"პალიტრა TV"-ს გადაცემების, "მოკლე ჩართვა მერაბ მეტრეველთან" და "რეზიუმეს" წამყვანი, მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერს, რომ ემუქრებიან. ტელეწამყვანი რეაგირებითვის შსს-ს მიმართავს.
"ეს ნაბიჭვარი, თავს რომ ახალაიას ჯარისკაცს უწოდებს, ადრე რომ მემუქრებოდა, ახლა მწერს, შვილი მაინც არ გეცოდებაო! უკვე ოფიციალურად მინდა მოგმართოთ (მიმართავს ნინო გიორგობიანს), რომ ეს საქმე გამოიძიოთ. პირველ მუქარაზე თავი შევიკავე", - წერს მეტრეველი.
რაც შეეხება მუქარის წერილის შინაარსს, რომელიც ტელეწამყვანმა ლექსო ალუდაურისგან მიიღო, ასეთია:
"ისევ დაუკრეფავში გადასულხარ, როგორც გავიგე. რა გინდა, რა არ გასვენებს? შვილი მაინც არ გეცოდება?", - ნათქვამია წერილში.