ერთი ჩაპლინის ცოლზე დაქორწინდა, მეორეს სალვადორ დალი ეტრფოდა, მესამე კონან დოილის ვაჟს გაჰყვა ცოლად - ქართველი და-ძმის სუპერთავგადასავალი

ერთი ჩაპლინის ცოლზე დაქორწინდა, მეორეს სალვადორ დალი ეტრფოდა, მესამე კონან დოილის ვაჟს გაჰყვა ცოლად - ქართველი და-ძმის სუპერთავგადასავალი

ლეგენდა გვამცნობს, რომ 1867 წელს დაბადებული თავადი ზაქარია მდივანი სინამდვილეში აზნაური იყო, თუმცა, გენერალ-მაიორის ჩინს მაინც მიაღწია. მეტიც, მდივანი რუსეთის იმპერატორის კართან დაახლოებული პირი გახლდათ. შემორჩენილია რამდენიმე ფოტო, სადაც ქართველი გენერალი თვით იმპერატორ ნიკოლოზ II-ს უმშვენებს მხარს.

კიდევ ერთი ლეგენდის მიხედვით, ზაქარია მდივანმა ნოე ჟორდანიას მთავრობისგან ყალბი დოკუმენტი მოიპოვა, რომლის თანახმად, იგი არათუ თავადი, არამედ ბაგრატიონთა სამეფო გვარის წარმომადგენელიც კი იყო. ზემოთ ნახსენებმა ფოტოებმა და ყალბმა ცნობამ კი საფუძველი დაუდო შთამბეჭდავ ამბავს 5 და-ძმა მდივანზე, რომლებმაც მსოფლიო ფურორი მოახდინეს. გენერალმა ზაქარია მდივანმა კი 1933 წლამდე იცოცხლა. ის პარიზშია დაკრძალული...

გასული საუკუნის 20-30-იანი წლების ევროპული და ამერიკული პრესა ზაქარია მდივნის შვილების ზღაპრული თავგადასავლებით იყო აჭრელებული. დავით, სერგო, ალექსი, ნინო და რუსუდან მდივნებს მსოფლიოს პოპულარული ჟურნალ-გაზეთების მოწინავე სტატიები ეთმობოდა. ქართველებთან სიახლოვით თავს იწონებდნენ პოლიტიკოსები, ბიზნესმენები, მსახიობები, მხატვრები თუ მაფიოზები... მათდამი ინტერესი დღემდე არ განელებულა. დეილ კარნეგის თავის ბესტსელერში "როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და მოვახდინოთ გავლენა ადამიანებზე" ქალბატონებთან ურთიერთობის მაგალითად ძმები მდივნები მოჰყავს.

ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ ზაქარია მდივანი ოჯახითურთ პარიზს გაემგზავრა. ოჯახის ფინანსური მდგომარეობა კრიტიკული იყო. სწორედ ამიტომ ზაქარიას ვაჟებმა ამერიკას, კალიფორნიას მიაშურეს. არისტოკრატული გარეგნობის, ენამახვილი და განათლებული ვაჟები მაღალი საზოგადოების ინტერესის სფეროში მოექცნენ.

დავითი

დავით მდივნის პირველი მეუღლე ცნობილი ამერიკელი მსახიობი, მოცეკვავე, პროდიუსერი, სცენარისტი და, რა თქმა უნდა, მდიდარი ქალი მეი მიურეი იყო. პრესის მტკიცებით, ქართველმა პრინცმა 16 წლით უფროსი ცოლი მალე გააკოტრა და გაშორდა. მეი მიურეიმ ცხოვრების ბოლო წლები ღატაკთა თავშესაფარში გაატარა.

მისი "პრინცის" ახალი რჩეული კი ფრანგი კინოვარსკვლავი არლეტი გახლდათ. საბოლოოდ დავითი ნავთობის ამერიკელი მაგნატის მილიონერ ქალიშვილზე, ვირჯინია სინკლერზე დაქორწინდა. მასთან და მეი მიურეისთან დავითს ვაჟი, ქორან დევიდი შეეძინა წაიკითხეთ ვრცლად

ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ეროვნული პარკი საქართველოშია - ბორჯომ-ხარაგაულის ულამაზესი ბუნება ფოტოებში

ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინელ ლამაზმანზე იქორწინა - ვინ არის დავით ხოჭოლავას რჩეული

რეალური "რაპუნცელები" ძველი ეპოქიდან - რატომ ატარებდნენ ქალები კოჭებამდე თმას (ფოტოები)