პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება მიხეილ სააკაშვილზე" - გია ნოდია ე.წ. "ოთხეულის" განცხადებაზე
"არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება მიხეილ სააკაშვილზე" - გია ნოდია ე.წ. "ოთხეულის" განცხადებაზე

პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია, "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე "ნა­ცი­ო­ა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან" წა­სუ­ლი ე.წ. "ოთხე­უ­ლის" გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა და აღ­ნიშ­ნავს, რომ გან­ცხა­დე­ბა მის­თვის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ ყო­ფი­ლა. გარ­და ამი­სა, ნო­დია აცხა­დებს, რომ მას არ მო­წონს "ერთ კონ­კრე­ტულ ლი­დერ­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე" მიბ­მუ­ლი პარ­ტია.

"სა­ჯა­როდ არ ვა­კო­მენ­ტა­რებ­დი ოთხე­უ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ნაც­მო­დან გას­ვლა­ზე, სა­ნამ მათი გან­ცხა­დე­ბა არ ვნა­ხე. მით უმე­ტეს, რომ ოთხი­დან სა­მის მი­მართ მაქვს (და მრჩე­ბა) პი­როვ­ნუ­ლი სიმ­პა­თია (გი­ორ­გი მე­ლა­ძეს, უბ­რა­ლოდ, არ ვიც­ნობ).

ჩემ­თვის ეს გან­ცხა­დე­ბა არ არის და­მა­ჯე­რე­ბე­ლი. სი­ტყვე­ბი, რომ პარ­ტი­ამ არა­საკ­მა­რი­სად აიღო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა 2012 წლის პო­ლი­ტი­კურ მარ­ცხზე და არა­საკ­მა­რი­სად გარ­და­იქ­მნა, თა­ვის­თა­ვად მხო­ლოდ ზო­გა­დი სი­ტყვე­ბია და მნიშ­ვნე­ლო­ბას მოკ­ლე­ბუ­ლია, თუ არ და­ა­კონ­კრე­ტებ. ნაც­მოს შიდა დის­კუ­სი­ებ­ში ჩა­ხე­დუ­ლი არ ვარ, მაგ­რამ იმ­დე­ნი ვიცი, რომ შიგ­ნით არ­სე­ბობს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რამ­დე­ნად თვითკრი­ტი­კუ­ლი უნდა იყოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, კერ­ძოდ რა უნდა ჩათ­ვა­ლოს თა­ვის შეც­დო­მად და რა - არა.

ზოგი თვლის, რომ პარ­ტია უკვე ზედ­მე­ტად თვითკრი­ტი­კუ­ლია, ზოგი - რომ არა­საკ­მა­რი­სად. ეს ნორ­მა­ლუ­რი ში­და­პარ­ტი­უ­ლი პლუ­რა­ლიზ­მია. მე ვი­სურ­ვებ­დი, რომ ასე­თი ში­და­პარ­ტი­უ­ლი დის­კუ­სია უფრო გახ­სნი­ლი და ფორ­მა­ლი­ზე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. მაგ­რამ ეს თუ ასე არ იყო, რა­ღაც ზო­მით ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც გა­მო­დის, რო­გორც პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რის. აღ­ნიშ­ნუ­ლი მარ­ცხი­დან ორ­წლი­ნა­ხევ­რის შემ­დეგ ამ მო­ტი­ვის მოყ­ვა­ნა ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი მგო­ნია.

ასე­ვე გა­უ­გე­ბა­რია: თან ამ­ბო­ბენ, რომ 2016 წელს აღარ იბ­რძო­ლე­ბენ სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტე­ბის­თვის, თან - რომ ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნა და თა­მა­მი და ახა­ლი პროგ­რა­მით გა­მოს­ვლა უნ­დათ. აბა რის­თვის ქმნი­ან ამ პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრს და პროგ­რა­მას, თუ პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რის­თვის არ იბ­რძო­ლე­ბენ? გრე­ხია ძა­ლა­უფ­ლე­ბის­თვის ბრძო­ლა? ან პო­ლი­ტი­კი­დან გა­დი­ხარ (მა­შინ ლო­გი­კუ­რია, ახ­ლა­ვე დადო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის მან­და­ტი), ან რჩე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში (ხოლო თუ რჩე­ბი, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც უნდა აიღო, ანუ ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში მო­სახ­ვედ­რა­დაც უნდა იბ­რძო­ლო).

თე­ო­რი­უ­ლად, ალ­ბათ არ­სე­ბობს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშა ისე­თი ძა­ლის­თვის, რო­მე­ლიც ასო­ცირ­დე­ბა ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მიღ­წე­ვებ­თან, მაგ­რამ დის­ტან­ცირ­დე­ბა მისი მმარ­თვე­ლო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი მხა­რე­ე­ბის­გან (პი­რო­ბი­თად რომ ვქვათ, გა­ნა­სა­ხი­ე­რებს "აღმშე­ნებ­ლო­ბის ცხრა წელს" მაგ­რამ არა "სის­ხლი­ან ცხრა წელს"). სხვა სი­ტყვე­ბით, ეს უნდა იყოს ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­რე­შე - ეჭვი მაქვს, რომ ოთხე­უ­ლის ნამ­დვი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ექ­ტის არსი ესაა. ისევ თე­ო­რი­უ­ლად, მეც არ მომ­წონს, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა ზედ­მე­ტად მიბ­მუ­ლი რჩე­ბა ერთ კონ­კრე­ტულ ლი­დერ­ზე, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­ზე, რომ­ლის ყვე­ლა ნა­ბიჯს და გა­მო­ნათ­ქვამს არც მე ვე­თან­ხმე­ბი. მაგ­რამ პრაქ­ტი­კუ­ლად, ცოტა ვეჭ­ვობ, რომ ოთხე­ულ­მა, თუნ­დაც "ივე­რი­ე­ლებ­თან" ერ­თად, შეძ­ლოს ისე­თი ახა­ლი ძა­ლის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რო­მე­ლიც ხუ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვას შეძ­ლებს. ცხა­დია, ვუშ­ვებ, რომ ვცდე­ბო­დე, მაგ­რამ ახლა ასე ვფიქ­რობ" - წერს ნო­დია.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ყო­ფილ­მა წევ­რებ­მა – ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძემ, გოგა ხა­ჩი­ძემ, პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილ­მა და გი­ორ­გი მე­ლა­ძემ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლეს, რო­მელ­შიც პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზე­ბი გან­მარ­ტეს და ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის შექ­მნა­ზე ისა­უბ­რეს.

ნა­ხეთ უფრო მეტი თეგ­ზე #კრი­ზი­სი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში

"არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება მიხეილ სააკაშვილზე" - გია ნოდია ე.წ. "ოთხეულის" განცხადებაზე

"არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება მიხეილ სააკაშვილზე" - გია ნოდია ე.წ. "ოთხეულის" განცხადებაზე

პოლიტოლოგი გია ნოდია, "ფეისბუქის" გვერდზე "ნაციოალური მოძრაობიდან" წასული ე.წ. "ოთხეულის" განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ განცხადება მისთვის დამაჯერებელი არ ყოფილა. გარდა ამისა, ნოდია აცხადებს, რომ მას არ მოწონს "ერთ კონკრეტულ ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე" მიბმული პარტია.

"საჯაროდ არ ვაკომენტარებდი ოთხეულის გადაწყვეტილებას ნაცმოდან გასვლაზე, სანამ მათი განცხადება არ ვნახე. მით უმეტეს, რომ ოთხიდან სამის მიმართ მაქვს (და მრჩება) პიროვნული სიმპათია (გიორგი მელაძეს, უბრალოდ, არ ვიცნობ).

