პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვების ჩაგვრაში ადანაშაულებენ
 ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვების ჩაგვრაში ადანაშაულებენ

ახალ­ცი­ხის პირ­ვე­ლი ბა­ღის აღ­საზ­რდე­ლი, 5 წლის ნინო (ბავ­შვის სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია "ს.კ") 21 მა­ისს, სა­ღა­მოს, ბა­ღი­დან გა­ნერ­ვი­უ­ლე­ბუ­ლი გა­მო­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ბავ­შვმა დე­დას უთხრა, ერ­თმა მას­წავ­ლე­ბელ­მა მას ყბა­ში მო­კი­და ხელი და ისე აჯან­ჯღა­რა, - ტე­ლე­ფონ­ზე ვლა­პა­რა­კობ და ნუ ხმა­უ­რო­ბო, მე­ო­რემ კი თავ­ზე - გა­ჩუმ­დი, ხელი მეშ­ლე­ბაო.

"სა­ნამ სახ­ლამ­დე მო­ვიყ­ვან­დი, ტი­რი­ლიც და­ი­წყო, სულ­გუ­ნი მი­ყი­დეო, მას­წავ­ლებ­ლებ­მა ბაღ­ში მო­ი­ტა­ნეს, თან თქვეს, რომ ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია და მეც მინ­დაო. მე­ო­რე დღეს ბაღ­ში ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ვიყ­ვა­ნე, მაგ­რამ უკან რომ წა­მო­ვე­დი, დავ­ფიქ­რდი, შე­იძ­ლე­ბო­და მსგავ­სი რამ ისევ გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო და ბა­ღის მე­ნე­ჯერ­თან შე­ვე­დი, მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ვუ­თხა­რი. კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო, ყო­ველ­დღე შე­მი­ღია კლა­სის კარი და ასე­თი რამ არას­დროს ყო­ფი­ლაო", - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

მი­სი­ვე თქმით, ეს არ იყო პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, როცა 5 წლის ნი­ნომ დე­დას­თან და­ი­ჩივ­ლა, არც პირ­ვე­ლად მო­უ­თხო­ვია ის, რა­საც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში აღ­მზრდე­ლე­ბი მი­ირ­თმევ­დნენ და არც ნი­ნოს მშო­ბელს ჩა­უ­ყე­ნე­ბია პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი: "მე­სა­მე წე­ლია რაც მაგ ბაღ­ში დაგ­ვყავს, პირ­ვე­ლად მო­ვი­და და ძი­ძა­ზე თქვა, ლალი მას­წავ­ლე­ბელ­მა თავ­ში წა­მო­მარ­ტყაო. მერე თქვა, ტა­ნით მან­ჯღ­რი­აო. რა­ღაც პე­რი­ო­დი რომ გა­ვი­და, ისევ თქვა, ლალი მას­წავ­ლე­ბელ­მა თავ­ში წა­მო­მარ­ტყაო".

ამი­ტომ მან პირ­ვე­ლად მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ სწო­რედ ძი­ძას, ლალი კე­ღოშ­ვილს უთხრა: "გაგ­ჟი­და, ასე­თი რამ არა­სო­დეს ყო­ფი­ლა, ბავ­შვის გჯე­რა, რო­მე­ლიც წე­სი­ე­რად ვერ ლა­პა­რა­კობს და ჩემი არა, ამ­ხე­ლა ქა­ლი­სო?! არა­და, ჩემი შვი­ლი ერთი წლი­დან გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს".

გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შემ­დეგ, ბავ­შვმა სახ­ლში ისევ თქვა, რომ ძი­ძამ თავ­ში წა­მო­არ­ტყა. მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ დე­დამ მას­წავ­ლე­ბელს, მეგი გვა­რა­მა­ძეს უთხრა.

"დიდი იმე­დი მქონ­და, რომ ასე­თი რამ აღარ გან­მე­ორ­დე­ბო­და, მაგ­რამ ოთხი დღის წინ უა­რე­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბის მხრი­დან მოხ­და. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე, რომ ამის შე­სა­ხებ უკვე მე­ნე­ჯერ­თან მეთ­ქვა. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ ბავ­შვს შიში გა­უჩ­ნდა, ხში­რად მე­კი­თხე­ბა, დედა ბავ­შვებს სკო­ლა­ში სცე­მენ?", - ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

მი­სი­ვე თქმით, გარ­და ამი­სა, ბავ­შვე­ბის თვალ­წინ აღ­მზრდე­ლე­ბი ყა­ვას­თან ერ­თად ტკბი­ლე­ულს მი­ირ­თმე­ვენ: "პირ­ვე­ლად ნი­ნომ ნამ­ცხვა­რი რომ მო­ი­თხო­ვა, უთხრეს, ეს ბავ­შვებს არ ეჭ­მე­ვა­თო. ეს ჩემი თვა­ლი­თაც არა­ერ­თხელ მი­ნა­ხავს. ასე­ვე, ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, სხვა­დას­ხვა ზე­ი­მებ­სა და ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე რო­გორ ურტყა­მენ ბავ­შვებს მუჯ­ლუ­გუნს, ით­რე­ვენ ტან­საც­მლით და აჯან­ჯღა­რე­ბენ. ამას ჩემ­თან ერ­თად სხვა მშობ­ლე­ბი და ბა­ღის მე­ნე­ჯე­რიც ხე­დავ­დნენ, თუმ­ცა, რე­აქ­ცია არა­ვის ჰქო­ნია".

რას ამ­ბო­ბენ სხვა მშობ­ლე­ბი პირ­ვე­ლი ბა­ღის აღ­მზრდე­ლებ­ზე

ნი­ნოს დე­დას არ ეთან­ხმე­ბი­ან სხვა პა­ტა­რე­ბის მშობ­ლე­ბი. ქე­თე­ვან მი­ქე­ლა­ძე, რო­მელ­საც 6 წლის ბავ­შვი მე­სა­მე წე­ლია სწო­რედ ლალი კე­ღოშ­ვი­ლი­სა და მეგი გვა­რა­მა­ძის ჯგუფ­ში დაჰ­ყავს, ამ­ბობს, რომ მსგავს ქმე­დე­ბას ად­გი­ლი არას­დროს ჰქო­ნია: "პი­რი­ქით, მად­ლობ­ლე­ბი ვართ ისე­თი კარ­გი ძიძა და მას­წავ­ლე­ბე­ლი გვყავს. ბავ­შვიც ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით ლა­პა­რა­კობს მათ­ზე".

თუმ­ცა, არი­ან ისე­თი მშობ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც აცხა­დე­ბენ, რომ მათ შვი­ლებს ეს ბაღი არ მოს­წონ­დათ და იმი­ტომ გა­და­იყ­ვა­ნეს.

ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბრალ­დე­ბებს კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ

პირ­ვე­ლი ბა­ღის მე­ნე­ჯე­რი ქე­თე­ვან სა­ა­ნიშ­ვი­ლი 5 წლის ნი­ნოს შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლია. ის ამ­ბობს, რომ მშო­ბე­ლი იყო მას­თან და ესა­უბ­რა. "არა­ნა­ი­რი ზე­წო­ლის ქვეშ ჩემს ბაღ­ში არა­ვინ არის. ამას ვამ­ბობ სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით, ასეთ რა­მეს არ შევ­სწრე­ბი­ვარ. არც ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს, რომ ჩემი რო­მე­ლი­მე აღ­მზრდე­ლი ამას აკე­თებ­დეს, მა­შინ ასეთ აღ­მზრდელს რა უნდა ბაღ­ში?!" - ამ­ბობს სა­ა­ნიშ­ვი­ლი.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვების ჩაგვრაში ადანაშაულებენ

 ახალციხის პირველი ბაღის აღმზრდელებს ბავშვების ჩაგვრაში ადანაშაულებენ

ახალციხის პირველი ბაღის აღსაზრდელი, 5 წლის ნინო (ბავშვის სახელი შეცვლილია "ს.კ") 21 მაისს, საღამოს, ბაღიდან განერვიულებული გამოიყვანეს. როგორც ბავშვმა დედას უთხრა, ერთმა მასწავლებელმა მას ყბაში მოკიდა ხელი და ისე აჯანჯღარა, - ტელეფონზე ვლაპარაკობ და ნუ ხმაურობო, მეორემ კი თავზე - გაჩუმდი, ხელი მეშლებაო.

"სანამ სახლამდე მოვიყვანდი, ტირილიც დაიწყო, სულგუნი მიყიდეო, მასწავლებლებმა ბაღში მოიტანეს, თან თქვეს, რომ ძალიან გემრიელია და მეც მინდაო. მეორე დღეს ბაღში ჩვეულებრივ მივიყვანე, მაგრამ უკან რომ წამოვედი, დავფიქრდი, შეიძლებოდა მსგავსი რამ ისევ განმეორებულიყო და ბაღის მენეჯერთან შევედი, მომხდარის შესახებ ვუთხარი. კატეგორიულად უარყო, ყოველდღე შემიღია კლასის კარი და ასეთი რამ არასდროს ყოფილაო", - ამბობს გოგონას დედა.

მისივე თქმით, ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა 5 წლის ნინომ დედასთან დაიჩივლა, არც პირველად მოუთხოვია ის, რასაც დღის განმავლობაში აღმზრდელები მიირთმევდნენ და არც ნინოს მშობელს ჩაუყენებია პირველად მომხდარის შესახებ საქმის კურსში ბაღის თანამშრომლები: "მესამე წელია რაც მაგ ბაღში დაგვყავს, პირველად მოვიდა და ძიძაზე თქვა, ლალი მასწავლებელმა თავში წამომარტყაო. მერე თქვა, ტანით მანჯღრიაო. რაღაც პერიოდი რომ გავიდა, ისევ თქვა, ლალი მასწავლებელმა თავში წამომარტყაო".

ამიტომ მან პირველად მომხდარის შესახებ სწორედ ძიძას, ლალი კეღოშვილს უთხრა: "გაგჟიდა, ასეთი რამ არასოდეს ყოფილა, ბავშვის გჯერა, რომელიც წესიერად ვერ ლაპარაკობს და ჩემი არა, ამხელა ქალისო?! არადა, ჩემი შვილი ერთი წლიდან გამართულად საუბრობს".

გარკვეული პერიოდის შემდეგ, ბავშვმა სახლში ისევ თქვა, რომ ძიძამ თავში წამოარტყა. მომხდარის შესახებ დედამ მასწავლებელს, მეგი გვარამაძეს უთხრა.

"დიდი იმედი მქონდა, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდებოდა, მაგრამ ოთხი დღის წინ უარესი მასწავლებლების მხრიდან მოხდა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამის შესახებ უკვე მენეჯერთან მეთქვა. ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვს შიში გაუჩნდა, ხშირად მეკითხება, დედა ბავშვებს სკოლაში სცემენ?", - ამბობს გოგონას დედა.

მისივე თქმით, გარდა ამისა, ბავშვების თვალწინ აღმზრდელები ყავასთან ერთად ტკბილეულს მიირთმევენ: "პირველად ნინომ ნამცხვარი რომ მოითხოვა, უთხრეს, ეს ბავშვებს არ ეჭმევათო. ეს ჩემი თვალითაც არაერთხელ მინახავს. ასევე, ჩემი თვალით მაქვს ნანახი, სხვადასხვა ზეიმებსა და ღონისძიებებზე როგორ ურტყამენ ბავშვებს მუჯლუგუნს, ითრევენ ტანსაცმლით და აჯანჯღარებენ. ამას ჩემთან ერთად სხვა მშობლები და ბაღის მენეჯერიც ხედავდნენ, თუმცა, რეაქცია არავის ჰქონია".

რას ამბობენ სხვა მშობლები პირველი ბაღის აღმზრდელებზე

ნინოს დედას არ ეთანხმებიან სხვა პატარების მშობლები. ქეთევან მიქელაძე, რომელსაც 6 წლის ბავშვი მესამე წელია სწორედ ლალი კეღოშვილისა და მეგი გვარამაძის ჯგუფში დაჰყავს, ამბობს, რომ მსგავს ქმედებას ადგილი არასდროს ჰქონია: "პირიქით, მადლობლები ვართ ისეთი კარგი ძიძა და მასწავლებელი გვყავს. ბავშვიც ყოველთვის სიყვარულით ლაპარაკობს მათზე".

თუმცა, არიან ისეთი მშობლები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათ შვილებს ეს ბაღი არ მოსწონდათ და იმიტომ გადაიყვანეს.

ბაღის თანამშრომლები ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ

პირველი ბაღის მენეჯერი ქეთევან საანიშვილი 5 წლის ნინოს შემთხვევის შესახებ ინფორმირებულია. ის ამბობს, რომ მშობელი იყო მასთან და ესაუბრა. "არანაირი ზეწოლის ქვეშ ჩემს ბაღში არავინ არის. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით, ასეთ რამეს არ შევსწრებივარ. არც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ჩემი რომელიმე აღმზრდელი ამას აკეთებდეს, მაშინ ასეთ აღმზრდელს რა უნდა ბაღში?!" - ამბობს საანიშვილი.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა