პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სპორტი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ ჯაფარიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "ოთხეულის" "ნაციონალებიდან" წასვლის ოფიციალური მიზეზი ცნობილია
ზურაბ ჯაფარიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "ოთხეულის" "ნაციონალებიდან" წასვლის ოფიციალური მიზეზი ცნობილია

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" და­ტო­ვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ე.წ. ოთხე­უ­ლის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­შიც სა­უბ­რობს, თუ რა­ტომ მოხ­და პარ­ტი­ი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა და რას აპი­რებს "ოთხე­უ­ლი" სა­მო­მავ­ლოდ. Ambebi.ge გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის უკვე ცნო­ბი­ლია რომ მე და ჩემ­მა სამ­მა კო­ლე­გამ დავ­ტო­ვეთ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა", სა­პარ­ლა­მენ­ტო ფრაქ­ცია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და ყვე­ლა თა­ნამ­დე­ბო­ბა პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ა­სა თუ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში.

მინ­და გან­მარ­ტე­ბა გა­ვა­კე­თო ჩვენს მიერ გა­დად­გმულ ნა­ბიჯ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ენმ-იდან გას­ვლის ფორ­მამ და დრომ ბევ­რი ადა­მი­ა­ნის გუ­ლის­წყრო­მა გა­მო­იწ­ვია. ფორ­მა და დრო არ ყო­ფი­ლა ჩემი და ჩემი მე­გობ­რე­ბის შერ­ჩე­უ­ლი. ჩვენ ვა­პი­რებ­დით ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გაგ­ვე­ზი­ა­რე­ბი­ნა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის პარ­ტი­ის შიგ­ნით, ვის­თა­ნაც საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა გვა­კავ­ში­რებ­და. მე მქონ­და კონ­სულ­ტა­ცია პარ­ტი­ის ერთ-ერთ ლი­დერ­თან, რო­მელ­მაც ითხო­ვა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ერ­თოდ არ გა­მეხ­მა­უ­რე­ბი­ნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ჩვენ პი­რო­ბა და­ვი­ცა­ვით. ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ჟონ­ვა და პრო­ცე­სე­ბის დაჩ­ქა­რე­ბა მოხ­და ჩვენ­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად. ძა­ლი­ან ვწუხ­ვართ, რომ ვერ მო­ვას­წა­რით იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის წი­ნას­წარ გაც­ნო­ბა, რომ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც ჩვენ­თვის ძვირ­ფა­სია.

რა­ტომ მი­ვი­ღეთ ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა?

ჩვენ ვხე­დავთ რე­ა­ლურ საფრ­თხეს, რომ მო­მა­ვალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში უმ­რავ­ლე­სო­ბით მო­ვიდ­ნენ ღიად ან ფაქ­ტობ­რი­ვად პრო-რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი.

ამ რე­ა­ლო­ბის შეც­ვლის შან­სი ჰქონ­და მხო­ლოდ ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას, ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლას, რო­მელ­მაც გა­უძ­ლო წარ­მო­უდ­გე­ნელ წნეხს ოლი­გარ­ქის მა­რი­ო­ნე­ტი მთავ­რო­ბის მხრი­დან, გა­დარ­ჩა და აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას. ერ­თი­ან­მა ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ ჩა­ა­ბა­რა ორი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი გა­მოც­და: 1. მშვი­დო­ბით გა­და­ა­ბა­რა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბულ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას და 2. არ და­ი­შა­ლა, გა­დარ­ჩა და შედ­გა რო­გორც ძლი­ე­რი, კომ­პე­ტენ­ტუ­რი ოპო­ზი­ცი­უ­რი ძალა.

პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის გა­დარ­ჩე­ნა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა­საკ­მა­რი­სი მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად. გა­მარ­ჯვე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­როა პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის სრუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა და მეტი გახ­სნი­ლო­ბა. ეს ერ­თა­დერ­თი პი­რო­ბაა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბის და­საბ­რუ­ნებ­ლად. მარ­ცხზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის აღე­ბა და პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბის გა­ნახ­ლე­ბა დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ქვეყ­ნებ­ში. მე­სა­მე გა­მოც­და ენმ-მა ვერ ჩა­ა­ბა­რა. არა­და სწო­რედ ეს არის დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდი ნა­წი­ლის დაკ­ვე­თა.

ჩვენ­თვის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა მო­ტი­ვა­ცია 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტის მი­ღე­ბის იმე­დი (რაც, ჩემ­თვის, რო­გორც პარ­ტი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი მდივ­ნის­თვის სა­ვა­რა­უ­დოდ გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყო). მე­ტიც, ჩემ­თან ერ­თად ენმ-იდან წა­მო­სუ­ლი არც ერთი კო­ლე­გა არ აპი­რებს 2016 წლის არ­ჩევ­ნებ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო მან­და­ტის­თვის ბრძო­ლას, რად­გან სჯე­რა რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა სი­ახ­ლეს ითხოვს.

რა­ტომ ახლა და არა ადრე?

2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის პრინ­ცი­პუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო რომ პო­ლი­ტი­კურ სპექტრში გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ზი­ცია, რო­მე­ლიც ღიად და მკა­ფი­ოდ და­უ­პი­რის­პირ­დე­ბო­და ქვეყ­ნის მმარ­თველ ოლი­გარ­ქს. გან­ვლი­ლი წლე­ბი იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი. ამ წლებ­ში ჩვენ არ­სად გავ­ქცე­ულ­ვართ, არ დავღ­ლილ­ვართ და პრაქ­ტი­კუ­ლად ყო­ველ­თვის ვი­ყა­ვით ბრძო­ლის წინა ხაზ­ზე. არც ერთ ჩვენ­განს, არც ერთხელ არ მოს­ვლია აზ­რად რომ ამ პე­რი­ოდ­ში მი­ე­ტო­ვე­ბი­ნა ბრძო­ლის ველი სიმ­შვი­დის თუ კე­თილ­დღე­ო­ბის სა­ნაც­ვლოდ.

ჩვენ არც ახლა გავ­დი­ვართ ბრძო­ლის ვე­ლი­დან. ჩვენ ვართ იგი­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე, რა­ზეც აქამ­დე ვი­დე­ქით და გვყავს იგი­ვე მო­წი­ნა­აღ­მდე­გე - ტყუ­ი­ლე­ბით ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სუ­ლი ოლი­გარ­ქი, რო­მელ­მაც ქვე­ყა­ნა კრი­ზი­სამ­დე მი­იყ­ვა­ნა. მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბა არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, 1.5 წე­ლი­წად­ში არის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და სწო­რედ ამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის და­სა­მარ­ცხებ­ლად სა­ჭი­როდ მიგ­ვაჩ­ნია პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრის ახ­ლე­ბუ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბა.

რას ვა­პი­რებთ?

ჩვენ ვა­პი­რებთ ბრძო­ლას; ბრძო­ლას ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მო­მავ­ლის­თვის; ბრძო­ლას იმის­თვის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­ვა­ცი­ლოთ ოლი­გარ­ქი, რო­მელ­მაც გა­ა­ჩე­რა ეკო­ნო­მი­კა, გა­ა­ღა­ტა­კა მო­სახ­ლე­ო­ბა და ჩა­მო­შა­ლა სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი. ჩვენ არ ვა­პი­რებთ დრო­ი­სა და ენერ­გი­ის ხარ­ჯვას ყო­ფილ თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა­ზე.

ჩვენ გვეს­მის რომ მო­სახ­ლე­ო­ბას დღეს ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აღელ­ვებს. ამი­ტომ ჩვე­ნი მი­ზა­ნია შევ­ქმნათ ახა­ლი, ღია პო­ლი­ტი­კურ ცენ­ტრი, მო­ვი­ზი­დოთ და პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში ჩავ­რთოთ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი. ჩვენ გვჯე­რა რომ ადა­მი­ა­ნე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი გაზ­რდა ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლის მო­თხოვ­ნი­ლე­ბაა და სწო­რედ ამ გზით მი­იღ­წე­ვა სა­ზო­გა­დო­ე­ბის სწრა­ფი გამ­დიდ­რე­ბა. 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის სა­ზო­გა­დო­ე­ბას შევ­თა­ვა­ზებთ ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის ყვე­ლა კონ­კუ­რენტზე თა­მამ, მაგ­რამ არა­პო­პუ­ლის­ტურ გეგ­მას. მხო­ლოდ ამ გზით წარ­მოგ­ვიდ­გე­ნია არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლო­ბის დას­რუ­ლე­ბა და ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე დაბ­რუ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მელ­საც ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე ავ­რცე­ლებს.

ნა­ხეთ უფრო მეტი თეგ­ზე #კრი­ზი­სი ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში

ზურაბ ჯაფარიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "ოთხეულის" "ნაციონალებიდან" წასვლის ოფიციალური მიზეზი ცნობილია

ზურაბ ჯაფარიძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს: "ოთხეულის" "ნაციონალებიდან" წასვლის ოფიციალური მიზეზი ცნობილია

"ნაციონალური მოძრაობის" დატოვებასთან დაკავშირებით ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. ოთხეულის სახელით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც საუბრობს, თუ რატომ მოხდა პარტიიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და რას აპირებს "ოთხეული" სამომავლოდ. Ambebi.ge  განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია რომ მე და ჩემმა სამმა კოლეგამ დავტოვეთ პოლიტიკური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საპარლამენტო ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ყველა თანამდებობა პოლიტიკურ პარტიასა თუ საქართველოს პარლამენტში.

მინდა განმარტება გავაკეთო ჩვენს მიერ გადადგმულ ნაბიჯთან დაკავშირებით.

ენმ-იდან გასვლის ფორმამ და დრომ ბევრი ადამიანის გულისწყრომა გამოიწვია. ფორმა და დრო არ ყოფილა ჩემი და ჩემი მეგობრების შერჩეული. ჩვენ ვაპირებდით ჩვენი გადაწყვეტილება გაგვეზიარებინა იმ ადამიანებისთვის პარტიის შიგნით, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა გვაკავშირებდა. მე მქონდა კონსულტაცია პარტიის ერთ-ერთ ლიდერთან, რომელმაც ითხოვა გარკვეული პერიოდი საერთოდ არ გამეხმაურებინა გადაწყვეტილება. ჩვენ პირობა დავიცავით. ინფორმაციის გაჟონვა და პროცესების დაჩქარება მოხდა ჩვენგან დამოუკიდებლად. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვასწარით იმ ადამიანებისთვის ჩვენი გადაწყვეტილების წინასწარ გაცნობა, რომლებთან ურთიერთობაც ჩვენთვის ძვირფასია.

რატომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება?

ჩვენ ვხედავთ რეალურ საფრთხეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობით მოვიდნენ ღიად ან ფაქტობრივად პრო-რუსული ძალები.

ამ რეალობის შეცვლის შანსი ჰქონდა მხოლოდ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ოპოზიციურ ძალას, რომელმაც გაუძლო წარმოუდგენელ წნეხს ოლიგარქის მარიონეტი მთავრობის მხრიდან, გადარჩა და აგრძელებს ბრძოლას. ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ ჩააბარა ორი უმნიშვნელოვანესი გამოცდა: 1. მშვიდობით გადააბარა ხელისუფლება დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ ძალას და 2. არ დაიშალა, გადარჩა და შედგა როგორც ძლიერი, კომპეტენტური ოპოზიციური ძალა.

