საზოგადოება
პოლიტიკა

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა მოძებნოთ ბინა მომავალი სტუდენტისთვის - 5 რჩევა დაქირავების მსურველებს
როგორ უნდა მოძებნოთ ბინა მომავალი სტუდენტისთვის - 5 რჩევა დაქირავების მსურველებს

ზა­ფხუ­ლის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად ბევრ ოჯახ­ში დიდი ციებ-ცხე­ლე­ბა იწყე­ბა - ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბი ლა­მის კარს მოგ­ვად­გა. მშობ­ლე­ბი მხო­ლოდ იმა­ზე კი არ ღე­ლა­ვენ, რა შე­ფა­სე­ბებს მი­ი­ღებს შვი­ლი გა­მოც­დებ­ზე, არა­მედ იმა­ზეც, რომ უკვე სტუ­დენტს სხვა ქა­ლაქ­ში მო­უ­წევს ცხოვ­რე­ბა. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მშობ­ლებს უცხო ქა­ლაქ­ში მო­სა­ძებ­ნი ექ­ნე­ბათ ბინა, სა­დაც მათ­მა ახალ­გაზ­რდა, გა­მო­უც­დელ­მა შვილ­მა მშობ­ლი­უ­რი სახ­ლის­გან მო­შო­რე­ბით წლე­ბი უნდა გა­ა­ტა­როს.

სხვა ქა­ლაქ­ში ბი­ნის კი­თხვა-კი­თხვით კარ­და­კარ მო­ძებ­ნა ნამ­დვი­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლია. ამ დროს ყვე­ლა­ზე მეტ დახ­მა­რე­ბას გა­გი­წე­ვენ სა­ი­ტე­ბი, სა­დაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვი­სა თუ გა­ქი­რა­ვე­ბის შე­სა­ხებ ასო­ბით გან­ცხა­დე­ბა იყ­რის თავს. მათი დახ­მა­რე­ბით, სახ­ლი­დან გა­უს­ვლე­ლად, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში შე­გიძ­ლი­ათ ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტი შე­არ­ჩი­ოთ, მე­პატ­რო­ნე­საც გა­ე­სა­უბ­როთ და ყვე­ლა დე­ტა­ლი შე­ა­თან­ხმოთ.

ნიკა ჯა­ფა­რი­ძე (სა­ი­ტი saqme.ge -ს გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვა­რი მე­ნე­ჯე­რი) ამ­ბობს, ზა­ფხუ­ლის სე­ზონ­ზე ქი­რა­ზე მო­თხოვ­ნა არ­ნა­ხუ­ლად იზ­რდე­ბა. გან­სა­კუთ­რე­ბით სწრა­ფად "იტა­ცე­ბენ" ბი­ნებს, რომ­ლებ­საც მეტ-ნაკ­ლე­ბად ხელ­მი­საწ­ვდო­მი ფასი აქვთ.

"გა­ქი­რა­ვე­ბის ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რი სე­ზო­ნი სწავ­ლის და­წყე­ბამ­დე ერთი თვით ან თვე-ნა­ხევ­რით ადრე იწყე­ბა. მო­თხოვ­ნა მა­ტუ­ლობს ბი­ნებ­ზე, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ სას­წავ­ლებ­ლის სი­ახ­ლო­ვეს მდე­ბა­რე­ო­ბენ. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს, დო­ლა­რის კურ­სის ცვლი­ლე­ბის გამო, ბი­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დო­ლარ­ზე ქი­რავ­დე­ბო­და, უმე­ტე­სად ლარ­ზე გა­და­ვი­და. ჩვე­ნი პროგ­ნო­ზით, დო­ლარ­ზე შე­ფა­სე­ბუ­ლი ბი­ნე­ბის ფასი 10%-15% და­იკ­ლებს, თუმ­ცა დამ­ქი­რა­ვებ­ლებს ლარ­ში მა­ინც გა­უძ­ვირ­დე­ბათ. მა­გა­ლი­თად, თუ ბინა 200 დო­ლა­რი ღირ­და, შე­იძ­ლე­ბა 190 დო­ლა­რად მო­გა­ქი­რა­ონ, მაგ­რამ მა­ინც შარ­შან­დელ­ზე ძვი­რი და­გიჯ­დე­ბათ, თუ ამ დო­ლა­რის ლარ­ში ყიდ­ვას აპი­რებთ.

სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ნის მდე­ბა­რე­ო­ბა­ზე მე­ტად წელს მო­თხოვ­ნას ფასი გან­სა­ზღვრავს. ამი­ტომ იაფი ბი­ნე­ბი კი­დევ უფრო მიმ­ზიდ­ვე­ლი გახ­დე­ბა.

ნიკა ჯა­ფა­რი­ძე მო­მა­ვა­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მშობ­ლებს ურ­ჩევს, დრო­უ­ლად და­ი­ჭი­რონ თა­და­რი­გი, რად­გან გა­მოც­დე­ბის და­წყე­ბის მერე მო­თხოვ­ნა ისე იზ­რდე­ბა, არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის­თვის შე­იძ­ლე­ბა დროც აღარ დარ­ჩეს.

როცა სა­სურ­ველ ბი­ნას შე­არ­ჩევთ, მო­მა­ვა­ლი სტუ­დენ­ტის მშობ­ლებ­მა რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბაც უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ:

1. დარ­წმუნ­დით, რომ ბი­ნას ნამ­დვი­ლად მე­პატ­რო­ნე აქი­რა­ვებს.

2. წი­ნას­წარ მხო­ლოდ ერთი თვის ქირა გა­და­ი­ხა­დეთ, რად­გან ჯერ არ იცით, რო­გორ შე­ე­გუ­ე­ბა თქვე­ნი შვი­ლი იმ გა­რე­მოს

3. წი­ნას­წარ შე­ა­მოწ­მეთ, რომ ბი­ნა­ში ონ­კა­ნი და წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა გა­მარ­თუ­ლად მუ­შა­ობ­დეს. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მე­პატ­რო­ნე გა­აფრ­თხი­ლეთ, რომ წყლის გა­ჟონ­ვის შემ­თხვე­ვა­ში ხარ­ჯებს თქვენს თავ­ზე არ აი­ღებთ.

4. ბი­ნის და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად მარ­ტო ნუ მიხ­ვალთ. ჯო­ბია, თქვენს გარ­და სხვა თვალ­მაც გა­და­ხე­დოს.

5. ბი­ნა­ში ხარ­ვე­ზე­ბის აღ­მო­ჩე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მე­პატ­რო­ნეს და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აც­ნო­ბეთ, რათა ზა­რა­ლი თვე­ნი ასა­ნა­ზღა­უ­რე­ბე­ლი არ გახ­დეს.

6. გირ­ჩევთ, ბინა სას­წავ­ლე­ბელ­თან ახ­ლოს იქი­რა­ოთ, ასე თქვე­ნი შვი­ლი ტრან­სპორ­ტის ხარ­ჯებს და­ზო­გავს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

როგორ უნდა მოძებნოთ ბინა მომავალი სტუდენტისთვის - 5 რჩევა დაქირავების მსურველებს

როგორ უნდა მოძებნოთ ბინა მომავალი სტუდენტისთვის - 5 რჩევა დაქირავების მსურველებს

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ბევრ ოჯახში დიდი ციებ-ცხელება იწყება - ეროვნული გამოცდები ლამის კარს მოგვადგა. მშობლები მხოლოდ იმაზე კი არ ღელავენ, რა შეფასებებს მიიღებს შვილი გამოცდებზე, არამედ იმაზეც, რომ უკვე სტუდენტს სხვა ქალაქში მოუწევს ცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ მშობლებს უცხო ქალაქში მოსაძებნი ექნებათ ბინა, სადაც მათმა ახალგაზრდა, გამოუცდელმა შვილმა მშობლიური სახლისგან მოშორებით წლები უნდა გაატაროს.

სხვა ქალაქში ბინის კითხვა-კითხვით კარდაკარ მოძებნა ნამდვილად შეუძლებელია. ამ დროს ყველაზე მეტ დახმარებას გაგიწევენ საიტები, სადაც უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა თუ გაქირავების შესახებ ასობით განცხადება იყრის თავს. მათი დახმარებით, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში შეგიძლიათ ერთდროულად რამდენიმე ვარიანტი შეარჩიოთ, მეპატრონესაც გაესაუბროთ და ყველა დეტალი შეათანხმოთ.

ნიკა ჯაფარიძე (საიტი saqme.ge -ს განვითარების მთავარი მენეჯერი) ამბობს, ზაფხულის სეზონზე ქირაზე მოთხოვნა არნახულად იზრდება. განსაკუთრებით სწრაფად "იტაცებენ" ბინებს, რომლებსაც მეტ-ნაკლებად ხელმისაწვდომი ფასი აქვთ.

"გაქირავების ყველაზე აქტიური სეზონი სწავლის დაწყებამდე ერთი თვით ან თვე-ნახევრით ადრე იწყება. მოთხოვნა მატულობს ბინებზე, რომლებიც უშუალოდ სასწავლებლის სიახლოვეს მდებარეობენ. რაც შეეხება ფასებს, დოლარის კურსის ცვლილების გამო, ბინები, რომლებიც დოლარზე ქირავდებოდა, უმეტესად ლარზე გადავიდა. ჩვენი პროგნოზით, დოლარზე შეფასებული ბინების ფასი 10%-15% დაიკლებს, თუმცა დამქირავებლებს ლარში მაინც გაუძვირდებათ. მაგალითად, თუ ბინა 200 დოლარი ღირდა, შეიძლება 190 დოლარად მოგაქირაონ, მაგრამ მაინც შარშანდელზე ძვირი დაგიჯდებათ, თუ ამ დოლარის ლარში ყიდვას აპირებთ.

სავარაუდოდ, ბინის მდებარეობაზე მეტად წელს მოთხოვნას ფასი განსაზღვრავს. ამიტომ იაფი ბინები კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება.

ნიკა ჯაფარიძე მომავალი სტუდენტების მშობლებს ურჩევს, დროულად დაიჭირონ თადარიგი, რადგან გამოცდების დაწყების მერე მოთხოვნა ისე იზრდება, არჩევანის გაკეთებისთვის შეიძლება დროც აღარ დარჩეს.

როცა სასურველ ბინას შეარჩევთ, მომავალი სტუდენტის მშობლებმა რამდენიმე გარემოებაც უნდა გაითვალისწინონ:

1. დარწმუნდით, რომ ბინას ნამდვილად მეპატრონე აქირავებს.

2. წინასწარ მხოლოდ ერთი თვის ქირა გადაიხადეთ, რადგან ჯერ არ იცით, როგორ შეეგუება თქვენი შვილი იმ გარემოს

3. წინასწარ შეამოწმეთ, რომ ბინაში ონკანი და წყალგაყვანილობა გამართულად მუშაობდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეპატრონე გააფრთხილეთ, რომ წყლის გაჟონვის შემთხვევაში ხარჯებს თქვენს თავზე არ აიღებთ.

4. ბინის დასათვალიერებლად მარტო ნუ მიხვალთ. ჯობია, თქვენს გარდა სხვა თვალმაც გადახედოს.

5. ბინაში ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში მეპატრონეს დაუყოვნებლივ აცნობეთ, რათა ზარალი თვენი ასანაზღაურებელი არ გახდეს.

6. გირჩევთ, ბინა სასწავლებელთან ახლოს იქირაოთ, ასე თქვენი შვილი ტრანსპორტის ხარჯებს დაზოგავს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია