პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ამბობს 2011 წლის 26 მაისის შესახებ ოთხი წლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი
 რას ამბობს 2011 წლის 26 მაისის შესახებ ოთხი წლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი

2011 წლის 26 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ ოთხი წელი გა­ვი­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სპე­ცი­ა­ლურ­მა ქვე­და­ნა­ყო­ფებ­მა "სა­ხალ­ხო კრე­ბი­სა" და "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" მიერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია და­შა­ლეს. დე­მონ­სტრან­ტე­ბი მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის გა­დად­გო­მას მო­ი­თხოვ­დნენ. 26 მა­ი­სის მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით 4 წლი­თა და 6 თვით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­ე­სა­ჯა ყო­ფილ შს მი­ნის­ტრ ვანო მე­რა­ბიშ­ვილს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "სა­ხალ­ხო კრე­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბით მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე 105 პირი და­ა­კა­ვეს. მათ უმ­რავ­ლე­სო­ბას პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა­ში, ხუ­ლიგ­ნო­ბა­სა და სხვა შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი სიმ­ძი­მის და­ნა­შა­ულ­ში და­ე­დო ბრა­ლი. მი­ტინ­გის დაშ­ლის დროს და­შავ­და 37 ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის 8 პო­ლი­ცი­ე­ლი, ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი და 27 სა­მო­ქა­ლა­ქო პირი; ასე­ვე, გარ­და­იც­ვა­ლა ორი ადა­მი­ა­ნი, მათ შო­რის, ერთი პო­ლი­ცი­ე­ლი. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, 26 მა­ი­სის აქ­ცი­ის დაშ­ლი­სას, სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის ხელ­ყო­ფის 5 ფაქ­ტი და­ფიქ­სირ­და, მათ შო­რის ერთი პო­ლი­ცი­ე­ლის და აქ­ცი­ის ოთხი მო­ნა­წი­ლის.

ოთხი წლის წინ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში წარ­მარ­თუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა და სხვა ქვეყ­ნე­ბის შე­საძ­ლო ჩარ­თუ­ლო­ბა პრო­ცე­სებ­ში – ამ სა­კი­თხე­ბის შე­სა­ფა­სებ­ლად "სა­ხალ­ხო კრე­ბი­სა" და "დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ტორ­სა და ლი­დერს, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

- 2011 წლის 26 მა­ი­სის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრუ­ტა­ლუ­რი რე­ჟი­მის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი, ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი ეტა­პი იყო. 2011 წლის 26 მა­ი­სი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, არ იქ­ნე­ბო­და არც 2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბე­რი. რა თქმა უნდა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი რომ არ გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო, სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მის არ­სე­ბო­ბა შე­საძ­ლოა, კი­დევ გა­ხან­გრძლი­ვე­ბუ­ლი­ყო. ამ რე­ჟი­მის დე­მონ­ტა­ჟის საქ­მე­ში ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა ითა­მა­შა გა­დამ­წყვე­ტი და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი, თუმ­ცა, მე­ო­რე მხრივ, ყვე­ლა დიდი ცვლი­ლე­ბა, რაც ხდე­ბა, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს. 9-წლი­ან პე­რი­ოდ­ში თი­თო­ე­უ­ლი მოქ­მე­დე­ბა, ძა­ლის­ხმე­ვა, აკე­თებ­და თა­ვის საქ­მეს რე­ჟი­მის თან­მიმ­დევ­რულ და­სუს­ტე­ბა­ში და ბო­ლოს, გა­დამ­წყვეტ ეტაპ­ზე გა­მო­ვი­და ძალა, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ და­ამ­სხვრია რე­ჟი­მი. თუმ­ცა, ჩვენ არ უნდა გვე­გო­ნოს, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟი­მი მხო­ლოდ 2012 წლის პირ­ველ­მა ოქ­ტომ­ბერ­მა შეც­ვა­ლა. ეს იყო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრძო­ლის შე­დე­გი. სა­ა­კაშ­ვი­ლის მოს­ვლის დღი­დან­ვე იყო მცი­რე ჯგუ­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­სა­მარ­თით პრო­ტესტს გა­მოთ­ქვამ­დნენ, მათ შო­რის ვი­ყა­ვი მე და ამის გამო ცი­ხე­შიც აღ­მოვ­ჩნდი. შემ­დეგ იყო ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი – 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ე­ბი, 2009 წლის აპ­რი­ლის აქ­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­მაც დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნეს სა­ა­კაშ­ვი­ლის რე­ჟიმს, ხოლო 2011 წლის მა­ი­სის აქ­ცი­ებ­მა ერთ-ერთი გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლა­ში. ჩვენ, რაც დრო გავა, უფრო და უფრო ადეკ­ვა­ტურ შე­ფა­სე­ბას მივ­ცემთ 2011 წლის 26 მა­ი­სის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ეს იყო ბრძო­ლა ყვე­ლა იმ უზ­ნე­ო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რისი მომსწრეც გავ­ხდით 9-წლი­ა­ნი რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში, ეს იყო ბრძო­ლა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის, თა­ვი­სუ­ფა­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის, დე­მოკ­რა­ტი­ის­თვის. სა­ა­კაშ­ვი­ლის უზარ­მა­ზა­რი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი მან­ქა­ნა მო­მარ­თუ­ლი იყო, რომ ჩირ­ქი მო­ე­ცხო და გა­ე­შა­ვე­ბი­ნა ამ აქ­ცი­ის ლი­დე­რე­ბი და თა­ვად ეს აქ­ცი­ე­ბი, თით­ქოს­და რუ­სის ჯარი შე­მო­დი­ო­და. ეტყო­ბა, ვერ მო­აგ­ნო რუს­თა­ვე­ლის გამ­ზი­რი და ვერ შე­მო­ვი­და რუ­სის ჯარი… რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის მოქ­მე­დე­ბებს, მათ­მა პა­სი­უ­რო­ბამ და ჩვენ­გან გან­ზე გად­გო­მამ სა­ა­კაშ­ვილს გა­ა­კე­თე­ბი­ნა, რაც უნ­დო­და და მის წის­ქვილ­ზე წყა­ლი და­ას­ხა, რომ მო­ე­წყო ასე­თი სას­ტი­კი დარ­ბე­ვა, რო­მელ­საც ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლე შე­ე­წი­რა. ში­შის, ძა­ლა­დო­ბის გამო, 26 მა­ი­სის შემ­დგომ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში იყო, რომ სწო­რი შე­ფა­სე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნათ ამ მოვ­ლე­ნის. თუმ­ცა, დღეს უკვე ნა­თე­ლი ხდე­ბა ამ მოვ­ლე­ნის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში.

- 26 მა­ისს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გამო, სა­სა­მარ­თლომ მა­შინ­დელ შს მი­ნისტრს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს თა­ვი­სუფ­ლე­ბის 4 წლი­თა და 6 თვით აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა. თქვე­ნი შე­ფა­სე­ბა რო­გო­რია, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რად წა­რი­მარ­თა ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში 26 მა­ი­სის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა და ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის გარ­და, იკ­ვე­თე­ბა თუ არა ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც?

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რას ამბობს 2011 წლის 26 მაისის შესახებ ოთხი წლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი

 რას ამბობს 2011 წლის 26 მაისის შესახებ ოთხი წლის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილი

2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების შემდეგ ოთხი წელი გავიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა ქვედანაყოფებმა "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დაშალეს. დემონსტრანტები მაშინდელი ხელისუფლების გადადგომას მოითხოვდნენ. 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ყოფილ შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირზე "სახალხო კრების" ორგანიზებით მიმდინარე აქციის მონაწილე 105 პირი დააკავეს. მათ უმრავლესობას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში, ხულიგნობასა და სხვა შედარებით ნაკლები სიმძიმის დანაშაულში დაედო ბრალი. მიტინგის დაშლის დროს დაშავდა 37 ადამიანი, მათ შორის 8 პოლიციელი, ერთი ჟურნალისტი და 27 სამოქალაქო პირი; ასევე, გარდაიცვალა ორი ადამიანი, მათ შორის, ერთი პოლიციელი. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით კი, 26 მაისის აქციის დაშლისას, სიცოცხლის უფლების ხელყოფის 5 ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის ერთი პოლიციელის და აქციის ოთხი მონაწილის.

ოთხი წლის წინ განვითარებული მოვლენები, ახალი ხელისუფლების პირობებში წარმართული გამოძიება, საპროტესტო აქციების ორგანიზატორების პასუხისმგებლობა და სხვა ქვეყნების შესაძლო ჩართულობა პროცესებში – ამ საკითხების შესაფასებლად "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" საპროტესტო აქციების ერთ-ერთ ორგანიზატორსა და ლიდერს, ირაკლი ბათიაშვილს ვესაუბრეთ.

- 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციები სააკაშვილის ბრუტალური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან სერიოზული, ერთ-ერთი გადამწყვეტი ეტაპი იყო. 2011 წლის 26 მაისი რომ არ ყოფილიყო, არ იქნებოდა არც 2012 წლის 1 ოქტომბერი. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, სააკაშვილის რეჟიმის არსებობა შესაძლოა, კიდევ გახანგრძლივებულიყო. ამ რეჟიმის დემონტაჟის საქმეში ბიძინა ივანიშვილმა ითამაშა გადამწყვეტი და უმნიშვნელოვანესი როლი, თუმცა, მეორე მხრივ, ყველა დიდი ცვლილება, რაც ხდება, წლების განმავლობაში მიმდინარეობს. 9-წლიან პერიოდში თითოეული მოქმედება, ძალისხმევა, აკეთებდა თავის საქმეს რეჟიმის თანმიმდევრულ დასუსტებაში და ბოლოს, გადამწყვეტ ეტაპზე გამოვიდა ძალა, რომელმაც საბოლოოდ დაამსხვრია რეჟიმი. თუმცა, ჩვენ არ უნდა გვეგონოს, რომ სააკაშვილის რეჟიმი მხოლოდ 2012 წლის პირველმა ოქტომბერმა შეცვალა. ეს იყო წლების განმავლობაში წარმოებული ბრძოლის შედეგი. სააკაშვილის მოსვლის დღიდანვე იყო მცირე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ხელისუფლების მისამართით პროტესტს გამოთქვამდნენ, მათ შორის ვიყავი მე და ამის გამო ციხეშიც აღმოვჩნდი. შემდეგ იყო ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები – 7 ნოემბრის აქციები, 2009 წლის აპრილის აქციები, რომლებმაც დიდი დარტყმა მიაყენეს სააკაშვილის რეჟიმს, ხოლო 2011 წლის მაისის აქციებმა ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ითამაშა ყოფილი ხელისუფლების შეცვლაში. ჩვენ, რაც დრო გავა, უფრო და უფრო ადეკვატურ შეფასებას მივცემთ 2011 წლის 26 მაისის მნიშვნელობას. ეს იყო ბრძოლა ყველა იმ უზნეობის წინააღმდეგ, რისი მომსწრეც გავხდით 9-წლიანი რეჟიმის პირობებში, ეს იყო ბრძოლა პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვის, თავისუფალი ტელევიზიისთვის, დემოკრატიისთვის. სააკაშვილის უზარმაზარი პროპაგანდისტული მანქანა მომართული იყო, რომ ჩირქი მოეცხო და გაეშავებინა ამ აქციის ლიდერები და თავად ეს აქციები, თითქოსდა რუსის ჯარი შემოდიოდა. ეტყობა, ვერ მოაგნო რუსთაველის გამზირი და ვერ შემოვიდა რუსის ჯარი… რაც შეეხება სხვა ოპოზიციური პარტიების მოქმედებებს, მათმა პასიურობამ და ჩვენგან განზე გადგომამ სააკაშვილს გააკეთებინა, რაც უნდოდა და მის წისქვილზე წყალი დაასხა, რომ მოეწყო ასეთი სასტიკი დარბევა, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა. შიშის, ძალადობის გამო, 26 მაისის შემდგომ დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი საზოგადოება გაურკვევლობაში იყო, რომ სწორი შეფასება გაეკეთებინათ ამ მოვლენის. თუმცა, დღეს უკვე ნათელი ხდება ამ მოვლენის დიდი მნიშვნელობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში.

- 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამო, სასამართლომ მაშინდელ შს მინისტრს, ვანო მერაბიშვილს თავისუფლების 4 წლითა და 6 თვით აღკვეთა მიუსაჯა. თქვენი შეფასება როგორია, რამდენად ეფექტურად წარიმართა ახალი ხელისუფლების პირობებში 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება და ვანო მერაბიშვილის გარდა, იკვეთება თუ არა ყოფილი ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობაც?

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."