საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგზაო მოძრაობის წესებს დაუმორჩილებელი სამთავრობო მანქანები?!
საგზაო მოძრაობის წესებს დაუმორჩილებელი სამთავრობო მანქანები?!

25 მა­ისს, ქა­ლაქ ახალ­ცი­ხის საკ­რე­ბუ­ლოს სხდო­მა­ზე "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დე­პუ­ტატ­მა ზუ­რაბ სა­და­თი­ე­რაშ­ვილ­მა ქა­ლა­ქის მერს, გი­ორ­გი კო­პა­ძეს მა­გი­და­ზე ფურ­ცელ­ზე ამო­ბეჭ­დი­ლი ფოტო და­უ­დო. ფო­ტო­ზე ასა­ხუ­ლია სამი ჯიპი, რომ­ლე­ბიც დღის სა­ა­თებ­ში, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ქუ­ჩა­ზე, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვით დგას, იქვე ახ­ლოს ჩა­ნან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ამ ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი­დან არი­ან გად­მო­სუ­ლი და სა­უბ­რო­ბენ.

"კი ვნა­ხე და შენ რა გგო­ნია, არ არის ამის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­სში ჩა­ყე­ნე­ბუ­ლი, ვინც სა­ჭი­როა?! შენ ეს სუ­რა­თი სა­ი­დან მო­ი­პო­ვე?", - ჰკი­თხა მერ­მა დე­პუ­ტატს.

ზუ­რაბ სა­და­თი­ე­რაშ­ვილ­მა კი უპა­სუ­ხა, რომ ფოტო 18 მა­ისს თა­ვად გა­და­ი­ღო. "ხოდა, სხვებ­მაც გა­და­ი­ღეს და წა­სუ­ლია ეგ, სა­დაც სა­ჭი­როა", - გა­ნა­ცხა­და ქა­ლა­ქის მერ­მა.

ფო­ტოს ავ­ტო­რი, ზუ­რაბ სა­და­თი­ე­რაშ­ვი­ლი ვერ აკონ­კრე­ტებს, ვის ეკუთ­ვნო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი მან­ქა­ნე­ბი. მისი ვა­რა­უ­დით, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით ძა­ლო­ვა­ნი უწყე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი იყ­ვნენ და ისი­ნი პატ­რულს არ და­უ­ჯა­რი­მე­ბია.

"ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი შე­ნო­ბის წინ, ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლას, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის სა­ვალ ნა­წილ­ზე სამი ჯიპი იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი. კერ­ძო პი­რე­ბი ნამ­დვი­ლად არ იყ­ვნენ, რად­გან პატ­რუ­ლი მოძ­რა­ობ­და და და­ა­ჯა­რი­მებ­და. პი­რებს, რომ­ლე­ბიც მან­ქა­ნე­ბის გარ­შე­მო ტრი­ა­ლებ­დნენ, ია­რა­ღი ჰქონ­დათ თან", - აცხა­დებს სა­და­თი­ე­რაშ­ვი­ლი.

გი­ორ­გი კო­პა­ძე ფო­ტო­ზე ასა­ხულ ფაქ­ტზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას იმ მო­ტი­ვით იხ­სნის, რომ ქა­ლაქ­ში მოძ­რა­ო­ბის წე­სებს მე­რია არ არე­გუ­ლი­რებს.

იხი­ლეთ ვრცლად

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

საგზაო მოძრაობის წესებს დაუმორჩილებელი სამთავრობო მანქანები?!

საგზაო მოძრაობის წესებს დაუმორჩილებელი სამთავრობო მანქანები?!

25 მაისს, ქალაქ ახალციხის საკრებულოს სხდომაზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ზურაბ სადათიერაშვილმა ქალაქის მერს, გიორგი კოპაძეს მაგიდაზე ფურცელზე ამობეჭდილი ფოტო დაუდო. ფოტოზე ასახულია სამი ჯიპი, რომლებიც დღის საათებში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით დგას, იქვე ახლოს ჩანან ადამიანები, რომლებიც სავარაუდოდ, ამ ავტომობილებიდან არიან გადმოსული და საუბრობენ.

"კი ვნახე და შენ რა გგონია, არ არის ამის შესახებ საქმის კურსში ჩაყენებული, ვინც საჭიროა?! შენ ეს სურათი საიდან მოიპოვე?", - ჰკითხა მერმა დეპუტატს.

ზურაბ სადათიერაშვილმა კი უპასუხა, რომ ფოტო 18 მაისს თავად გადაიღო. "ხოდა, სხვებმაც გადაიღეს და წასულია ეგ, სადაც საჭიროა", - განაცხადა ქალაქის მერმა.

ფოტოს ავტორი, ზურაბ სადათიერაშვილი ვერ აკონკრეტებს, ვის ეკუთვნოდა აღნიშნული მანქანები. მისი ვარაუდით, ავტომობილებით ძალოვანი უწყების წარმომადგენლები იყვნენ და ისინი პატრულს არ დაუჯარიმებია.

"ადმინისტრაციული შენობის წინ, ხალხმრავალ ადგილას, ავტომობილების სავალ ნაწილზე სამი ჯიპი იყო გაჩერებული. კერძო პირები ნამდვილად არ იყვნენ, რადგან პატრული მოძრაობდა და დააჯარიმებდა. პირებს, რომლებიც მანქანების გარშემო ტრიალებდნენ, იარაღი ჰქონდათ თან", - აცხადებს სადათიერაშვილი.

გიორგი კოპაძე ფოტოზე ასახულ ფაქტზე პასუხისმგებლობას იმ მოტივით იხსნის, რომ ქალაქში მოძრაობის წესებს მერია არ არეგულირებს.

იხილეთ ვრცლად

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა