პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ოთხ თვეში 21 კილო დავიკელი" - მარიტა როხვაძე სილამაზის საიდუმლოსა და პირადზე
"ოთხ თვეში 21 კილო დავიკელი" - მარიტა როხვაძე სილამაზის საიდუმლოსა და პირადზე

მა­რი­ტა როხ­ვა­ძე "ერთი ერ­თშის" უპი­რო­ბო ფა­ვო­რი­ტია, მა­ყუ­რე­ბელს გან­სა­კუთ­რე­ბით მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბუ­ლი ტინა ტერ­ნე­რი და მე­დეა ძი­ძი­გუ­რი და­ა­მახ­სოვ­რდა. მა­რი­ტას მსმე­ნე­ლი "ჯე­ოს­ტა­რი­დან" იც­ნობს, თუმ­ცა "ჯე­ოს­ტა­რე­ლი" მა­რი­ტა სულ სხვა­ნა­ი­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. მას შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე წელი გა­ვი­და და თუ აქამ­დე მა­რი­ტა როხ­ვა­ძეს კარგ ვო­კა­ლის­ტად იც­ნობ­დნენ, ახლა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მომ­ხიბ­ვლე­ლი მან­დი­ლო­სა­ნია.

- "ერთი ერ­თში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრო­ექ­ტის პრო­დუ­სერ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი, ყო­ველ­თვის მინ­დო­და ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. მა­ნამ­დე "ბრა­ვო­ში" ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, თან ვფიქ­რობ, "იმედ­ზე" უფრო რე­ი­ტინ­გუ­ლია ეს პრო­ექ­ტი, ვიდ­რე "ჯი დი ეს"-ზე იყო.

- შენს გა­მო­ჩე­ნას "ბრა­ვო­ში" დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, ხან­გრძლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ მსმე­ნე­ლის წი­ნა­შე თა­მა­მი და ახა­ლი იმი­ჯით გა­მოჩ­ნდი, რო­გორ მო­ა­ხერ­ხე წო­ნა­ში ასე დაკ­ლე­ბა?

- "ჯე­ოს­ტა­რი" როცა მორ­ჩა, სა­კუ­თარ თავს სარ­კე­ში ვერ ვუ­ყუ­რებ­დი, არ მომ­წონ­და, რაც მინ­დო­და, იმას ვერ ვიც­მევ­დი. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე წო­ნა­ში დაკ­ლე­ბა და ზუს­ტად 4 თვე­ში მი­ვაღ­წიე იმ შე­დეგს, რაც მინ­დო­და. მთე­ლი დღე, გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი რა­ო­დე­ნო­ბით ვჭამ­დი წი­წი­ბუ­რას და სა­ზამ­თროს, ვსვამ­დი ბევრ წყალს, ასე­ვე დავ­დი­ო­დი ტრე­ნა­ჟო­რებ­ზე და სა­უ­ნა­ში, ოთხ თვე­ში 21 კილო და­ვი­კე­ლი. ძა­ლი­ან კარ­გი ნე­ბის­ყო­ფა მაქვს და ერთხე­ლაც არ და­მირ­ღვე­ვია დი­ე­ტა. სა­ერ­თოდ არ იყო რთუ­ლი დი­ე­ტა.

- სტი­მუ­ლი რამ მოგ­ცა?

- სცე­ნა­ზე ვი­დე­ქი და უფრო ლა­მა­ზი უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, მხო­ლოდ ეს იყო მი­ზე­ზი. როცა სა­სურ­ველ შე­დეგს მი­ვაღ­წიე, შემ­დეგ ვარ­ცხნი­ლო­ბაც შე­ვიც­ვა­ლე.

- შო­უ­ებ­ში ყო­ველ­თვის თა­მა­მად ჩაც­მუ­ლი გა­მო­დი­ხარ, ოჯა­ხი რო­გორ ხვდე­ბა ამას?

- ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში თა­მა­მად არ მაც­ვია. ეს არის პრო­ექ­ტი, სა­დაც ხარ მომ­ღე­რა­ლიც, მსა­ხი­ო­ბიც, ასე რომ, ოჯახ­ში ამის გამო უთან­ხმო­ე­ბა არ მაქვს. როცა "ბრა­ვოს" ფი­ნალ­ში ვიმ­ღე­რე, ეს იყო პერ­სო­ნა­ჟი მი­უ­ზიკ­ლი­დან "ნა­ი­ნი", კონ­კრე­ტულ პერ­სო­ნაჟს ვა­სა­ხი­ე­რებ­დი და არა მა­რი­ტა როხ­ვა­ძეს, ამი­ტომ მეც­ვა ასე.

- რა მე­თო­დე­ბით ინარ­ჩუ­ნებთ წო­ნას და რო­გორ უვ­ლით თავს?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ მა­კი­ა­ჟი არ მიყ­ვარს, მა­ინც მამ­ძი­მებს. გან­სა­კუთ­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებს არ მივ­მარ­თავ. უბ­რა­ლოდ ბევრ წყალს ვსვამ. სამი წე­ლია ვი­ნარ­ჩუ­ნებ ამ შე­დეგს. თუ ბევ­რი ჭამა მო­მი­წევს, მე­ო­რე დღეს გან­ტვირ­თვას ვა­კე­თებ, ბევრ ხილს მი­ვირ­თმევ. ცო­მე­ულ­საც ვჭამ, მაგ­რამ ისე­თი ცო­მის­გან დამ­ზა­დე­ბულს, რო­მე­ლიც უსა­ფუ­ა­როა.

- შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხარ?

- ეს თემა ყვე­ლას­თვის და­ხუ­რუ­ლია.

- ვინ არის შენი ყვე­ლა­ზე დიდი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი პრო­ექ­ტში?

- პირ­ველ რიგ­ში მშობ­ლე­ბი და ოჯა­ხი. ვგრძნობ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის მხარ­და­ჭე­რას, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯო და ხალ­ხის იმე­დი გა­ვა­მარ­თლო. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა ხალ­ხის აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბია. ერთი კარ­გი სი­ტყვაც კი დიდი სტი­მუ­ლია.

- გაქვს გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი?

- აქ არ ვარ მა­რი­ტა როხ­ვა­ძე, ვმღე­რი სხვი­სი ხმით, ვი­ზუ­ა­ლით, გა­მოვ­დი­ვარ სა­კუ­თა­რი კა­ნი­დან და სხვის კან­ში ჩავ­დი­ვარ, რთუ­ლია, მაგ­რამ ვცდი­ლობ სხვი­სი მა­ნე­რა, მზე­რა ისე და­ვი­ჭი­რო, რომ ყვე­ლა­ფე­რი იყოს ერთი ერ­თში. ჩვენ მხო­ლოდ ერთი კვი­რა გვაქვს ნომ­რე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად. ეს არის პრო­ექ­ტი, სა­დაც სა­კუ­თა­რი თავი უნდა და­ი­ვი­წყო. ვინც პრო­ექ­ტში მი­დის, გა­მარ­ჯვე­ბის იმე­დი ყვე­ლას აქვს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"ოთხ თვეში 21 კილო დავიკელი" - მარიტა როხვაძე სილამაზის საიდუმლოსა და პირადზე

"ოთხ თვეში 21 კილო დავიკელი" - მარიტა როხვაძე სილამაზის საიდუმლოსა და პირადზე

მარიტა როხვაძე "ერთი ერთშის" უპირობო ფავორიტია, მაყურებელს განსაკუთრებით მის მიერ განსახიერებული ტინა ტერნერი და მედეა ძიძიგური დაამახსოვრდა. მარიტას მსმენელი "ჯეოსტარიდან" იცნობს, თუმცა "ჯეოსტარელი" მარიტა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა. მას შემდეგ რამდენიმე წელი გავიდა და თუ აქამდე მარიტა როხვაძეს კარგ ვოკალისტად იცნობდნენ, ახლა ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი მანდილოსანია.

- "ერთი ერთში" მონაწილეობა პროექტის პროდუსერმა შემომთავაზა, სიამოვნებით დავთანხმდი, ყოველთვის მინდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. მანამდე "ბრავოში" ვიღებდი მონაწილეობას, თან ვფიქრობ, "იმედზე" უფრო რეიტინგულია ეს პროექტი, ვიდრე "ჯი დი ეს"-ზე იყო.

- შენს გამოჩენას "ბრავოში" დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მსმენელის წინაშე თამამი და ახალი იმიჯით გამოჩნდი, როგორ მოახერხე წონაში ასე დაკლება?

- "ჯეოსტარი" როცა მორჩა, საკუთარ თავს სარკეში ვერ ვუყურებდი, არ მომწონდა, რაც მინდოდა, იმას ვერ ვიცმევდი. ამიტომ გადავწყვიტე წონაში დაკლება და ზუსტად 4 თვეში მივაღწიე იმ შედეგს, რაც მინდოდა. მთელი დღე, განუსაზღვრელი რაოდენობით ვჭამდი წიწიბურას და საზამთროს, ვსვამდი ბევრ წყალს, ასევე დავდიოდი ტრენაჟორებზე და საუნაში, ოთხ თვეში 21 კილო დავიკელი. ძალიან კარგი ნებისყოფა მაქვს და ერთხელაც არ დამირღვევია დიეტა. საერთოდ არ იყო რთული დიეტა.

- სტიმული რამ მოგცა?

- სცენაზე ვიდექი და უფრო ლამაზი უნდა ვყოფილიყავი, მხოლოდ ეს იყო მიზეზი. როცა სასურველ შედეგს მივაღწიე, შემდეგ ვარცხნილობაც შევიცვალე.

- შოუებში ყოველთვის თამამად ჩაცმული გამოდიხარ, ოჯახი როგორ ხვდება ამას?

- ყოველდღიურ ცხოვრებაში თამამად არ მაცვია. ეს არის პროექტი, სადაც ხარ მომღერალიც, მსახიობიც, ასე რომ, ოჯახში ამის გამო უთანხმოება არ მაქვს. როცა "ბრავოს" ფინალში ვიმღერე, ეს იყო პერსონაჟი მიუზიკლიდან "ნაინი", კონკრეტულ პერსონაჟს ვასახიერებდი და არა მარიტა როხვაძეს, ამიტომ მეცვა ასე.

- რა მეთოდებით ინარჩუნებთ წონას და როგორ უვლით თავს?

- სიმართლე გითხრათ მაკიაჟი არ მიყვარს, მაინც მამძიმებს. განსაკუთრებულ პროცედურებს არ მივმართავ. უბრალოდ ბევრ წყალს ვსვამ. სამი წელია ვინარჩუნებ ამ შედეგს. თუ ბევრი ჭამა მომიწევს, მეორე დღეს განტვირთვას ვაკეთებ, ბევრ ხილს მივირთმევ. ცომეულსაც ვჭამ, მაგრამ ისეთი ცომისგან დამზადებულს, რომელიც უსაფუაროა.

- შეყვარებული ხარ?

- ეს თემა ყველასთვის დახურულია.

- ვინ არის შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი პროექტში?

- პირველ რიგში მშობლები და ოჯახი. ვგრძნობ თითოეული ადამიანის მხარდაჭერას, ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და ხალხის იმედი გავამართლო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერება ხალხის აპლოდისმენტებია. ერთი კარგი სიტყვაც კი დიდი სტიმულია.

- გაქვს გამარჯვების იმედი?

- აქ არ ვარ მარიტა როხვაძე, ვმღერი სხვისი ხმით, ვიზუალით, გამოვდივარ საკუთარი კანიდან და სხვის კანში ჩავდივარ, რთულია, მაგრამ ვცდილობ სხვისი მანერა, მზერა ისე დავიჭირო, რომ ყველაფერი იყოს ერთი ერთში. ჩვენ მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს ნომრების მოსამზადებლად. ეს არის პროექტი, სადაც საკუთარი თავი უნდა დაივიწყო. ვინც პროექტში მიდის, გამარჯვების იმედი ყველას აქვს.

თამარ ბოჭორიშვილი

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება