საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა მისი გეგმა ჩავარდა, ის არაფერს აკეთებს" - უკრაინის რადაში ალექსნადრე კვიტაშვილის გადაყენების მოთხოვნით დადგენილება შევიდა
"ყველა მისი გეგმა ჩავარდა, ის არაფერს აკეთებს"  - უკრაინის რადაში ალექსნადრე კვიტაშვილის გადაყენების მოთხოვნით დადგენილება შევიდა

უკ­რა­ი­ნა­ში ქარ­თვე­ლი მი­ნის­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. უკ­რა­ი­ნის რა­და­ში დად­გე­ნი­ლე­ბის პრო­ექ­ტი შე­ვი­და, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა უნდა და­ტო­ვოს. ამ პრო­ექ­ტის ავ­ტო­რე­ბი არი­ან ოპო­ზი­ცი­უ­რი ბლო­კის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის ქმე­დე­ბა არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს, მან ამ დრომ­დე ვერ­ცერ­თი ეფექ­ტუ­რი გეგ­მა ვერ დადო, არა­და ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

ნა­ტა­ლია კა­რა­ლევ­სკა­ია უკ­რა­ი­ნის რა­დას ჯან­დაც­ვის კომ­ტე­ტის მოქ­მე­დი წევ­რია, ის 2012-2014 წლებ­ში უკ­რა­ი­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო. დე­პუ­ტა­ტი ამ­ბობს, რომ უკ­მა­ყო­ფი­ლოა ამ­ჟა­მინ­დე­ლი მი­ნის­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბით. ამა­ვე პო­ზი­ცი­ა­ზე არი­ან მისი კო­ლე­გა დე­პუ­ტა­ტე­ბიც. "იმე­დის კვი­რის" ჟურ­ნა­ლის­ტმა გო­დერ­ძი შა­რა­ში­ამ უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტე­ბი ჩა­წე­რა.

ნა­ტა­ლია კა­რა­ლევ­სკა­ია:

- მე ჯერ მი­ჭირს სა­ბო­ლოო და რა­დი­კა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბა გა­ვა­კე­თო ჩვენს მთავ­რო­ბა­ზე, მაგ­რამ იმის­თვის, რომ ქვე­ყა­ნა­ში რამე შე­იც­ვა­ლოს, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი ერ­თი­ა­ნი გეგ­მა ხალ­ხთან სა­ლა­პა­რა­კოდ, რათა ქვე­ყა­ნას გა­ა­გე­ბი­ნონ, რას აპი­რე­ბენ და რას გეგ­მა­ვენ. ჩვენ კი რას ვხე­დავთ დღეს, რომ კო­რუფ­ცია და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია და ამ დრომ­დე არ ვი­ცით, მათი სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გი­ის შე­სა­ხებ. ამი­ტომ ვერ ვი­ტყვი, რო­მე­ლი მი­ნის­ტრი რო­მელს ჯო­ბია მთავ­რო­ბა­ში. ერთი შე­მიძ­ლია და­ნამ­დვი­ლე­ბით გი­თხრათ - უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბი უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ონ უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა და არა სხვებ­მა. ვინ­მეს თუ შე­უძ­ლია კონ­სულ­ტა­ცია გაგ­ვი­წი­ოს ან რჩე­ვა მოგ­ვცეს, ამის­თვის, რა თქმა უნდა, მად­ლო­ბას გა­და­ვუხ­დით.

ან­დრეი პიშ­კო, რა­დას დე­პუ­ტა­ტი:

- უკ­რა­ი­ნის რა­და­ში შე­მო­სუ­ლია დად­გე­ნი­ლე­ბა ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე და მისი ერთ-ერთი ავ­ტო­რი მე ვარ. ჩვენ­მა მთავ­რო­ბამ კვი­ტაშ­ვი­ლის მოს­ვლის წინ და­ა­ა­ნონ­სა, რომ ის კარ­გი ტოპ-მე­ნე­ჯე­რია და ჩვენ, რა თქმა უნდა, და­ვი­ჯე­რეთ. მაგ­რამ ყვე­ლა მისი გეგ­მა ჩა­ვარ­და, რად­გან სწო­რად არ იყო სის­ტე­მის პო­ლი­ტი­კას მორ­გე­ბუ­ლი. რე­გი­ო­ნებ­ში მე­დი­კა­მენ­ტე­ბი არა აქვთ, ვაქ­ცი­ნა­ცია არ ტარ­დე­ბა, უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან თა­ვად მე­დი­კო­სე­ბი. ჩვენ არა­ერ­თხელ მო­ვუს­მი­ნეთ კვი­ტაშ­ვილს რა­და­ში, მაგ­რამ ვე­რას­დროს მი­ვი­ღეთ კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი თუ რას აპი­რებს. მე არ მიყ­ვარს უპა­სუ­ხის­მგებ­ლო და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი. ვწუხ­ვარ მათ­ზე, ვინც ხმა მომ­ცა და დავ­პირ­დი, რომ და­ვი­ცავ­დი. ახლა კი გა­მო­დის, რომ მთავ­რო­ბა­ში გვყავს მი­ნის­ტრი, რო­მე­ლიც არა­ფერს აკე­თებს. ამი­ტომ მალე და­ი­წყე­ბა გან­ხილ­ვე­ბი მის გა­და­ყე­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ბრალ­დე­ბე­ბის პა­სუ­ხად კვი­ტაშ­ვი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას აცხა­დებს, რომ ჯან­დაც­ვის რე­ფორ­მა ჯერ არ და­წყე­ბუ­ლა. მისი თქმით, რე­ფორ­მა პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან და­ი­წყე­ბა.

უკ­რა­ი­ნის რა­და­ში არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვილ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში თა­ვად და­ტო­ვოს. თა­ნამ­დე­ბო­ბა უკვე და­ტო­ვა უის­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს სა­რე­გის­ტრა­ციო დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ჯაბა ება­ნო­ი­ძემ. რა­დას დე­პუ­ტა­ტე­ბის თქმით, შს მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის, ეკა ზღუ­ლა­ძის საქ­მი­ა­ნო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით აკ­ვირ­დე­ბი­ან. იგი­ვეს ამ­ბო­ბენ გენპ­რო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლის, და­ვით სა­ყავ­რე­ლი­ძის შე­სა­ხებ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ყველა მისი გეგმა ჩავარდა, ის არაფერს აკეთებს" - უკრაინის რადაში ალექსნადრე კვიტაშვილის გადაყენების მოთხოვნით დადგენილება შევიდა

"ყველა მისი გეგმა ჩავარდა, ის არაფერს აკეთებს"  - უკრაინის რადაში ალექსნადრე კვიტაშვილის გადაყენების მოთხოვნით დადგენილება შევიდა

უკრაინაში ქართველი მინისტრის საქმიანობას აპროტესტებენ. უკრაინის რადაში დადგენილების პროექტი შევიდა, რომლის მიხედვით, ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა უნდა დატოვოს. ამ პროექტის ავტორები არიან ოპოზიციური ბლოკის წევრები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მინისტრის ქმედება არ შეესაბამება უკრაინის სახელმწიფო ინტერესებს, მან ამ დრომდე ვერცერთი ეფექტური გეგმა ვერ დადო, არადა ჯანდაცვის სისტემა უმძიმეს მდგომარეობაშია.

ნატალია კარალევსკაია უკრაინის რადას ჯანდაცვის კომტეტის მოქმედი წევრია, ის 2012-2014 წლებში უკრაინის ჯანდაცვის მინისტრი იყო. დეპუტატი ამბობს, რომ უკმაყოფილოა ამჟამინდელი მინისტრის საქმიანობით. ამავე პოზიციაზე არიან მისი კოლეგა დეპუტატებიც. "იმედის კვირის" ჟურნალისტმა გოდერძი შარაშიამ უკრაინელი დეპუტატები ჩაწერა.

ნატალია კარალევსკაია:

- მე ჯერ მიჭირს საბოლოო და რადიკალური შეფასება გავაკეთო ჩვენს მთავრობაზე, მაგრამ იმისთვის, რომ ქვეყანაში რამე შეიცვალოს, აუცილებელია მათი ერთიანი გეგმა ხალხთან სალაპარაკოდ, რათა ქვეყანას გააგებინონ, რას აპირებენ და რას გეგმავენ. ჩვენ კი რას ვხედავთ დღეს, რომ კორუფცია დაუმარცხებელია და ამ დრომდე არ ვიცით, მათი სამომავლო სტრატეგიის შესახებ. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომელი მინისტრი რომელს ჯობია მთავრობაში. ერთი შემიძლია დანამდვილებით გითხრათ - უკრაინის რეფორმები უნდა განახორციელეონ უკრაინელებმა და არა სხვებმა. ვინმეს თუ შეუძლია კონსულტაცია გაგვიწიოს ან რჩევა მოგვცეს, ამისთვის, რა თქმა უნდა, მადლობას გადავუხდით.

ანდრეი პიშკო, რადას დეპუტატი:

- უკრაინის რადაში შემოსულია დადგენილება ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის გათავისუფლების თაობაზე და მისი ერთ-ერთი ავტორი მე ვარ. ჩვენმა მთავრობამ კვიტაშვილის მოსვლის წინ დააანონსა, რომ ის კარგი ტოპ-მენეჯერია და ჩვენ, რა თქმა უნდა, დავიჯერეთ. მაგრამ ყველა მისი გეგმა ჩავარდა, რადგან სწორად არ იყო სისტემის პოლიტიკას მორგებული. რეგიონებში მედიკამენტები არა აქვთ, ვაქცინაცია არ ტარდება, უმძიმეს მდგომარეობაში არიან თავად მედიკოსები. ჩვენ არაერთხელ მოვუსმინეთ კვიტაშვილს რადაში, მაგრამ ვერასდროს მივიღეთ კონკრეტული პასუხები თუ რას აპირებს. მე არ მიყვარს უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტური ადამიანები. ვწუხვარ მათზე, ვინც ხმა მომცა და დავპირდი, რომ დავიცავდი. ახლა კი გამოდის, რომ მთავრობაში გვყავს მინისტრი, რომელიც არაფერს აკეთებს. ამიტომ მალე დაიწყება განხილვები მის გადაყენებასთან დაკავშირებით.

ბრალდებების პასუხად კვიტაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ ჯანდაცვის რეფორმა ჯერ არ დაწყებულა. მისი თქმით, რეფორმა პირველი ივნისიდან დაიწყება.

უკრაინის რადაში არ გამორიცხავენ, რომ ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა უახლოეს მომავალში თავად დატოვოს. თანამდებობა უკვე დატოვა უისტიციის სამინისტროს სარეგისტრაციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯაბა ებანოიძემ. რადას დეპუტატების თქმით, შს მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის საქმიანობას ჯერჯერობით აკვირდებიან. იგივეს ამბობენ გენპროკურორის მოადგილის, დავით საყავრელიძის შესახებ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."