პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა"- გაბაშვილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე
"უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა"- გაბაშვილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, გოკა გა­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ზუ­რაბ ჯა­ფა­რი­ძის, გი­ორ­გი მე­ლა­ძის, გოგა ხა­ჩი­ძი­სა და პავ­ლე კუბ­ლაშ­ვი­ლის მხრი­დან პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი, არას­წო­რი და მცდა­რი.

რო­გორც გა­ბაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი პარ­ტი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­მართ არ­სე­ბუ­ლი წნე­ხის გამო ტო­ვე­ბენ და ეს არის მათი მხრი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ნა­ბი­ჯი.

"ჩვენც გვაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ჩვე­ნი 4 კო­ლე­გა აპი­რებს პარ­ტი­ის და­ტო­ვე­ბას. ეს არის ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­რო ინ­ფორ­მა­ცია. ჩვე­ნი პარ­ტია სამი წე­ლია მი­ლი­არ­დე­რი ივა­ნიშ­ვი­ლის მხრი­დან იმ­ყო­ფე­ბა წნე­ხის ქვეშ. ეს წნე­ხი სა­ვა­რა­უ­დოდ უფრო გაძ­ლი­ერ­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მო­ახ­ლო­ე­ბას­თან ერ­თად და ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, რომ ჩვე­ნი 4 თა­ნა­პარ­ტი­ე­ლი ამ წნე­ხის გამო აბ­სო­ლუ­ტუ­რად უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­ა­დეკ­ვა­ტურ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას იღებს. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვე­ნი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი გზით. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" არის უპი­რო­ბოდ მთა­ვა­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და ამ ძა­ლი­დან ამ ადა­მი­ა­ნე­ბის წას­ვლა არის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი, არას­წო­რი და მცდა­რი", - გა­ნა­ცხა­და გოკა გა­ბაშ­ვილ­მა.

გა­ბაშ­ვილს არ აქვს ინ­ფორ­მა­ცია თუ სად აპი­რე­ბენ ხა­ჩი­ძე, ჯა­ფა­რი­ძე, კუბ­ლაშ­ვი­ლი და მე­ლა­ძე საქ­მი­ა­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ასე­ვე, მის­თვის უც­ნო­ბია აღ­ნიშ­ნუ­ლი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი აპი­რე­ბენ თუ არა შე­უ­ერ­თდნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა "იბე­რი­ას".

ამ დრო­ის­თვის "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში პარ­ტი­ის წევ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან.

"უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა"- გაბაშვილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე

"უპასუხისმგებლო და არაადეკვატური გადაწყვეტილებაა"- გაბაშვილი თანაგუნდელების გადაწყვეტილებაზე

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, ზურაბ ჯაფარიძის, გიორგი მელაძის, გოგა ხაჩიძისა და პავლე კუბლაშვილის მხრიდან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი.

როგორც გაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ადამიანები პარტიას "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ არსებული წნეხის გამო ტოვებენ და ეს არის მათი მხრიდან აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატური ნაბიჯი.

"ჩვენც გვაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი 4 კოლეგა აპირებს პარტიის დატოვებას. ეს არის ძალიან სამწუხარო ინფორმაცია. ჩვენი პარტია სამი წელია მილიარდერი ივანიშვილის მხრიდან იმყოფება წნეხის ქვეშ. ეს წნეხი სავარაუდოდ უფრო გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად და ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი 4 თანაპარტიელი ამ წნეხის გამო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და არაადეკვატურ გადაწყვეტილებას იღებს. ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა არის ივანიშვილის დამარცხება კონსტიტუციური გზით. "ნაციონალური მოძრაობა" არის უპირობოდ მთავარი ალტერნატივა ამ ხელისუფლების და ამ ძალიდან ამ ადამიანების წასვლა არის არაადეკვატური, არასწორი და მცდარი", - განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

გაბაშვილს არ აქვს ინფორმაცია თუ სად აპირებენ ხაჩიძე, ჯაფარიძე, კუბლაშვილი და მელაძე საქმიანობის გაგრძელებას. ასევე, მისთვის უცნობია აღნიშნული პოლიტიკოსები აპირებენ თუ არა შეუერთდნენ საზოგადოება "იბერიას".

ამ დროისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."