თბილისში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დანით დაჭრეს

თბილისში ცნობილი გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დანით დაჭრეს

უცნობმა პირებმა საკუთარ სახლში გინეკოლოგი ლევან მაყაშვილი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი 2" ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა დიდ დიღომში, გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე გუშინ შუა დღეს მოხდა. ახლობლების თქმით, მაყაშვილს უცნობი პირები ფოსტის თანამშრომლებად გაეცნენ, კარის გაღების შემდეგ კი დანით დაჭრეს. ლევან მაყაშვილს დაზიანებები გულ-მკერდისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

მეზობლების თქმით, დაჭრილმა სადარბაზოდან გასვლა თავად შეძლო, რის შემდეგაც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მაყაშვილს უკვე ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. დაჭრის მიზეზი უცნობია. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მაყაშვილის მამის ინფორმაციით, მის შვილს მრავლობითი ჭრილობა აქვს მიყენებული. ექიმის ინფორმაციით კი, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ნეირო-ქირურგიულ განყოფილებაში თავის ტვინის შერყევით მკურნალობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