საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 6 თვეა შეწყვეტილია
 გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 6 თვეა შეწყვეტილია

ახ­მე­ტის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა ექ­ვსი თვეა შე­წყვე­ტი­ლია. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის დე­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­წყვი­ტა. თავ­დაც­ვის ყო­ფილ­მა მი­ნის­ტრმა მინ­დია ჯა­ნე­ლი­ძემ არა­ერ­თხელ გა­ნა­ცხა­და, რომ სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხით და­ინ­ტე­რეს­დე­ბო­და, მაგ­რამ მშე­ნებ­ლო­ბა არ გა­ნახ­ლდა.

სახ­ლის შე­კე­თე­ბას ეროვ­ნუ­ლი გმი­რის დედა ლილი ან­წუ­ხე­ლი­ძე რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ითხოვ­და. სახ­ლი სიძ­ვე­ლის­გან და სტი­ქი­ის­გან იყო და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. სა­მი­ნის­ტრომ ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და­შა­ლა და ახა­ლი, ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტა.

"ლი­ლიმ სთხო­ვა, ძა­ლი­ან რომ არ იწ­ვა­ლოთ, ჩემი რძა­ლი სა­დაც ცხოვ­რობს შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ერ­თად, იმ სახ­ლს მი­ად­გით ერთი ოთა­ხი და იქ ვი­ცხოვ­რე­ბო. უთხრეს, მაგ სახ­ლს ვე­რა­ფერს მო­ვად­გამთ იმი­ტომ, რომ მი­შას (სა­ა­კაშ­ვი­ლის პრე­ზი­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში) აშე­ნე­ბუ­ლი­აო. და­ი­წყეს ახა­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა. 18 ნო­ემ­ბერს, ლილი რომ და­ი­ღუ­პა, რამ­დე­ნი­მე დღე გა­აგ­რძე­ლეს და მერე თავი და­ა­ნე­ბეს. სა­ნამ ალა­სა­ნია იყო თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი, მშე­ნებ­ლო­ბა უპ­რობ­ლე­მოდ გრძელ­დე­ბო­და. მერე ყუ­რა­დღე­ბას აღა­რა­ვინ გვაქ­ცევ­და და დღემ­დე შე­წყვე­ტი­ლია მშე­ნებ­ლო­ბა", - გა­ნუ­ცხა­და კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის მა­მი­დამ ეთერ ან­წუ­ხე­ლი­ძემ.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრო­მელ­მა მარი როს­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი თინა ხი­და­შე­ლი გი­ორ­გი ან­წუ­ხე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის სერ­ჟან­ტთა მომ­ზა­დე­ბის სკო­ლის გა­მო­საშ­ვებ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ოჯა­ხის წევ­რებს შეხ­ვდა და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შეხ­ვედ­რა და­ი­გეგ­მა.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 6 თვეა შეწყვეტილია

 გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა 6 თვეა შეწყვეტილია

ახმეტის რაიონის სოფელ ქვემო ალვანში, ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ოჯახის წევრების საცხოვრებელი სახლის მშენებლობა ექვსი თვეა შეწყვეტილია. თავდაცვის სამინისტრომ სახლის მშენებლობა გიორგი ანწუხელიძის დედის გარდაცვალების შემდეგ შეწყვიტა. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მინდია ჯანელიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ სახლის მშენებლობის საკითხით დაინტერესდებოდა, მაგრამ მშენებლობა არ განახლდა.

სახლის შეკეთებას ეროვნული გმირის დედა ლილი ანწუხელიძე რამდენიმე წლის განმავლობაში ითხოვდა. სახლი სიძველისგან და სტიქიისგან იყო დაზიანებული. სამინისტრომ ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაშალა და ახალი, ერთსართულიანი სახლის მშენებლობა გადაწყვიტა.

"ლილიმ სთხოვა, ძალიან რომ არ იწვალოთ, ჩემი რძალი სადაც ცხოვრობს შვილიშვილებთან ერთად, იმ სახლს მიადგით ერთი ოთახი და იქ ვიცხოვრებო. უთხრეს, მაგ სახლს ვერაფერს მოვადგამთ იმიტომ, რომ მიშას (სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში) აშენებულიაო. დაიწყეს ახალი სახლის მშენებლობა. 18 ნოემბერს, ლილი რომ დაიღუპა, რამდენიმე დღე გააგრძელეს და მერე თავი დაანებეს. სანამ ალასანია იყო თავდაცვის მინისტრი, მშენებლობა უპრობლემოდ გრძელდებოდა. მერე ყურადღებას აღარავინ გვაქცევდა და დღემდე შეწყვეტილია მშენებლობა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი ანწუხელიძის მამიდამ ეთერ ანწუხელიძემ.

კახეთის საინფორმაციო ცენტრს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომელმა მარი როსტიაშვილმა განუცხადა, რომ რამდენიმე დღის წინ, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების სკოლის გამოსაშვებ ღონისძიებაზე ეროვნული გმირის ოჯახის წევრებს შეხვდა და უახლოეს დღეებში შეხვედრა დაიგეგმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა