პოლიტიკა
საზოგადოება

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდნენ ვირთხები" - რას ამბობდნენ ნაციონალებიდან წასულ კოლეგებზე ლიდერები, რომლებმაც პარტია თავადაც დატოვეს
"ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდნენ ვირთხები" - რას ამბობდნენ ნაციონალებიდან წასულ კოლეგებზე ლიდერები, რომლებმაც პარტია თავადაც დატოვეს

გოგა ხა­ჩი­ძემ, რო­მე­ლიც პარ­ტი­ი­დან წა­სულ თა­ნა­გუნ­დე­ლებს ვირ­თხებს უწო­დებ­და, პარ­ტია თა­ვა­დაც და­ტო­ვა. ხა­ჩი­ძემ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­დან გას­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილ­თან, გი­ორ­გი მე­ლა­ძე­სა და ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად მი­ი­ღო.

უახ­ლო­ეს წარ­სულ­ში, პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობ­და, რომ პარ­ტი­ა­ში არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც არ აპი­რე­ბენ პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბას არა­ნა­ი­რი ფა­სის თუ ზე­წო­ლის სა­ნაც­ვლოდ და მათ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­კუ­თარ თავ­საც მო­ი­აზ­რებ­და.

"მე მინ­და ვუ­თხრა მთელ უმ­რავ­ლე­სო­ბას, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და პი­რა­დად ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ში" აღ­მოჩ­ნდნენ ვირ­თხე­ბი, რომ­ლე­ბიც პირ­ვე­ლი დღი­დან გა­იქ­ცნენ იქ, სა­დაც გარ­ბი­ან ხოლ­მე ვირ­თხე­ბი და შემ­დეგ გა­მორ­ბი­ან ხოლ­მე", - აცხა­დებ­და გოგა ხა­ჩი­ძემ.

თუმ­ცა გუ­შინ სა­პი­რის­პი­რო რამ მოხ­და - ხა­ჩი­ძემ 3 თა­ნა­გუნ­დელ­თან ერ­თად, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს­თან, გი­ორ­გი მე­ლა­ძე­სა და პავ­ლე კუბ­ლაშ­ვილ­თან ერ­თად პარ­ტია და­ტო­ვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძეს, იგი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას გეგ­მავ­და. ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლის 27 დე­კემ­ბერს, ჯა­ფა­რი­ძე ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­და, რომ პარ­ტია 2012 წლის პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის შემ­დეგ გა­დარ­ჩა, პარ­ტია შე­იც­ვა­ლა და მომ­დევ­ნო არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იქ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა საღი და სწო­რი ხედ­ვა იმი­სა თუ საით უნდა წა­ვი­დეს ქვე­ყა­ნა. უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღე­ბენ.

მაგ­რამ გა­ვი­და დრო და ჯა­ფა­რი­ძემ "ერ­თა­დერ­თი საღი აზ­რის" მა­ტა­რე­ბე­ლი პარ­ტია და­ტო­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად "ვერ გა­ი­მარ­ჯვებს".

ასე­ვე "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" ერ­თად არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბას იმე­დოვ­ნებ­და პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლიც. რო­გორც დე­პუ­ტა­ტი აღ­ნიშ­ნავ­და, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" კვლა­ვაც რჩე­ბო­და ყვე­ლა­ზე ძლი­ერ ოპო­ზი­ცი­ურ ძა­ლად და ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლოო ჯამ­ში არ­ჩევ­ნებ­შიც აი­სა­ხე­ბო­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ცნო­ბი­ლი გუ­შინ გახ­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ხვალ გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი, სად გა­აგ­რძე­ლე­ბენ კა­რი­ე­რას ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძე, გი­ორ­გი მე­ლა­ძე, პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლი და გოგა ხა­ჩი­ძე.

ფაქ­ტია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პარ­ტი­ის ერთ-ერთ მთა­ვარ სა­ხეს წარ­მო­ად­გენ­დნენ და მათ­ში ბევ­რი რე­სურ­სიც იდე­ბო­და. ჯა­ფა­რი­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხე­ლით პრე­ზი­დენ­ტო­ბა­საც აპი­რებ­და, თუმ­ცა, პრა­ი­მერ­ში და­ვით ბაქ­რა­ძეს­თან და­მარ­ცხდა.

ნიკა ჩხე­ი­ძე

AMBEBI.GE

ნა­ხეთ მეტი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა თეგ­ზე #ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდნენ ვირთხები" - რას ამბობდნენ ნაციონალებიდან წასულ კოლეგებზე ლიდერები, რომლებმაც პარტია თავადაც დატოვეს

"ნაციონალურ მოძრაობაში აღმოჩნდნენ ვირთხები" - რას ამბობდნენ ნაციონალებიდან წასულ კოლეგებზე ლიდერები, რომლებმაც პარტია თავადაც დატოვეს

გოგა ხაჩიძემ, რომელიც პარტიიდან წასულ თანაგუნდელებს ვირთხებს უწოდებდა, პარტია თავადაც დატოვა. ხაჩიძემ ნაციონალური მოძრაობიდან გასვლის გადაწყვეტილება პავლე კუბლაშვილთან, გიორგი მელაძესა და ზურაბ ჯაფარიძესთან ერთად მიიღო.

უახლოეს წარსულში, პარლამენტის დეპუტატი ამბობდა, რომ პარტიაში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აპირებენ პარტიის დატოვებას არანაირი ფასის თუ ზეწოლის სანაცვლოდ და მათში სავარაუდოდ, საკუთარ თავსაც მოიაზრებდა.

"მე მინდა ვუთხრა მთელ უმრავლესობას, ხელისუფლებას და პირადად ბიძინა ივანიშვილს, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" აღმოჩნდნენ ვირთხები, რომლებიც პირველი დღიდან გაიქცნენ იქ, სადაც გარბიან ხოლმე ვირთხები და შემდეგ გამორბიან ხოლმე", - აცხადებდა გოგა ხაჩიძემ.

თუმცა გუშინ საპირისპირო რამ მოხდა - ხაჩიძემ 3 თანაგუნდელთან ერთად, ზურაბ ჯაფარიძესთან, გიორგი მელაძესა და პავლე კუბლაშვილთან ერთად პარტია დატოვა.

რაც შეეხება ზურაბ ჯაფარიძეს, იგი "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არჩევნებში გამარჯვებას გეგმავდა. ჯერ კიდევ გასული წლის 27 დეკემბერს, ჯაფარიძე ერთ-ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ პარტია 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ გადარჩა, პარტია შეიცვალა და მომდევნო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" იქნება ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ექნება საღი და სწორი ხედვა იმისა თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა. უმცირესობის წარმომადგენლის განცხადებით, ისინი მოსახლეობის დიდ მხარდაჭერას მიიღებენ.

მაგრამ გავიდა დრო და  ჯაფარიძემ "ერთადერთი საღი აზრის" მატარებელი პარტია დატოვა. შესაბამისად, მომავალ არჩევნებში "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად "ვერ გაიმარჯვებს".

ასევე "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად არჩევნებში გამარჯვებას იმედოვნებდა პავლე კუბლაშვილიც. როგორც დეპუტატი აღნიშნავდა, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავაც რჩებოდა ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ ძალად და ბუნებრივია, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში არჩევნებშიც აისახებოდა.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკოსების აღნიშნული გადაწყვეტილება ცნობილი გუშინ გახდა. სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, სად გააგრძელებენ კარიერას ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი მელაძე, პავლე კუბლაშვილი და გოგა ხაჩიძე.

ფაქტია, რომ ეს ადამიანები პარტიის ერთ-ერთ მთავარ სახეს წარმოადგენდნენ და მათში ბევრი რესურსიც იდებოდა. ჯაფარიძე "ნაციონალური მოძრაობის" სახელით პრეზიდენტობასაც აპირებდა, თუმცა, პრაიმერში დავით ბაქრაძესთან დამარცხდა.

ნიკა ჩხეიძე

AMBEBI.GE

ნახეთ მეტი გამოხმაურება თეგზე #ნაციონალური მოძრაობა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."