პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ბერუჩაშვილი - ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია
თამარ ბერუჩაშვილი - ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია

სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის, თა­მარ ბე­რუ­ჩაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ოკუ­პან­ტე­ბის მხრი­დან ხალ­ხის გა­ტა­ცე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლია. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ეს არის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც აწყდე­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ხაზ­თან მცხოვ­რე­ბი მო­სახ­ლე­ო­ბა.

"გა­ტა­ცე­ბა არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი, ეს არის სრუ­ლი დარ­ღვე­ვა რო­გორც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის, ასე­ვე ყვე­ლა შე­თან­ხმე­ბის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი რუ­სეთ­თან. ეს არის ის სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, რო­მელ­საც აწყდე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბა. ეს არის ის თემა, რო­მელ­საც ქარ­თუ­ლი დიპ­ლო­მა­ტია რე­გუ­ლა­რუ­ლად აყე­ნებს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მატ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ბე­რუ­ჩაშ­ვილ­მა.

გრე­მის­ხე­ვის თე­მი­დან, სო­ფელ ქარ­ქუ­სა­ა­ნი­დან 42 წლის გია სო­ლაშ­ვი­ლი გა­ი­ტა­ცეს. სო­ლაშ­ვი­ლი სი­დედ­რის დაკ­რძალ­ვა­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და და ის სოფ­ლის სა­საფ­ლა­ო­დან გა­ი­ტა­ცეს. სა­საფ­ლაო ე.წ. სა­ზღვარ­თან მდე­ბა­ო­რებს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, სო­ლაშ­ვი­ლი ოკუ­პან­ტებ­მა და­ა­კა­ვეს სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის ე.წ. გა­დაკ­ვე­თის­თვის. შსს-ს ანა­ლი­ტი­კურ­მა დე­პარ­ტა­მენ­ტმა მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ცხე­ლი ხა­ზის მეშ­ვე­ო­ბით უკვე გა­დას­ცა ევ­რო­კავ­ში­რის სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ას და ელო­დე­ბა და­დას­ტუ­რე­ბას სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის­გან.

"რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით კი, იმის გამო, რომ სოფ­ლის სა­საფ­ლაო ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ას ესა­ზღვრე­ბა სო­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ვერც გარ­დაც­ვლი­ლის დაკ­რძალ­ვას ახერ­ხებს. რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი რწმუ­ნე­ბუ­ლი გან­მარ­ტავს, ბოლო ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს გრე­მის­ხე­ვის თე­მი­დან გა­ტა­ცე­ბის მე­ხუ­თე შემ­თხვე­ვაა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თამარ ბერუჩაშვილი - ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია

თამარ ბერუჩაშვილი - ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, ოკუპანტების მხრიდან ხალხის გატაცება აბსოლუტურად მიუღებელია. მისივე განცხადებით, ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელსაც აწყდება საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა.

"გატაცება არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის სრული დარღვევა როგორც ადამიანის უფლებების, ასევე ყველა შეთანხმების, რომელიც საქართველოს აქვს გაფორმებული რუსეთთან. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც აწყდება მოსახლეობა. ეს არის ის თემა, რომელსაც ქართული დიპლომატია რეგულარულად აყენებს ყველა საერთაშორისო ფორმატზე", - განაცხადა ბერუჩაშვილმა.

გრემისხევის თემიდან, სოფელ ქარქუსაანიდან 42 წლის გია სოლაშვილი გაიტაცეს. სოლაშვილი სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ის სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს. სასაფლაო ე.წ. საზღვართან მდებაორებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტოში განუცხადეს, სოლაშვილი ოკუპანტებმა დააკავეს საოკუპაციო ხაზის ე.წ. გადაკვეთისთვის. შსს-ს ანალიტიკურმა დეპარტამენტმა მის ხელთ არსებული ინფორმაცია ცხელი ხაზის მეშვეობით უკვე გადასცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და ელოდება დადასტურებას საოკუპაციო რეჟიმისგან.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით კი, იმის გამო, რომ სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება სოლაშვილების ოჯახი ვერც გარდაცვლილის დაკრძალვას ახერხებს. როგორც ადგილობრივი რწმუნებული განმარტავს, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს გრემისხევის თემიდან გატაცების მეხუთე შემთხვევაა.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."