ჩემთვის ეს განცხადება არ არის დამაჯერებელი. სიტყვები, რომ პარტიამ არასაკმარისად აიღო პასუხისმგებლობა 2012 წლის პოლიტიკურ მარცხზე და არასაკმარისად გარდაიქმნა, თავისთავად მხოლოდ ზოგადი სიტყვებია და მნიშვნელობას მოკლებულია, თუ არ დააკონკრეტებ. ნაცმოს შიდა დისკუსიებში ჩახედული არ ვარ, მაგრამ იმდენი ვიცი, რომ შიგნით არსებობს განსხვავებული აზრები იმის თაობაზე, რამდენად თვითკრიტიკული უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა, კერძოდ რა უნდა ჩათვალოს თავის შეცდომად და რა - არა.

ზოგი თვლის, რომ პარტია უკვე ზედმეტად თვითკრიტიკულია, ზოგი - რომ არასაკმარისად. ეს ნორმალური შიდაპარტიული პლურალიზმია. მე ვისურვებდი, რომ ასეთი შიდაპარტიული დისკუსია უფრო გახსნილი და ფორმალიზებული ყოფილიყო. მაგრამ ეს თუ ასე არ იყო, რაღაც ზომით ზურაბ ჯაფარიძის პასუხისმგებლობაც გამოდის, როგორც პარტიის ერთ-ერთი ლიდერის. აღნიშნული მარცხიდან ორწლინახევრის შემდეგ ამ მოტივის მოყვანა ცოტა დაგვიანებული მგონია.

ასევე გაუგებარია: თან ამბობენ, რომ 2016 წელს აღარ იბრძოლებენ საპარლამენტო მანდატებისთვის, თან - რომ ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნა და თამამი და ახალი პროგრამით გამოსვლა უნდათ. აბა რისთვის ქმნიან ამ პოლიტიკურ ცენტრს და პროგრამას, თუ პარლამენტში მოხვედრისთვის არ იბრძოლებენ? გრეხია ძალაუფლებისთვის ბრძოლა? ან პოლიტიკიდან გადიხარ (მაშინ ლოგიკურია, ახლავე დადო პარლამენტის წევრის მანდატი), ან რჩები პოლიტიკაში (ხოლო თუ რჩები, პასუხისმგებლობაც უნდა აიღო, ანუ ძალაუფლებაში მოსახვედრადაც უნდა იბრძოლო).

თეორიულად, ალბათ არსებობს პოლიტიკური ნიშა ისეთი ძალისთვის, რომელიც ასოცირდება ნაციონალური მოძრაობის მიღწევებთან, მაგრამ დისტანცირდება მისი მმართველობის ნეგატიური მხარეებისგან (პირობითად რომ ვქვათ, განასახიერებს "აღმშენებლობის ცხრა წელს" მაგრამ არა "სისხლიან ცხრა წელს"). სხვა სიტყვებით, ეს უნდა იყოს ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილის გარეშე - ეჭვი მაქვს, რომ ოთხეულის ნამდვილი პოლიტიკური პროექტის არსი ესაა. ისევ თეორიულად, მეც არ მომწონს, რომ ნაციონალური მოძრაობა ზედმეტად მიბმული რჩება ერთ კონკრეტულ ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომლის ყველა ნაბიჯს და გამონათქვამს არც მე ვეთანხმები. მაგრამ პრაქტიკულად, ცოტა ვეჭვობ, რომ ოთხეულმა, თუნდაც "ივერიელებთან" ერთად, შეძლოს ისეთი ახალი ძალის ჩამოყალიბება, რომელიც ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვას შეძლებს. ცხადია, ვუშვებ, რომ ვცდებოდე, მაგრამ ახლა ასე ვფიქრობ" - წერს ნოდია.

შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა წევრებმა – ზურაბ ჯაფარიძემ, გოგა ხაჩიძემ, პავლე კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც პარტიის დატოვების მიზეზები განმარტეს და ახალი პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.

ნახეთ უფრო მეტი თეგზე #კრიზისი ნაციონალებში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია