ინგა გრიგოლიას ქალიშვილი, მარი გრიგოლია სოციალურ ქსელში დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
"კვდება, ისე ავადაა... ნახევარი საათის წინ ძლივს ადგა და 38 გრადუსიანი სიცხით მაინც გადაწყვიტა გაფრინდეს გადაღებაზე პოლიტიკურად უცხელეს ქვეყანაში, სადაც რეპორტაჟის მომზადება დიდი ხანია მისი დიდი სურვილი იყო )))... ვერაფრით დავიჯერებდი, რომ გამგზავრებას არ გადაიფიქრებდა, ისე ცუდადაა.... ამ დროს ვხდები ხოლმე, როგორი გიჟია და როგორ არანორმალურად უყვარს თავისი საქმე))))))) კეთილი და მშვიდობიანი ვიზიტი, ინგა და ეჭვი არ მეპარება, საუკეთესო რეპორტაჟებით დაბრუნდები!!!!!", - წერს მარი გრიგოლია.
ინგა გრიგოლიამ ცოტა ხნის წინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე სტამბოლის აეროპორტში მეგობრებთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოს კომენტარებში ინგა წერს, რომ სიცხიანია და შორეულ ქვეყანაში მიემგზავრება.
იხილეთ ასევე: გადაცემა "რეაქცია" დღეს ეთერში არ გავა - "ჩემს ცხოვრებაში პირველად ვაგდებ ეთერს"