პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
მსოფლიო
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყვნენ კინტოები, სტერეოტიპები და რეალობა - "არც ყველა კინტო იყო ჰომოსექსუალი და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო"
ვინ იყვნენ კინტოები, სტერეოტიპები და რეალობა - "არც ყველა კინტო იყო ჰომოსექსუალი და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო"

კინ­ტო­ე­ბი ბევ­რი მხატ­ვრის მუ­ზაც გამ­ხდა­რან და ბევ­რი ნა­წარ­მო­ე­ბის მთა­ვარ გმი­რა­დაც გვი­ნა­ხავს. ვინ იყ­ვნენ ისი­ნი და რა­ტომ გახ­დნენ თბი­ლი­სის ერ­თგვა­რი კო­ლო­რი­ტე­ბი, - ამის შე­სა­ხებ Ambebi.ge მწე­რალ დათო ტუ­რაშ­ვილს ესა­უბ­რა:

- კინ­ტო­ე­ბი იყ­ვნენ ძვე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში მო­ვაჭ­რე ადა­მი­ა­ნე­ბი (ძი­რი­თა­დად არა­ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის), რომ­ლე­ბიც ტფი­ლი­სის დარ­ბა­ი­სელ მო­ქა­ლა­ქე­ებს არ უყ­ვარ­დათ იმის გამო, რომ კინ­ტო­ებს უტიფ­რად შე­ეძ­ლოთ კლი­ენ­ტე­ბის მო­ტყუ­ე­ბა. თუმ­ცა დარ­ბა­ი­სელ თბი­ლი­სე­ლებს, როცა ზა­ფხუ­ლის სი­ცხის ან სხვა მი­ზე­ზის გამო, ბა­ზარ­ში წას­ვლა არ შე­ეძ­ლოთ, სხვა გზა არ ჰქონ­დათ და ხილს ისევ კინ­ტო­ე­ბის­გან ყი­დუ­ლობ­დნენ. კინ­ტო­ე­ბი ხილს (და არა მარ­ტო ხილს) თავ­ზე­შე­მოდ­გმუ­ლი სა­ხით ყველ­გან და­არ­ბე­ნი­ნებ­დნენ (მა­შინ­დე­ლი თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში) და ზოგ­ჯერ, შე­სა­ბა­მი­სი სა­ფა­სუ­რის სა­ნაც­ვლოდ, სხვა წვრილ საქ­მე­ებ­ზეც დარ­ბოდ­ნენ. როს­ტომ ხა­ნის დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, დღის თორ­მეტ სა­ა­თამ­დე, მხო­ლოდ გლე­ხებს შე­ეძ­ლოთ თა­ვი­სი პრო­დუქ­ტე­ბის გა­ყიდ­ვა თბი­ლი­სის ბაზ­რებ­ში და თორ­მეტ სა­ათ­ზე რომ ზარ­ბა­ზანს და­ა­ქუ­ხებ­დნენ, მერე გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბის დროც დგე­ბო­და.

- რო­დემ­დე იყ­ვნენ კინ­ტო­ე­ბი თბი­ლის­ში?

- კინ­ტო­ებ­მა თით­ქმის საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­სა­წყი­სამ­დე მო­აღ­წი­ეს და მერე გაქ­რნენ გა­სა­გე­ბი მი­ზე­ზე­ბის გამო. ბოლ­შე­ვი­კებ­მა ისი­ნი ქორ­ვაჭ­რე­ბად და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ხორ­ცმე­ტე­ბად მი­იჩ­ნი­ეს.

- და­ვით ორ­ბე­ლი­ა­ნი წერ­და: "რაც თურ­ქებ­მა ვერ ქნეს, იმას კინ­ტო­ე­ბი გვიშვრე­ბი­ან! ქა­ლა­ქე­ლებს რყვნას ას­წავ­ლი­ან, ჩვენ კი ხმას არ ვი­ღებთ" - რო­გორ ფიქ­რობთ, რას გუ­ლის­ხმობ­და?

- და­ვით ორ­ბე­ლი­ა­ნი ზუს­ტად იმას გუ­ლის­ხმობ­და, რა­საც წერ­და - მა­ტყუ­ა­რა კაცი არის გარ­ყვნი­ლი და ჩვენ­თვის თუ ახლა ასე არ არის, მა­შინ ასე ით­ვლე­ბო­და.

- კინ­ტო­ე­ბის მი­მართ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში, ერ­თგვა­რი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაც არ­სე­ბობს, რაც კინ­ტო­ე­ბის, რო­გორც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბად აღ­ქმას გუ­ლის­ხმობს...

- ცეკ­ვა კინ­ტა­უ­რი არის სა­რი­ტუ­ა­ლო წარ­მო­შო­ბის და სრულ­დე­ბო­და ე.წ. სა­თუქ­სუსო­ებ­ში, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბიც იყო და ამის შე­სა­ხებ ხმა­მაღ­ლა და პირ­ვე­ლად (თუ არ ვცდე­ბი) მწე­რალ­მა არ­ჩილ სუ­ლა­კა­ურ­მა გა­ი­ლაშ­ქრა და მერე ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ა­მაც მი­უ­ძღვნა წე­რი­ლი ამ ცეკ­ვას. არც ყვე­ლა კინ­ტო იყო არატ­რა­დი­ცი­უ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის და არც ყვე­ლა ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლი იყო კინ­ტო, მაგ­რამ ამ ცეკ­ვის ილე­თებ­ში რომ სა­ეჭ­ვო პრან­ჭვის ელე­მენ­ტე­ბია, ამის შემ­ჩნე­ვა ად­ვი­ლია.

- რა­ტომ გახ­დნენ კინ­ტო­ე­ბი თბი­ლი­სის ერ­თგვა­რი კო­ლო­რი­ტე­ბი?

- ვერ ვი­ტყო­დი, რომ კო­ლო­რი­ტუ­ლე­ბი იყ­ვნენ პო­ზი­ტი­უ­რი გა­გე­ბით, მაგ­რამ ძვე­ლი თბი­ლი­სუ­რი ყო­ფის გა­ნუ­ყო­ფე­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი ნამ­დვი­ლად იყ­ვნენ და ამი­ტო­მაც არ არის შემ­თხვე­ვი­თი, რომ იმ პე­რი­ო­დის ქარ­თულ დრა­მა­ტურ­გი­ა­ში, ისი­ნი ჭარ­ბად არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლე­ბი და თე­ატრმა და ლი­ტე­რა­ტუ­რამ, მათ მი­მართ აგ­რე­სია, კო­მი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით შეც­ვა­ლა.

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

Absd
2

😄😄😄და სად გაქრნენ? ახლა რომ ჭამენ პარლამენტში ერთმანეთს, ისვენებენ ვივამედში,საზღვრებზე ჩახდილები დგანან და გვატყუებებ,ასევე ღალატობენ საქართველოს ეგენი არიან! განა ძნელი მისახვედრია?

ვინ იყვნენ კინტოები, სტერეოტიპები და რეალობა - "არც ყველა კინტო იყო ჰომოსექსუალი და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო"

ვინ იყვნენ კინტოები, სტერეოტიპები და რეალობა - "არც ყველა კინტო იყო ჰომოსექსუალი და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო"

კინტოები ბევრი მხატვრის მუზაც გამხდარან და ბევრი ნაწარმოების მთავარ გმირადაც გვინახავს. ვინ იყვნენ ისინი და რატომ გახდნენ თბილისის ერთგვარი კოლორიტები, -  ამის შესახებ Ambebi.ge მწერალ დათო ტურაშვილს ესაუბრა:

- კინტოები იყვნენ ძველი თბილისის ქუჩებში მოვაჭრე ადამიანები (ძირითადად არაქართული წარმომავლობის), რომლებიც ტფილისის დარბაისელ მოქალაქეებს არ უყვარდათ იმის გამო, რომ კინტოებს უტიფრად შეეძლოთ კლიენტების მოტყუება. თუმცა დარბაისელ თბილისელებს, როცა ზაფხულის სიცხის ან სხვა მიზეზის გამო, ბაზარში წასვლა არ შეეძლოთ, სხვა გზა არ ჰქონდათ და ხილს ისევ კინტოებისგან ყიდულობდნენ. კინტოები ხილს (და არა მარტო ხილს) თავზეშემოდგმული სახით ყველგან დაარბენინებდნენ (მაშინდელი თბილისის ქუჩებში) და ზოგჯერ, შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ, სხვა წვრილ საქმეებზეც დარბოდნენ. როსტომ ხანის დროიდან მოყოლებული, დღის თორმეტ საათამდე, მხოლოდ გლეხებს შეეძლოთ თავისი პროდუქტების გაყიდვა თბილისის ბაზრებში და თორმეტ საათზე რომ ზარბაზანს დააქუხებდნენ, მერე გადამყიდველების დროც დგებოდა.

- როდემდე იყვნენ კინტოები თბილისში?

- კინტოებმა თითქმის საბჭოთა ხელისუფლების დასაწყისამდე მოაღწიეს და მერე გაქრნენ გასაგები მიზეზების გამო. ბოლშევიკებმა ისინი ქორვაჭრებად და საზოგადოების ხორცმეტებად მიიჩნიეს.

- დავით ორბელიანი წერდა: "რაც თურქებმა ვერ ქნეს, იმას კინტოები გვიშვრებიან! ქალაქელებს რყვნას ასწავლიან, ჩვენ კი ხმას არ ვიღებთ" - როგორ ფიქრობთ, რას გულისხმობდა?

- დავით ორბელიანი ზუსტად იმას გულისხმობდა, რასაც წერდა - მატყუარა კაცი არის გარყვნილი და ჩვენთვის თუ ახლა ასე არ არის, მაშინ ასე ითვლებოდა.

- კინტოების მიმართ, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ერთგვარი სტერეოტიპული დამოკიდებულებაც არსებობს, რაც კინტოების, როგორც ჰომოსექსუალებად აღქმას გულისხმობს...

- ცეკვა კინტაური არის სარიტუალო წარმოშობის და სრულდებოდა ე.წ. სათუქსუსოებში, სადაც შესაბამისი მოთხოვნილებებიც იყო და ამის შესახებ ხმამაღლა და პირველად (თუ არ ვცდები) მწერალმა არჩილ სულაკაურმა გაილაშქრა და მერე ზვიად გამსახურდიამაც მიუძღვნა წერილი ამ ცეკვას. არც ყველა კინტო იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის და არც ყველა ჰომოსექსუალი იყო კინტო, მაგრამ ამ ცეკვის ილეთებში რომ საეჭვო პრანჭვის ელემენტებია, ამის შემჩნევა ადვილია.

- რატომ გახდნენ კინტოები თბილისის ერთგვარი კოლორიტები?

- ვერ ვიტყოდი, რომ კოლორიტულები იყვნენ პოზიტიური გაგებით, მაგრამ ძველი თბილისური ყოფის განუყოფელი პერსონაჟები ნამდვილად იყვნენ და ამიტომაც არ არის შემთხვევითი, რომ იმ პერიოდის ქართულ დრამატურგიაში, ისინი ჭარბად არიან წარმოდგენილები და თეატრმა და ლიტერატურამ, მათ მიმართ აგრესია, კომიკური დამოკიდებულებით შეცვალა.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE