ცნობილი ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსი ფიქრობს, რომ შესაძლოა ახალი მსოფლიო ომი დაიწყოს. მისი აზრით, ეს შეიძლება მოხდეს თუ ამერიკასა და ჩინეთს შორის კონფლიქტი წარმოიშვება. სოროსი თვლის, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარება სავსებით შესაძლებელია, თუ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა თავისი ეკონომიკის ორიენტირებას შიდა საჭიროებებზე მოახდენს და არა ექსპორტზე. შედეგად, ჩინეთის მთავრობას დასჭირდება საგარეო კონფლიქტი იმისთვის, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს.
”თუ ჩინეთსა და ამერიკას შორის საომარი შეტაკება მოხდება და პარალელურად ჩინეთი ამერიკის სამხედრო პარტნიორს, იაპონიას შეეჯახება, არ იქნება გადამეტებული იმის თქმა, რომ ჩვენ ყველანი მესამე მსოფლიო ომის საფრთხის ქვეშ დავდგებით”, - აცხადებს სოროსი.
იმისთვის, რომ მსგავსი რამ არ მოხდეს, ვაშინგტონი უნდა წავიდეს ”დიდ დათმობაზე” პეკინთან: უფლება მისცეს საერთაშორისო სავალუტო ფონდს, იენი თავის კალათაში მოათავსოს. ასეთ შემთხვევაში ჩინურმა ვალუტამ შეიძლება სერიოზული კონკურენცია გაუწიოს დოლარს.
პასუხად ჩინეთმა უნდა დაუთმოს ქვეყნის ეკონომიკის გარდაქმნის საკითხებში. მილიარდერის აზრით, ჩინეთს და ამერიკას ძალიან გაუჭირდება კონსესუსის მიღწევა, თუმცა ამის ალტერნატივა ძალიან ”უსიამოვნოა”: ჩინეთმა შესაძლოა, პოლიტიკური საომარი კავშირი შექმნას რუსეთთან. ასეთ შემთხვევაში, როგორც სოროსი ამბობს, ახალი მსოფლიო ომი რეალობად იქცევა.