პოლიტიკური ძალის გადარჩენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი მიზნის მისაღწევად. გამარჯვებისათვის საჭიროა პოლიტიკური მოძრაობის სრული განახლება და მეტი გახსნილობა. ეს ერთადერთი პირობაა საზოგადოების ნდობის დასაბრუნებლად. მარცხზე პასუხისმგებლობის აღება და პოლიტიკური მოძრაობის განახლება დამკვიდრებული პრაქტიკაა განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებში. მესამე გამოცდა ენმ-მა ვერ ჩააბარა. არადა სწორედ ეს არის დღეს საზოგადოების დიდი ნაწილის დაკვეთა.

ჩვენთვის არასოდეს ყოფილა მოტივაცია 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატის მიღების იმედი (რაც, ჩემთვის, როგორც პარტიის აღმასრულებელი მდივნისთვის სავარაუდოდ გარანტირებული იყო). მეტიც, ჩემთან ერთად ენმ-იდან წამოსული არც ერთი კოლეგა არ აპირებს 2016 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატისთვის ბრძოლას, რადგან სჯერა რომ საზოგადოება სიახლეს ითხოვს.

რატომ ახლა და არა ადრე?

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო რომ პოლიტიკურ სპექტრში გადარჩენილიყო პოლიტიკური ოპოზიცია, რომელიც ღიად და მკაფიოდ დაუპირისპირდებოდა ქვეყნის მმართველ ოლიგარქს. განვლილი წლები იყო ძალიან რთული. ამ წლებში ჩვენ არსად გავქცეულვართ, არ დავღლილვართ და პრაქტიკულად ყოველთვის ვიყავით ბრძოლის წინა ხაზზე. არც ერთ ჩვენგანს, არც ერთხელ არ მოსვლია აზრად რომ ამ პერიოდში მიეტოვებინა ბრძოლის ველი სიმშვიდის თუ კეთილდღეობის სანაცვლოდ.

ჩვენ არც ახლა გავდივართ ბრძოლის ველიდან. ჩვენ ვართ იგივე პოზიციებზე, რაზეც აქამდე ვიდექით და გვყავს იგივე მოწინააღმდეგე - ტყუილებით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი, რომელმაც ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანა. მაგრამ დღევანდელი რეალობა არის განსხვავებული, 1.5 წელიწადში არის საპარლამენტო არჩევნები და სწორედ ამ მოწინააღმდეგის დასამარცხებლად საჭიროდ მიგვაჩნია პოლიტიკური სპექტრის ახლებურად გადანაწილება.

რას ვაპირებთ?

ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას; ბრძოლას ერთიანი საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლისთვის; ბრძოლას იმისთვის, რომ ხელისუფლებას ჩამოვაცილოთ ოლიგარქი, რომელმაც გააჩერა ეკონომიკა, გააღატაკა მოსახლეობა და ჩამოშალა სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩვენ არ ვაპირებთ დროისა და ენერგიის ხარჯვას ყოფილ თანაპარტიელებთან დაპირისპირებაზე.

ჩვენ გვესმის რომ მოსახლეობას დღეს ეკონომიკური პრობლემები აღელვებს. ამიტომ ჩვენი მიზანია შევქმნათ ახალი, ღია პოლიტიკურ ცენტრი, მოვიზიდოთ და პოლიტიკურ პროცესში ჩავრთოთ პროფესიონალები. ჩვენ გვჯერა რომ ადამიანების თავისუფლების რადიკალური გაზრდა ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთხოვნილებაა და სწორედ ამ გზით მიიღწევა საზოგადოების სწრაფი გამდიდრება. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოებას შევთავაზებთ ეკონომიკური განვითარების ყველა კონკურენტზე თამამ, მაგრამ არაპოპულისტურ გეგმას. მხოლოდ ამ გზით წარმოგვიდგენია არაფორმალური მმართველობის დასრულება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე დაბრუნება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ზურაბ ჯაფარიძე ავრცელებს.

ნახეთ უფრო მეტი თეგზე #კრიზისი ნაციონალებში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."