ჩხოროწყუში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა

ჩხოროწყუში ქმარმა ცოლს ყელი გამოჭრა

ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში ეჭვიანობის ნიადაგზე ქმარმა ცოლი მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შსს-მ ჩხოროწყუს რაიონში მომხდარი ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა.

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული გია ს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე, მეუღლეს - 1981 წელს დაბადებულ ირა ფ-ს ცივი იარაღით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც იგი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში, შემთხვევის ადგილზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს", - ნათქვამია განცხადებაში. გამოძიება ოჯახში ძალადობის ნიადაგზე განზრახ მკვლელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა-108-ე მუხლით) მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