პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 ივნისს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება - "ყველა ერთად სიკეთის საკეთებლად"
1 ივნისს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება - "ყველა ერთად სიკეთის საკეთებლად"

სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდ "სი­კე­თის კვა­ლის" ორ­გა­ნი­ზე­ბით 1 ივ­ნისს ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლე­ბი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ.

კონ­ცერ­ტი სა­ღა­მოს 20:00 სა­ათ­ზე, კლუბ "ვიპ თა­იმ­ში" გა­ი­მარ­თე­ბა. საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ზე ელე­ნე ფო­ჩხუა, სა­ლო­მე ტე­ტი­აშ­ვი­ლი, ჯგუ­ფი "გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა" და სხვა ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი იმ­ღე­რე­ბენ.

"უფ­ლის წყა­ლო­ბით და ხალ­ხის გვერ­დში დგო­მით, უკვე შევ­ძე­ლით დავ­ხმა­რე­ბო­დით მრა­ვალ­შვი­ლი­ან და მარ­ტო­ხე­ლა დე­დებს, სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ ოჯა­ხებს, ასე­ვე გო­გო­ნას, რო­მე­ლიც იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მკურ­ნა­ლობს და ებ­რძვის სიკ­ვდილს, რომ გა­ი­მარ­ჯვოს და და­ა­მარ­ცხოს და­ა­ვა­დე­ბა. ჩვე­ნი პირ­ვე­ლი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი იყო თე­მურ არა­ბი­ძე - პრო­ექტ "ნი­ჭი­ე­რის" გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. თუმ­ცა თემო დღეს არა ჩვე­ნი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი, არა­მედ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­ხეა, მისი ორ­გა­ნი­ზე­ბით ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რის დღეს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი იმარ­თე­ბა. საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბით და­ვეხ­მა­რე­ბით თერ­ჯო­ლა­ში არ­სე­ბულ "დღის ცენ­ტრს". იქ ბავ­შვე­ბი ძა­ლი­ან მძი­მე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ. ცენ­ტრში და­უ­ნის სინ­დრო­მის მქო­ნე და ცე­რებ­რა­ლუ­რი დამ­ბლით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბი ყავთ . სწო­რედ ამი­ტომ ბავ­შვთა სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს, 1 ივ­ნისს კლუბ "ვიპ თა­იმ­ში" გა­ი­მარ­თე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი და გა­ყი­დუ­ლი ბი­ლე­თე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბით და­ვეხ­მა­რე­ბით ამ ბავ­შვებს. ასე­ვე გყვავს ორი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ვე­ლი, უკი­დუ­რე­სად გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ოჯა­ხი და პა­ტა­რა მა­რი­ა­მი, რო­მელ­საც ძვლის ტვი­ნის სიმ­სივ­ნე აქვს და ჩვე­ნი გვერ­დით დგო­მა ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა. ჩვენ­თან მო­სულ ყვე­ლა სტუ­მარს სა­ინ­ტე­რე­სო სა­ღა­მოს გა­ტა­რე­ბას ვპირ­დე­ბით, გვინ­და ქველ­მოქ­მე­დე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო ჩვე­ვად ვაქ­ცი­ოთ და ადა­მი­ა­ნებს გა­წე­უ­ლი სი­კე­თის სა­ნაც­ვლოდ და­უ­ვი­წყა­რი და ლა­მა­ზი წუ­თე­ბი ვა­ჩუ­ქოთ. მინ­და ასე­ვე უდი­დე­სი მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ჩვენს გვერ­დით არი­ან და თუნ­დაც მცი­რე­დით გვეხ­მა­რე­ბი­ან. თერ­ჯო­ლის დღის ცენ­ტრის­თვის ტექ­ნი­კის მა­ღა­ზია "ელექტრო­ნი­კამ" გად­მოგ­ვცა მა­ცი­ვა­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ ბავ­შვებს. კომ­პა­ნია "ქარ­ვამ" ზეთი გვა­ჩუ­ქა, აქვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო კომ­პა­ნია "ზე­და­ზე­ნი", რო­მე­ლიც ბავ­შვე­ბის­თვის სა­კუ­თარ პრო­დუქ­ცი­ას გაგ­ვა­ტანს", - აცხა­დებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თეა ესი­ტაშ­ვი­ლი.

დახ­მა­რე­ბის მსურ­ვე­ლე­ბის სა­ყუ­რა­დღე­ბოდ: შე­გიძ­ლი­ათ დარ­ე­კოთ ჯე­ო­სე­ლი­დან, მაგ­თი­დან და ბი­ლა­ი­ნი­დან ნო­მერ­ზე : 0 901 700 177 (1 ლარი)

სა­ბან­კო რეკ­ვი­ზი­ტე­ბი: ლი­ბერ­თი ბან­კი : LBRTGE22 -- GE06LB0115110522369000 GEL

თი­ბი­სი ბან­კი : TBCBGE22 --- GE34TB7319436080100002 GEL

http://www.siketiskvali.ge

https://www.facebook.com/siketis.kvali

და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის დაგ­ვი­კავ­შირ­დით : ტელ : 558 53 80 12

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

1 ივნისს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება - "ყველა ერთად სიკეთის საკეთებლად"

1 ივნისს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება - "ყველა ერთად სიკეთის საკეთებლად"

საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "სიკეთის კვალის" ორგანიზებით 1 ივნისს ქართველი მომღერლები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

კონცერტი საღამოს 20:00 საათზე, კლუბ "ვიპ თაიმში" გაიმართება. საქველმოქმედო საღამოზე ელენე ფოჩხუა, სალომე ტეტიაშვილი, ჯგუფი "გამოუვალი მდგომარეობა" და სხვა ქართველი შემსრულებლები იმღერებენ.

"უფლის წყალობით და ხალხის გვერდში დგომით, უკვე შევძელით დავხმარებოდით მრავალშვილიან და მარტოხელა დედებს, სოციალურად დაუცველ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ ოჯახებს, ასევე გოგონას, რომელიც იაშვილის კლინიკაში მკურნალობს და ებრძვის სიკვდილს, რომ გაიმარჯვოს და დაამარცხოს დაავადება. ჩვენი პირველი ბენეფიციარი იყო თემურ არაბიძე - პროექტ "ნიჭიერის" გამარჯვებული. თუმცა თემო დღეს არა ჩვენი ბენეფიციარი, არამედ ორგანიზაციის სახეა, მისი ორგანიზებით ბავშვთა საერთაშორის დღეს საქველმოქმედო კონცერტი იმართება. საქველმოქმედო კონცერტზე შემოსული თანხებით დავეხმარებით თერჯოლაში არსებულ "დღის ცენტრს". იქ ბავშვები ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობენ. ცენტრში დაუნის სინდრომის მქონე და ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები ყავთ . სწორედ ამიტომ ბავშვთა საერთაშორისო დღეს, 1 ივნისს კლუბ "ვიპ თაიმში" გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი და გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხებით დავეხმარებით ამ ბავშვებს. ასევე გყვავს ორი სოციალურად დაუცველი, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი და პატარა მარიამი, რომელსაც ძვლის ტვინის სიმსივნე აქვს და ჩვენი გვერდით დგომა ძალიან სჭირდება. ჩვენთან მოსულ ყველა სტუმარს საინტერესო საღამოს გატარებას ვპირდებით, გვინდა ქველმოქმედება სასიამოვნო ჩვევად ვაქციოთ და ადამიანებს გაწეული სიკეთის სანაცვლოდ დაუვიწყარი და ლამაზი წუთები ვაჩუქოთ. მინდა ასევე უდიდესი მადლობა გადავუხადო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩვენს გვერდით არიან და თუნდაც მცირედით გვეხმარებიან. თერჯოლის დღის ცენტრისთვის ტექნიკის მაღაზია "ელექტრონიკამ" გადმოგვცა მაცივარი, რომელიც ძალიან სჭირდებათ ბავშვებს. კომპანია "ქარვამ" ზეთი გვაჩუქა, აქვე მინდა აღვნიშნო კომპანია "ზედაზენი", რომელიც ბავშვებისთვის საკუთარ პროდუქციას გაგვატანს", - აცხადებს საქველმოქმედო ორგანიზაციის დამფუძნებელი თეა ესიტაშვილი.

დახმარების მსურველების საყურადღებოდ: შეგიძლიათ დარეკოთ ჯეოსელიდან, მაგთიდან და ბილაინიდან ნომერზე : 0 901 700 177 (1 ლარი)

საბანკო რეკვიზიტები: ლიბერთი ბანკი : LBRTGE22 -- GE06LB0115110522369000 GEL

თიბისი ბანკი : TBCBGE22 --- GE34TB7319436080100002 GEL

http://www.siketiskvali.ge

https://www.facebook.com/siketis.kvali

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : ტელ : 558 53 80 12

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია