მომღერალ თაკო ვადაჭკორიას რთული ცხოვრება ჰქონდა. მამამ 23 წლის ასაკში მიატოვა. შვილი რამდენიმე თვის ჰყავდა, როდესაც მეუღლე, ერეკლე მანგოშვილი დაშორდა. მოგვიანებით ერეკლეს რჩეული ''მის საქართველო'' თამთა შედანია გახდა, თუმცა ამ წყვილის ურთიერთობასაც ბევრმა რამემ შეუშალა ხელი, მათ შორის იმან, რომ ერეკლეს სამართალდამცველებთან პრობლემები შეექმნა. თაკომ გადაწყვიტა, ამ თემაზე ვრცლად ''რეიტინგთან'' ესაუბრა.
- თაკო, შენს კარიერასა და ცხოვრებაში ბევრი რთული პერიოდი იყო. შენ მაგივრად ''ევროვიზიაზე'' სოფო ტოროშელიძე გაემგზავრა ჯგუფ ''ელდრაინთან'' ერთად. ამ კონკურსში მონაწილეობის სურვილი აღარ გაგჩენია?
- ''ევროვიზია'' არაა ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი. უბრალოდ, გული მტკივა, რომ იმ მომენტში კონკრეტულმა ადამიანებმა ზურგი მაქციეს. გული მწყდებოდა იმაზეც, რომ ჩემს ნაშ-რომს სხვა ასრულებდა. ვინ იქნებოდა ის, მნიშვნელობა არ ჰქონდა. ძალიან ჯიუტი და პრინციპული ვარ. არის რაღაცები, რასაც არასდროს გადავაბიჯებ არაფრის ფასად. ვერასდროს მივცემდი ჩემი გამოყენების უფლებას მარტო იმიტომ, რომ ''ევროვიზიაზე'' წავსულიყავი. რაც მოხდა, მოხდა. ვერაფერს შევცვლი.
- ''X ფაქტორშიც'' მონაწილეობდი ჯგუფთან ერთად. მენტორი სოფო ტოროშელიძე იყო და პროექტი მისი წყალობით დატოვე. მასთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- ''ევროვიზიის'' კონკურსის გამო იმდენად გამწარებული და გულნატკენი ვიყავი, რომ ჩემ მაგივრად ვინც უნდა წასულიყო, ყველა გამოიწვევდა აგრესიას. თუმცა მოგვიანებით, როდესაც დავწყნარდი, მივხვდი, რომ ჩემი გაბრაზება თვითონ სოფოს არ ეკუთვნოდა. ერთ მშვენიერ დღეს მოვძებნე ''ფეისბუქზე'', დავიმატე მეგობრებში და ბოდიში მოვუხადე ზედმეტი აგრესიისთვის, რომელიც მას ჩემი მხრიდან არ ეკუთვნოდა. მერე ნორმალური ურთიერთობა გვქონდა. ''X ფაქტორი'' ჩემთვის გარკვეული ექსპერიმენტი იყო. მოხდა ისე, რომ გაგვაგდეს, სოფოს გა-დაწყვეტილებით ''X ფაქტორს'' დავემშვიდობეთ. დღესდღეობით სოფოსთან ისეთი ურთიერთობა არ მაქვს, როგორიც მქონდა. თუმცა დაბოღმილი არ ვარ, უბრალოდ, არის რაღაცები, რაც არ ითქმის.
- ''პროფილში'' შენს გულახდილ ინტერვიუს, სადაც ჰყვებოდი, მამამ თაკო ვადაჭკორია დუმილს არღვევს და მეუღლემ როგორ მიგატოვეს, მათი მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა?
- არც ერთი არ შემხმიანებია. ისინი ჩემი ცხოვრებიდან წავიდნენ. ზოგადად, ცუდი ხასიათი მაქვს, შემიძლია, ძალიან ბევრი ვიფიქრო, მაგრამ თუ ერთხელ ვთქვი, რომ ვსვამ წერტილს, აუცილებლად დავამთავრებ ყველაფერს, ამ შემთხვევაში ასეა. რომც გამოჩენილიყვნენ, ჩემში არაფერი შეიცვლებოდა. მომბეზრდა სიჩუმე. ვფიქრობ, რაც უფრო ბევრი ადამიანი მოჰყვება თავის ამბავს, სხვებისთვის სტიმული იქნება, რომ არ უნდა გაჩერდნენ. ყოველთვის უნდა შეეცადო, ნებისმიერი სირთულის მიუხედავად, ცხოვრება გააგრძელო და შენი საქმე აკეთო.
- ყოფილი მეუღლის, ერეკლე მანგოშვილის ოჯახის წევრებთან გაქვს ურთიერთობა?
- როგორც კი მეუღლეს დავშორდი, ავტომატურ რეჟიმში გაქრა ყველა. ალბათ, არ ვიყავი ისეთი კარგი, რომ ჩემთან ურთიერთობა შეენარჩუნებინათ, ან ახალ რძალს ელოდებოდნენ. არავისთან არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ იმიტომ არა, რომ მე მინდა ასე. გულწრფელად ვამბობ, მინდა, სანდროს თავის ნახევარდასთან ჰქონდეს ურთიერთობა.
- როგორც აღნიშნე, შენი მეუღლე ბევრ რამეს იტყუებოდა. ამბობდა, რომ იყო ბიზნესმენი, თუმცა ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. როგორ ვერ მოახერხე მასზე სიმართლის გაგება?
- მე ვიცოდი, რომ ერეკლე იყო ახალგაზრდა, რომელიც ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ, ჰქონდა პატარა ბიზნესი და ბინა ვაკეში, მერე აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ამ ყველაფრის გარკვევა ალბათ იმიტომ არ დავიწყე, რომ ის ზედმეტად ადეკვატური იყო. მეც იმ დროისთვის კარგი შემოსავალი მქონდა და არავის ფული და ბიზნესი არ მჭირდებოდა, აქედან გამომდინარე, იმის ქექვა, მართალს ამბობდა თუ არა, არ დამიწყია. ცოლად რომ გავყევი, აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი სიმართლეს არ შეესაბამებოდა, მაგრამ ამის გამო ოჯახი არ დამინგრევია. მიყვარდა ისეთი, როგორიც იყო.