რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის მზადება მიმდინარეობს

რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნისთვის მზადება მიმდინარეობს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე დამოუკიდებლობის დღის საზეიმოდ აღნიშვნის მზადება მიმდინარეობს. ამ დროისთვის სახელმწიფო უწყებები დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე საკუთარ პავილიონებს აწყობენ, სადაც ისინი დამთვალიერებლებს თავიანთი პროექტების პრეზენტაციას წარუდგენენ.

თავისუფლების მოედანზე, სადაც პრეზიდენტი წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს, სცენის მონტაჟი და ტექნიკური სამუშაოები დასრულებულია. მოედანზე უკვე განთავსებულია მძიმე სამხედრო ტექნიკა, ადგილზე ხდება სამხედროების შეკრება.

თავისუფლების მოედანი ჯებირებით არის შემოსაზღვრული და წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიისთვის თვალის დევნება მოქალაქეებს ჯებირებს მიღმა შეეძლებათ. რაც შეეხება რუსთაველის გამზირის დანარჩენ ნაწილს, გამზირზე გადაადგილება დამთვალიერებლებისთვის აბსოლუტურად თავისუფალია. დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე მოქალაქეები უკვე იკრიბებიან.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია