საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის ზოოპარკში "ვარსკვლავებით მოჭედილი, ცასავით ქათიბით" ირმის ნუკრი გაჩნდა
თბილისის ზოოპარკში "ვარსკვლავებით მოჭედილი, ცასავით ქათიბით"  ირმის ნუკრი გაჩნდა

თბი­ლი­სის ზო­ო­პარკში ხა­ლე­ბი­ა­ნი ირ­მის ნუკ­რი გაჩ­ნდა, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ფე­ის­ბუქ-გვერ­დი იტყო­ბი­ნე­ბა. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, "ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი და ცა­სა­ვით ქა­თი­ბით" ნუკ­რი მა­მა­საც გავს და დე­და­საც:

"გახ­სოვთ შარ­შან ჩვენს ხა­ლე­ბი­ან ირემს ერევ­ნი­დან ცოლი რომ ჩა­მო­ვუყ­ვა­ნეთ? ზოგ­მა მო­ი­წო­ნა რძა­ლი, ზოგ­მაც და­ი­წუ­ნა (რო­გორც ხდე­ბა-ხოლ­მე), ბიჭი ჯო­ბი­აო. ხოდა აგერ ბა­ტო­ნო, ერ­თწ­ლი­ან­მა ოჯა­ხურ­მა თა­ნა­ცხოვ­რე­ბამ შე­დე­გი გა­მო­ი­ღო და ქვე­ყა­ნას უსაყ­ვარ­ლე­სი პა­ტა­რა მო­ევ­ლი­ნა.

ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ნუკ­რია. ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი ცა­სა­ვით ქა­თი­ბი აქვს, გრძე­ლი ფე­ხე­ბი და დაც­ქვე­ტი­ლი ყუ­რე­ბი. დე­და­საც ჰგავს და მა­მა­საც (ახლა ვი­ღაც და­წერს, მთა­ვა­რი ისაა, მე­ზო­ბელ ჯიხვს რომ არ ჰგავ­სო).

მოკ­ლედ, დე­დაც და შვი­ლიც თავს ძა­ლი­ან კარ­გად გრძნო­ბენ. პა­ტა­რას ხან ვო­ლი­ერ­ში მდე­ბა­რე ხის სახ­ლში სძი­ნავს, ხა­ნაც გა­რეთ გა­მოჰ­ყავს დე­დი­კოს სა­სე­ირ­ნოდ.

მა­მაც კარ­გა­დაა. ზის ამა­ყად და უხა­რია, რომ მისი სა­გა­ზა­ფხუ­ლო ყვი­რი­ლი, იქით ხი­ლი­ა­ნის მო­სახ­ლე­ო­ბას რომ აფრ­თხობ­და და აქეთ - უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შე­დე­გით დას­რულ­და", - ნათ­ქვა­მია თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის გვერ­დზე.

ნათია
0

ვაჟას ჩვენი უსაყვარლესი ვაჟას შვილობილი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

თბილისის ზოოპარკში "ვარსკვლავებით მოჭედილი, ცასავით ქათიბით" ირმის ნუკრი გაჩნდა

თბილისის ზოოპარკში "ვარსკვლავებით მოჭედილი, ცასავით ქათიბით"  ირმის ნუკრი გაჩნდა

თბილისის ზოოპარკში ხალებიანი ირმის ნუკრი გაჩნდა, - ამის შესახებ თბილისის ზოოპარკის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდი იტყობინება. როგორც აღმოჩნდა, "ვარსკვლავებით მოჭედილი და ცასავით ქათიბით" ნუკრი მამასაც გავს და დედასაც:

"გახსოვთ შარშან ჩვენს ხალებიან ირემს ერევნიდან ცოლი რომ ჩამოვუყვანეთ? ზოგმა მოიწონა რძალი, ზოგმაც დაიწუნა (როგორც ხდება-ხოლმე), ბიჭი ჯობიაო. ხოდა აგერ ბატონო, ერთწლიანმა ოჯახურმა თანაცხოვრებამ შედეგი გამოიღო და ქვეყანას უსაყვარლესი პატარა მოევლინა.

ძალიან ლამაზი ნუკრია. ვარსკვლავებით მოჭედილი ცასავით ქათიბი აქვს, გრძელი ფეხები და დაცქვეტილი ყურები. დედასაც ჰგავს და მამასაც (ახლა ვიღაც დაწერს, მთავარი ისაა, მეზობელ ჯიხვს რომ არ ჰგავსო).

მოკლედ, დედაც და შვილიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ. პატარას ხან ვოლიერში მდებარე ხის სახლში სძინავს, ხანაც გარეთ გამოჰყავს დედიკოს სასეირნოდ.

მამაც კარგადაა. ზის ამაყად და უხარია, რომ მისი საგაზაფხულო ყვირილი, იქით ხილიანის მოსახლეობას რომ აფრთხობდა და აქეთ - უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასეთი არაჩვეულებრივი შედეგით დასრულდა", - ნათქვამია თბილისის ზოოპარკის გვერდზე.