მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვაცხადებ, შვილი მომი­კლეს!" - რა მოხდა ახმეტის სასაფლაოზე?
"ვაცხადებ, შვილი მომი­კლეს!" - რა მოხდა ახმეტის სასაფლაოზე?

"ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში წე­რია, თით­ქოს ჯარ­ჯი გუ­ლის იშე­მი­ით და­ი­ღუ­პა. ეს ტყუ­ი­ლია, ჩემს შვილს გული არა­სო­დეს აწუ­ხებ­და.­ სულ ვარ­ჯი­შობ­და, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი­ იყო..."

26 წლის ჯარ­ჯი კა­ხი­აშ­ვილს ოჯა­ხის წევ­რე­ბი 2 დღე უშე­დე­გოდ ეძებ­დნენ. იგი შეყ­ვა­რე­ბულ­თან შე­სახ­ვედ­რად წა­ვი­და და მას მერე ჯარ­ჯის კვალს ვერ­სად მი­აგ­ნეს. მოგ­ვი­ა­ნე­ბით პო­ლი­ცი­ა­ში ზარი გა­ის­მა, უცხო მა­მა­კა­ცი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს ატყო­ბი­ნებ­და, რომ ახ­მე­ტა­ში, სა­საფ­ლა­ოს ეზო­ში, ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის ცხე­და­რი იპო­ვა. ის ჯარ­ჯი­ აღ­მოჩ­ნდა... სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ას­რუ­ლეს და სიკ­ვდი­ლის­ მი­ზე­ზად გუ­ლის შე­ტე­ვა დაას­ახე­ლეს. ოჯა­ხი კი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ბიჭი სხვა­გან მოკ­ლეს და მერე მისი ცხედ­არი სა­საფ­ლა­ო­ზე მიიტ­ანეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ოჯახს მედ­იას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­საც უკ­რძა­ლავ­დნენ, არ­წმუ­ნებ­დნენ, რომ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი საქ­მის გახ­სნა­ში­ შე­უშ­ლი­დათ ხელს. შვილმკვდა­რი მამა, კახი კა­ხი­აშ­ვი­ლი­ მხო­ლოდ მას შემ­დეგ ალა­პა­რაკ­და, რაც მისი შვი­ლის საქ­მე და­ი­ხუ­რა:

- 4 აპ­რილს ჩემი ვაჟი ახ­მე­ტის სა­საფ­ლა­ო­ზე იპო­ვეს. ვა­ცხა­დებ, მე შვი­ლი მომი­კლეს. ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ში კი წე­რია, თით­ქოს გუ­ლის იშე­მი­ით და­ი­ღუ­პა. ეს ტყუ­ილია, ჯარ­ჯის გული არა­სო­დეს აწუ­ხებ­და.­ სულ ვარ­ჯი­შობ­და, ფი­ზი­კუ­რად ძლი­ე­რი­ იყო. ყვა­რელ­ში სა­მუ­შა­ოდ ერ­თად დავ­დი­ო­დით. იმ დღე­საც ჩემ­თან ერ­თად იყო, მერე მი­თხრა, მამა, ახ­მე­ტა­ში უნდა წა­ვი­დე, გო­გოს უნდა შევ­ხვდეო. ვი­ცო­დი, ის გოგო რომ უყ­ვარ­და. ბო­ლოს, ღა­მის 12 სა­ათ­ზე ვე­ლა­პა­რა­კეთ ჯარ­ჯის, მას მერე არც ტე­ლე­ფო­ნის ზარს პა­სუ­ხობ­და და არც გა­მო­ჩე­ნი­ლა, მე­ო­რე დღეს კი სა­ერ­თოდ გა­ი­თი­შა მისი მო­ბი­ლუ­რი. ბო­ლოს მოკ­ლუ­ლი ნა­ხეს ჩემი ჯარ­ჯი. ბევ­რი კი­თხვა მაქვს პა­სუ­ხგა­უ­ცე­მე­ლი. ჩემს შვილს ჯემპრი უკუღ­მა ეცვა, შარ­ვა­ლი მუხ­ლე­ბამ­დე ჩა­წე­უ­ლი ჰქონ­და, ჯი­ბე­ში ტა­ლა­ხი­ა­ნი ტე­ლე­ფო­ნი ედო, სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი ეტყო­ბო­და. მკლავ­ზე - ხე­ლის ძლი­ე­რი მო­ნა­ჭე­რი, ტუჩ­ზე და ცხვირ­თან კი სი­ლურ­ჯე ჰქონ­და, პირი სის­ხლი­ა­ნი. პო­ლი­ცია კი მიმ­ტკი­ცებს, ეს მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი­აო. მა­შინ და­მი­სა­ბუ­თონ, რა­ტომ ეცვა ტან­საც­მე­ლი უკუღ­მა ჯარ­ჯის და შარ­ვა­ლი ნა­ხევ­რად გახ­დი­ლი რა­ტომ ჰქონ­და?

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ვაცხადებ, შვილი მომი­კლეს!" - რა მოხდა ახმეტის სასაფლაოზე?

"ვაცხადებ, შვილი მომი­კლეს!" - რა მოხდა ახმეტის სასაფლაოზე?

"ექსპერტიზის დასკვნაში წერია, თით­ქოს ჯარჯი გულის იშემიით დაიღუპა. ეს ტყუილია, ჩემს შვილს გული არასოდეს აწუხებდა.­ სულ ვარჯიშობდა, ფიზიკურად ძლიერი­ იყო..."

26 წლის ჯარჯი კახიაშვილს ოჯახის წევრები 2 დღე უშედეგოდ ეძებდნენ. იგი შეყ­ვარებულთან შესახვედრად წავიდა და მას მერე ჯარჯის კვალს ვერსად მიაგნეს. მოგვიანებით პოლიციაში ზარი გაისმა, უცხო მამაკაცი სამართალდამცავებს ატყობინებდა, რომ ახმეტაში, სასაფლაოს ეზოში, ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვა. ის ჯარჯი­ აღმოჩნდა... სამართალდამცავებმა საქმეზე გამოძიება უკვე დაასრულეს და სიკვდილის­ მიზეზად გულის შეტევა დაას­ახელეს. ოჯახი კი დარწმუნებულია, რომ ბიჭი სხვაგან მოკლეს და მერე მისი ცხედ­არი სასაფლაოზე მიიტ­ანეს. სამართალდამცავები ოჯახს მედ­იასთან ურთიერთობასაც უკრძალავდნენ, არწმუნებდნენ, რომ ინტერვიუები საქმის გახსნაში­ შეუშლიდათ ხელს. შვილმკვდარი მამა, კახი კახიაშვილი­ მხოლოდ მას შემ­დეგ ალაპარაკდა, რაც მისი შვილის საქმე დაიხურა:

- 4 აპრილს ჩემი ვაჟი ახმეტის სასაფ­ლაოზე იპოვეს. ვაცხადებ, მე შვილი მომი­კლეს. ექსპერტიზის დასკვნაში კი წერია, თით­ქოს გულის იშემიით დაიღუპა. ეს ტყუ­ილია, ჯარჯის გული არასოდეს აწუხებდა.­ სულ ვარჯიშობდა, ფიზიკურად ძლიერი­ იყო. ყვარელში სამუშაოდ ერთად დავდიოდით. იმ დღესაც ჩემთან ერთად იყო, მერე მითხრა, მამა, ახმეტაში უნდა წავიდე, გოგოს უნდა შევხვდეო. ვიცოდი, ის გოგო რომ უყვარდა. ბოლოს, ღამის 12 საათზე ველაპარაკეთ ჯარჯის, მას მერე არც ტელეფონის ზარს პასუხობდა და არც გამოჩენილა, მეორე დღეს კი საერთოდ გაითიშა მისი მობილური. ბოლოს მოკლული ნახეს ჩემი ჯარჯი. ბევრი კითხვა მაქვს პასუხგაუცემელი. ჩემს შვილს ჯემპრი უკუღმა ეცვა, შარვალი მუხლებამდე ჩაწეული ჰქონდა, ჯიბეში ტალახიანი ტელეფონი ედო, სხეულზე დაზიანებები ეტყობოდა. მკლავზე - ხელის ძლიერი მონაჭერი, ტუჩზე და ცხვირთან კი სილურჯე ჰქონდა, პირი სისხლიანი. პოლიცია კი მიმტკიცებს, ეს მსუბუქი დაზიანებებიაო. მაშინ დამისაბუთონ, რატომ ეცვა ტანსაცმელი უკუღმა ჯარჯის და შარვალი ნახევრად გახდილი რატომ ჰქონდა?

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია