აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მილოცვის ტექსტი სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
"ჩვენ ფრიად ვაფასებთ საქართველოსთან ძლიერ პარტნიორობას. აშშ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მხარს უჭერს. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს განახორციელოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება და ნატო-ს წევრობისკენ მიმავალ გზაზე დაწინაურდეს", - წერია მილოცვის ტექტსში.
ჯონ კერი ხაზს უსვამს ქართველი სამხედროების მიერ მსოფლიო მასშტაბით, მათ შორს ავღანეთში შეტანილი წვლილის მნიშვნელობას. იგი ასევე ქართველ ხალხს მშვიდობას, ერთიანობას და კეთილდღეობას უსურვებს.