პოლიტიკა
სამართალი

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქიმერიძის საქმის ხელწერა - პოლიციელებმა ახალგაზრდა ცემეს და დააწერინეს, რომ კიბეზე დაგორდა
ქიმერიძის საქმის ხელწერა - პოლიციელებმა ახალგაზრდა ცემეს და დააწერინეს, რომ კიბეზე დაგორდა

2012 წლის 27 თე­ბერ­ვალს ხა­შუ­რის პო­ლი­ცი­ა­ში სო­ლო­მონ ქი­მე­რი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე ვი­საც ახ­სოვს, თით­ქმის იდენ­ტუ­რი ამ­ბა­ვი მოხ­და 2015 წლის 21 მა­ისს, გურ­ჯა­ა­ნის პო­ლი­ცი­ა­ში. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ­ჯე­რად მსხვერ­პლი ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩა. პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ნა­ცე­მი 30 წლის ჭა­ბუ­კა ჭა­ბუ­კა­ძე გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში თა­ვის ტვი­ნის შერ­ყე­ვი­თა და სხე­ულ­ზე სხვა­დას­ხვა და­ზი­ა­ნე­ბე­ბით მი­იყ­ვა­ნეს. და­ზა­რა­ლე­ბულს სა­უ­ბა­რი უჭირს, თუმ­ცა ick.ge-სთან დე­ტა­ლუ­რად გა­იხ­სე­ნა, რო­გორ ცე­მეს პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა.

ჭა­ბუ­კა ჭა­ბუ­კა­ძე მშე­ნე­ბე­ლია და კერ­ძო საქ­მე­ებ­ზე მუ­შა­ობს. ჰყავს მე­უღ­ლე და ერთი მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი. 2008 წელს ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით მა­რი­ხუ­ა­ნას მოხ­მა­რე­ბა­ზეა გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი. ამ­ბობს, რომ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს მას შემ­დეგ სის­ტე­მა­ტუ­რად მიჰ­ყავთ ნარ­კო­ლო­გი­ურ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და ამოწ­მე­ბენ. ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის ზე­გავ­ლე­ნის ქვეშ არ­ცერ­თხელ არ აღ­მოჩ­ნდა.

21 მა­ისს, ამაღ­ლე­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სო­ფელ­ში ახალ­გაზ­რდებს უქე­ი­ფი­ათ, რის შემ­დე­გაც რამ­დე­ნი­მე მათ­განს შო­რის კა­მა­თი მოხ­და. ჩხუ­ბი არ ყო­ფი­ლა, ამას თვითმხილ­ვე­ლე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ.

"მო­ვიდ­ნენ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, წა­მავ­ლეს ხელი, რა გინ­დათ, სად მიგ­ყა­ვართ მეთ­ქი და მან­ქა­ნა­ში შე­მათ­რი­ეს. გზა­ში, მან­ქა­ნა­ში­ვე მცე­მეს. თავ­ში, მუ­ცელ­ში, ფე­ხებ­ში, ყველ­გან მირ­ტყამ­დნენ. ცემა პო­ლი­ცი­ა­შიც გა­აგ­რძე­ლეს. ია­ტაკ­ზე და­მაგ­დეს და წიხ­ლე­ბით მცემ­დნენ. ცხვი­რი­დან სის­ხლი მდი­ო­და და ცე­მას მა­ინც აგ­რძე­ლებ­დნენ. რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ ად­ვო­კა­ტი შე­მო­ვი­და და რომ და­მი­ნა­ხა რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შიც ვი­ყა­ვი, ხელი მო­კი­დეს და გა­რეთ გა­იყ­ვა­ნეს იძუ­ლე­ბით. ვცდი­ლობ­დი, რო­გორ­მე თავი და­მეც­ვა, მაგ­რამ 6 თუ 8 პო­ლი­ცი­ე­ლი მირ­ტყამ­და ერ­თდრო­უ­ლად.

ნა­ცე­მი გა­და­მიყ­ვა­ნეს ყვა­რელ­ში, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, მთე­ლი ღამე ავად ვი­ყა­ვი. მე­ო­რე დღეს, პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა გურ­ჯა­ან­ში წა­მო­მიყ­ვა­ნეს. გზა­ში კი­დევ და­მარ­ტყეს რამ­დენ­ჯერ­მე, გა­მაფრ­თხი­ლეს და და­მე­მუქრნენ, მო­სა­მარ­თლეს არ უთხრა, რომ ნა­ცე­მი ხარ, თო­რემ ვერ გა­ი­ხა­რებ. იცო­დე, რამ­დე­ნი­მე დღე­ში სახ­ლში ია­რაღს ჩა­გი­დებთ და ცი­ხე­ში გა­გიშ­ვებ­თო.

პრო­ცეს­ზე მო­სა­მარ­თლემ მკი­თხა, ნა­ცე­მი ხომ არ ხარო, არა მეთ­ქი. პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის გა­წე­ვა და­მაბ­რა­ლეს, 300 ლა­რით და­მა­ჯა­რი­მეს და გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. სა­სა­მარ­თლოს ეზო­ში ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მე­ლო­დე­ბოდ­ნენ, მაგ­რამ პო­ლი­ცი­ამ სახ­ლში თა­ვი­სი მან­ქა­ნით წა­მიყ­ვა­ნა. გზა­ში კი­დევ ერთხელ გა­მაფრ­თხი­ლეს, თუ ვინ­მე რა­მეს გკი­თხავს, იტყვი, რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი სახ­ლში კი­ბე­ებ­ზე და­გორ­დი და და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ დროს მი­ი­ღეო", - ამ­ბობს ჭა­ბუ­კა ჭა­ბუ­კა­ძე. მი­სი­ვე თქმით, მო­ძა­ლა­დე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა არ იცის, თუმ­ცა მათი ამოც­ნო­ბა შე­უძ­ლია.

სახ­ლში მიყ­ვა­ნი­დან რამ­დე­ნი­მე წუ­თის შემ­დეგ ავად გახ­და. ოჯა­ხის წევ­რებ­მა სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და გა­მო­ი­ძა­ხეს.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ქიმერიძის საქმის ხელწერა - პოლიციელებმა ახალგაზრდა ცემეს და დააწერინეს, რომ კიბეზე დაგორდა

ქიმერიძის საქმის ხელწერა - პოლიციელებმა ახალგაზრდა ცემეს და დააწერინეს, რომ კიბეზე დაგორდა

2012 წლის 27 თებერვალს ხაშურის პოლიციაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების საქმე ვისაც ახსოვს, თითქმის იდენტური ამბავი მოხდა 2015 წლის 21 მაისს, გურჯაანის პოლიციაში. საბედნიეროდ, ამჯერად მსხვერპლი ცოცხალი გადარჩა. პოლიციელების ნაცემი 30 წლის ჭაბუკა ჭაბუკაძე გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში თავის ტვინის შერყევითა და სხეულზე სხვადასხვა დაზიანებებით მიიყვანეს. დაზარალებულს საუბარი უჭირს, თუმცა ick.ge-სთან დეტალურად გაიხსენა, როგორ ცემეს პოლიციის თანამშრომლებმა.

ჭაბუკა ჭაბუკაძე მშენებელია და კერძო საქმეებზე მუშაობს. ჰყავს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი. 2008 წელს ადმინისტრაციული წესით მარიხუანას მოხმარებაზეა გასამართლებული. ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებს მას შემდეგ სისტემატურად მიჰყავთ ნარკოლოგიურ განყოფილებაში და ამოწმებენ. ნარკოტიკული ნივთიერების ზეგავლენის ქვეშ არცერთხელ არ აღმოჩნდა.

21 მაისს, ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით, სოფელში ახალგაზრდებს უქეიფიათ, რის შემდეგაც რამდენიმე მათგანს შორის კამათი მოხდა. ჩხუბი არ ყოფილა, ამას თვითმხილველებიც ადასტურებენ.

"მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები, წამავლეს ხელი, რა გინდათ, სად მიგყავართ მეთქი და მანქანაში შემათრიეს. გზაში, მანქანაშივე მცემეს. თავში, მუცელში, ფეხებში, ყველგან მირტყამდნენ. ცემა პოლიციაშიც გააგრძელეს. იატაკზე დამაგდეს და წიხლებით მცემდნენ. ცხვირიდან სისხლი მდიოდა და ცემას მაინც აგრძელებდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ ადვოკატი შემოვიდა და რომ დამინახა რა მდგომარეობაშიც ვიყავი, ხელი მოკიდეს და გარეთ გაიყვანეს იძულებით. ვცდილობდი, როგორმე თავი დამეცვა, მაგრამ 6 თუ 8 პოლიციელი მირტყამდა ერთდროულად.

ნაცემი გადამიყვანეს ყვარელში, დროებითი მოთავსების იზოლატორში, მთელი ღამე ავად ვიყავი. მეორე დღეს, პოლიციელებმა გურჯაანში წამომიყვანეს. გზაში კიდევ დამარტყეს რამდენჯერმე, გამაფრთხილეს და დამემუქრნენ, მოსამართლეს არ უთხრა, რომ ნაცემი ხარ, თორემ ვერ გაიხარებ. იცოდე, რამდენიმე დღეში სახლში იარაღს ჩაგიდებთ და ციხეში გაგიშვებთო.

პროცესზე მოსამართლემ მკითხა, ნაცემი ხომ არ ხარო, არა მეთქი. პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა დამაბრალეს, 300 ლარით დამაჯარიმეს და გამათავისუფლეს. სასამართლოს ეზოში ჩემი ოჯახის წევრები მელოდებოდნენ, მაგრამ პოლიციამ სახლში თავისი მანქანით წამიყვანა. გზაში კიდევ ერთხელ გამაფრთხილეს, თუ ვინმე რამეს გკითხავს, იტყვი, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სახლში კიბეებზე დაგორდი და დაზიანებები იმ დროს მიიღეო", - ამბობს ჭაბუკა ჭაბუკაძე. მისივე თქმით, მოძალადე პოლიციელების ვინაობა არ იცის, თუმცა მათი ამოცნობა შეუძლია.

სახლში მიყვანიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ავად გახდა. ოჯახის წევრებმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა