უნიათო "ნაციონალურ უძრაობად".

ნახეთ უფრო მეტი თეგზე #კრიზისი ნაციონალებში

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."