მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე დასამახსოვრებელი სექსის სცენები სერიალებში
ყველაზე დასამახსოვრებელი სექსის სცენები სერიალებში

სექ­სი ყვე­ლა­ზე კარ­გად ყი­დის ვი­ზუ­ა­ლურ პრო­დუქ­ცი­ას. ხშირ შემ­თხვე­ვა­ში, სექ­სის სცე­ნე­ბი არც სი­უ­ჟე­ტის აუ­ცი­ლებ­ლო­ბით არის ნა­კარ­ნა­ხე­ვი, არც პერ­სო­ნა­ჟის ხა­სი­ა­თის წარ­მო­სა­ჩე­ნად – უბ­რა­ლოდ, მისი ყუ­რე­ბა ხალ­ხს უყ­ვარს. კი­ნე­მა­ტოგ­რაფ­ში სექ­სი ბევ­რია, მრა­ვალ­გვა­რი და ძა­ლი­ან ცო­ტაა და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი. სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში გრა­ფი­კუ­ლი, ღიად ნაჩ­ვე­ნე­ბი სექ­სი უახ­ლე­სი წარ­სუ­ლია, მა­ნამ­დე მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი ერო­ტი­კა თუ გა­ი­პა­რე­ბო­და ეთერ­ში. დღეს კი ლა­მის მთა­ვა­რი მო­თხოვ­ნაა თა­ნა­მედ­რო­ვე შო­უ­ებ­ში, რომ სა­ნა­ხა­ობ­რი­ვი სექ­სის სცე­ნე­ბით იყოს სავ­სე. მოკ­ლედ, წარ­მო­გიდ­გენთ ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბელ და კარ­გად გა­და­ღე­ბულ არა­პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი სექ­სის სცე­ნებს სა­ტე­ლე­ვი­ზიო შო­უ­ებ­ში.

true detective (ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვი) სე­ზო­ნი 1, ეპი­ზო­დი 6

ნამ­დვი­ლი დე­ტექ­ტი­ვი რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი სე­რი­ა­ლია, რო­მელ­მაც სა­ბო­ლო­ოდ გა­აქ­რო გამ­ყო­ფი ზოლი მხატ­ვრულ კი­ნო­სა და სა­ტე­ლე­ვი­ზიო ნა­წარმს შო­რის. აქ ყვე­ლა­ფე­რი რე­ა­ლის­ტუ­რი, სა­შინ­ლად ატ­მოს­ფე­რუ­ლი და მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლია. ზუს­ტად ასე­თი­ვეა სექ­სის სცე­ნე­ბიც. თან ექ­ვსი სე­რი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სამ­ჯერ ხდე­ბა ვნე­ბე­ბის დე­მონ­სტრა­ცია და სა­მი­ვე­ჯერ ეს გე­მოვ­ნე­ბით შექ­მნი­ლი და ძა­ლი­ან სექ­სუ­ა­ლუ­რია. თუმ­ცა სა­უ­კე­თე­სო მა­ინც მე­ექ­ვსე სე­რი­ის სცე­ნაა. სე­რი­ა­ლის და­სა­წყი­სი­დან­ვე ვი­გებთ, რომ მე­თიუ მა­კკო­ნა­ჰი და ვუდი ჰა­რელ­სო­ნი, რომ­ლე­ბიც მე­წყვი­ლე­ე­ბი იყ­ვნენ, ერ­თმა­ნეთს აღარ ელა­პა­რა­კე­ბი­ან. ამის მი­ზეზს მხო­ლოდ მე­ექ­ვსე სე­რი­ა­ში ვი­გებთ. და ეს მი­ზე­ზი ჰა­რელ­სო­ნის ცოლს, მა­კკო­ნა­ჰის და სამ­ზა­რე­უ­ლო მა­გი­დას უკავ­შირ­დე­ბა.

Brickleberry (ბრიკლბე­რი) სე­რია 3, ეპი­ზო­დი 10

ანი­მა­ცი­უ­რი სე­რი­ა­ლი "ბრიკლბე­რი" ყვე­ლა­ზე პერ­ვერ­სი­უ­ლი რა­მაა, რა­საც სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში შე­იძ­ლე­ბა წა­ა­წყდეთ. ის ყვე­ლას ძულს, და­წყე­ბუ­ლი ლი­ბე­რა­ლე­ბით, დამ­თავ­რე­ბუ­ლი კონ­სერ­ვა­ტო­რე­ბით. სე­ლებ­რი­თე­ბი მკაცრ უარს აცხა­დე­ბენ შოუს გახ­მო­ვა­ნე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე. მოკ­ლედ, "ბრიკლბე­რის" პო­პუ­ლა­რო­ბა მის­და­მი სი­ძულ­ვი­ლით უფ­როა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი, ვიდ­რე სიყ­ვა­რუ­ლით. არა­და, ამა­ზე სა­სა­ცი­ლო მულტსე­რი­ალს ძნე­ლად თუ მო­ნა­ხავთ. მე­სა­მე სე­ზო­ნის ბოლო სე­რი­ა­ში კი სცე­ნა­რის­ტე­ბის თავ­ხე­დო­ბა კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს. თავ­ხე­დო­ბა, ოღონდ კარ­გი გა­გე­ბით. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ეტე­ლი ახალ გა­მო­ჩე­ნილ სკა­უტ გო­გო­ნას­თან მო­უ­ლოდ­ნე­ლი სექ­სით კავ­დე­ბა, ამ ყვე­ლა­ფერს კი ლეს­ბო­სე­ლი კონი უყუ­რებს, რო­მელ­საც თვა­ლე­ბი გუ­გე­ბი­დან გად­მო­უ­ვარ­დე­ბა.

dexter (დექ­სტე­რი) სე­ზო­ნი 7, ეპი­ზო­დი 6

სე­რი­ალ "დექ­სტე­რის" მეშ­ვი­დე სე­ზო­ნი ყვე­ლა­ზე დრა­მა­ტუ­ლი და მო­უ­ლოდ­ნე­ლი ეპი­ზო­დე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გა­მოდ­გა მთე­ლი რვა სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში. ამ სე­რი­ა­ში დექ­სტე­რი სუ­პერ­სექ­სუ­ა­ლურ ივონ სტრაჰოვ­სკის თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი მე­თო­დით უპი­რებს მოკ­ვლას. მა­გი­და­ზე, ცე­ლოფ­ნით შიშ­ვე­ლი ყავს დაბ­მუ­ლი და სა­და­ცაა გულ­ში და­ნას გა­უყ­რის, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი კო­დექ­სის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დე­ბას ცდუ­ნე­ბა ჯობ­ნის და ის, რაც სიკ­ვდი­ლით უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო, ორ­გაზ­მით მთავ­რდე­ბა.

outlander (უცხო­ე­ლი) სე­ზო­ნი 1, ეპი­ზო­დი 7

თა­მა­მად შე­იძ­ლე­ბა თქმა, რომ "უცხო­ე­ლი" 2014 წლის ყვე­ლა­ზე დიდი სი­ურპრი­ზი და ყვე­ლა­ზე სექ­სუ­ა­ლუ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუა. სი­უ­ჟე­ტი მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში და მეთ­ვრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ვი­თარ­დე­ბა. მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი სა­ოც­რად ელე­გან­ტუ­რი, არის­ტოკ­რა­ტუ­ლი სი­ლა­მა­ზის კლე­რია, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში მოხ­ვდე­ბა. პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის მეშ­ვი­დე სე­რი­ა­ში ორი მთა­ვა­რი გმი­რი იქორ­წი­ნებს და თით­ქმის მთე­ლი ქრო­ნო­მეტ­რა­ჟი მათ პირ­ველ ღა­მეს ეთ­მო­ბა. საქ­მე ის არის, რომ ეს ყვე­ლა­ზე ფე­მი­ნის­ტუ­რი სექ­სის სცე­ნაა, რაც ოდეს­მე გა­და­ღე­ბუ­ლა. აქ არ არის ალფა დო­მი­ნან­ტი მა­მა­კა­ცი და არც სცე­ნაა ისე გა­და­ღე­ბუ­ლი, რომ მხო­ლოდ მამრ აუ­დი­ტო­რი­ა­ზე იყოს გათ­ვლი­ლი, რო­გორც ეს ხდე­ბა ხოლ­მე, ძი­რი­თა­დად. სექ­სი მთლი­ა­ნად ქა­ლის პერ­სპექ­ტი­ვი­და­ნაა ნაჩ­ვე­ნე­ბი. სცე­ნა იმ­ხე­ლა ინ­ტი­მუ­რო­ბი­თაა და­მუხ­ტუ­ლი, რომ შე­იძ­ლე­ბა ინ­სტიქ­ტუ­რად ეკ­რანს თვა­ლი მო­ა­შო­როთ და სირ­ცხვი­ლი იგ­რძნოთ, რად­გან ორი ადა­მი­ა­ნის პი­რად სივ­რცეს არ­ღვევთ.

game of thrones (სა­ტახ­ტო თა­მა­შე­ბი)

"სა­ტახ­ტო თა­მა­შე­ბი" იყო ალ­ბათ ის სე­რი­ა­ლი, რო­მელ­მაც სექ­სის რე­ა­ლის­ტუ­რი სცე­ნე­ბი აუ­ცი­ლე­ბელ ატ­რი­ბუ­ტად აქ­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კულ სე­რი­ა­ლებ­ში. ამა­ზე უკვე ძა­ლი­ან ბევ­რი ისა­უბ­რეს, გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს, იქი­ლი­კეს და პორ­ნოგ­რა­ფი­უ­ლი ფენ­ტე­ზიც უწო­დეს. მაგ­რამ ასეა თუ ისე, შო­უ­ში ბლო­მა­დაა ემო­ცი­უ­რი, ბუ­ნებ­რი­ვი და ვნე­ბით გაჟ­ღენ­თი­ლი სექ­სის სცე­ნე­ბი. თუმ­ცა მრა­ვალ­თა­გან ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი და­ი­ნე­რი­სის ხალ დრო­გოს­თვის მზა­დე­ბა იყო. მო­მა­ვალ ხა­ლი­სის სა­უ­კე­თე­სო ოს­ტა­ტე­ბი ას­წავ­ლიდ­ნენ, თუ რო­გორ და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა სა­წოლ­ში დორ­თა­კე­ბის ხა­ლი­ფა. თუმ­ცა როცა საქ­მე საქ­მე­ზე მიდ­გა, მთე­ლი თე­ო­რია წყალ­ში ჩა­ი­ყა­რა, რად­გან დრო­გომ ცხო­ვე­ლუ­რად მო­ინ­დო­მა ჟი­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ეს სცე­ნა ერ­თდრო­უ­ლად დრა­მა­ტუ­ლი, მაგ­რამ მა­ინც სექ­სუ­ა­ლუ­რი გა­მო­ვი­და.

American horror story (ამე­რი­კუ­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ის­ტო­რია)

ტე­ლე­არ­ხმა "ეფიქსმა" ყვე­ლა სკეპ­ტი­კო­სი სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­აკ­ვირ­ვა "ამე­რი­კუ­ლი სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ის­ტო­რი­ის" პირ­ველ სე­ზონ­ში. აქ ყვე­ლა­ფე­რი იყო, რაც ჟანრს ჭირ­დე­ბო­და - სა­ში­ში სცე­ნე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო და ბნე­ლით მო­ცუ­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, ძა­ლა­დობ­რი­ვი სცე­ნე­ბი, ფსი­ქო­პა­ტე­ბი, ზე­ბუ­ნებ­რი­ვი არ­სე­ბე­ბი, მოკ­ლედ ყვე­ლა­ფე­რი კვინ­ტე­სენ­ცი­უ­რი, რაც ჟან­რის კა­ნო­ნებს მო­ე­თხო­ვე­ბა. მათ შო­რის, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სექ­სი. პირ­ველ სე­ზონ­ში მის­ტი­კუ­რი ტყა­ვის შავ კოს­ტუმ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მამ­რი ჩნდე­ბა, რო­მე­ლიც ნი­ღაბს არ იხ­სნის. და აი, ზუს­ტად ასე გა­მო­წყო­ბი­ლი შევა მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი ქა­ლის ოთახ­ში. ამ უკა­ნას­კნელს კი ჰგო­ნია, ქმარ­მა გა­და­წყვი­ტა, სექსში მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა შე­ვი­ტა­ნო­თო და უშიშ­რად მი­იწ­ვენს გვერ­დით. ამ სცე­ნის ყუ­რე­ბა ერ­თდრო­უ­ლად შე­მაძ­რწუ­ნე­ბე­ლია და თან შთა­მა­გო­ნე­ბე­ლი.

true blood (ნამ­დვი­ლი სის­ხლი) სე­ზო­ნი 2, ეპი­ზო­დი 7

"ნამ­დვი­ლი სის­ხლის" სცე­ნა­რის­ტე­ბი ინ­სპი­რა­ცი­ას მგო­ნი პორ­ნო­სა­ი­ტებ­ზე ეძე­ბენ. საქ­მე ის არის, რომ სე­რი­ა­ლის ყო­ვე­ლი შემ­დე­გი სე­ზო­ნი სულ უფრო ნაკ­ლე­ბად გვიყ­ვე­ბა სი­უ­ჟე­ტურ ის­ტო­რი­ას და სულ უფრო მე­ტად გვიჩ­ვე­ნებს სექსს. თან სექ­სი აქ ყვე­ლა კადრშია. ის კი არა, ლუ­დის დას­ხმი­სას ჭი­ქის კი­დე­ზე ჩა­მოს­რი­ა­ლე­ბუ­ლი წვე­თიც კი სექ­სუ­ა­ლუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. ჰოდა, ახლა წარ­მო­იდ­გი­ნეთ გი­გან­ტუ­რი ორ­გია, რო­მელ­შიც მთე­ლი ქა­ლა­ქია ჩარ­თუ­ლი. ძნე­ლია ასე­თი სცე­ნის და­ვი­წყე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ყველაზე დასამახსოვრებელი სექსის სცენები სერიალებში

ყველაზე დასამახსოვრებელი სექსის სცენები სერიალებში

სექსი ყველაზე კარგად ყიდის ვიზუალურ პროდუქციას. ხშირ შემთხვევაში, სექსის სცენები არც სიუჟეტის აუცილებლობით არის ნაკარნახევი, არც პერსონაჟის ხასიათის წარმოსაჩენად – უბრალოდ, მისი ყურება ხალხს უყვარს. კინემატოგრაფში სექსი ბევრია, მრავალგვარი და ძალიან ცოტაა დასამახსოვრებელი. სატელევიზიო შოუებში გრაფიკული, ღიად ნაჩვენები სექსი უახლესი წარსულია, მანამდე მხოლოდ მსუბუქი ეროტიკა თუ გაიპარებოდა ეთერში. დღეს კი ლამის მთავარი მოთხოვნაა თანამედროვე შოუებში, რომ სანახაობრივი სექსის სცენებით იყოს სავსე. მოკლედ, წარმოგიდგენთ ყველაზე დასამახსოვრებელ და კარგად გადაღებულ არაპორნოგრაფიული სექსის სცენებს სატელევიზიო შოუებში.

true detective (ნამდვილი დეტექტივი) სეზონი 1, ეპიზოდი 6

ნამდვილი დეტექტივი რევოლუციური სერიალია, რომელმაც საბოლოოდ გააქრო გამყოფი ზოლი მხატვრულ კინოსა და სატელევიზიო ნაწარმს შორის. აქ ყველაფერი რეალისტური, საშინლად ატმოსფერული და მომაჯადოებელია. ზუსტად ასეთივეა სექსის სცენებიც. თან ექვსი სერიის განმავლობაში სამჯერ ხდება ვნებების დემონსტრაცია და სამივეჯერ ეს გემოვნებით შექმნილი და ძალიან სექსუალურია. თუმცა საუკეთესო მაინც მეექვსე სერიის სცენაა. სერიალის დასაწყისიდანვე ვიგებთ, რომ მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი, რომლებიც მეწყვილეები იყვნენ, ერთმანეთს აღარ ელაპარაკებიან. ამის მიზეზს მხოლოდ მეექვსე სერიაში ვიგებთ. და ეს მიზეზი ჰარელსონის ცოლს, მაკკონაჰის და სამზარეულო მაგიდას უკავშირდება. 

Brickleberry (ბრიკლბერი) სერია 3, ეპიზოდი 10

ანიმაციური სერიალი "ბრიკლბერი" ყველაზე პერვერსიული რამაა, რასაც საკაბელო ტელევიზიაში შეიძლება წააწყდეთ. ის ყველას ძულს, დაწყებული ლიბერალებით, დამთავრებული კონსერვატორებით. სელებრითები მკაცრ უარს აცხადებენ შოუს გახმოვანების შეთავაზებაზე. მოკლედ, "ბრიკლბერის" პოპულარობა მისდამი სიძულვილით უფროა განპირობებული, ვიდრე სიყვარულით. არადა, ამაზე სასაცილო მულტსერიალს ძნელად თუ მონახავთ. მესამე სეზონის ბოლო სერიაში კი სცენარისტების თავხედობა კულმინაციას აღწევს. თავხედობა, ოღონდ კარგი გაგებით. მთავარი პერსონაჟი ეტელი ახალ გამოჩენილ სკაუტ გოგონასთან მოულოდნელი სექსით კავდება, ამ ყველაფერს კი ლესბოსელი კონი უყურებს, რომელსაც თვალები გუგებიდან გადმოუვარდება.

dexter (დექსტერი) სეზონი 7, ეპიზოდი 6

სერიალ "დექსტერის" მეშვიდე სეზონი ყველაზე დრამატული და მოულოდნელი ეპიზოდებით დატვირთული გამოდგა მთელი რვა სეზონის განმავლობაში. ამ სერიაში დექსტერი სუპერსექსუალურ ივონ სტრაჰოვსკის თავისი ჩვეული მეთოდით უპირებს მოკვლას. მაგიდაზე, ცელოფნით შიშველი ყავს დაბმული და სადაცაა გულში დანას გაუყრის, მაგრამ საკუთარი კოდექსის მიხედვით მოქმედებას ცდუნება ჯობნის და ის, რაც სიკვდილით უნდა დასრულებულიყო, ორგაზმით მთავრდება.

outlander (უცხოელი) სეზონი 1, ეპიზოდი 7

თამამად შეიძლება თქმა, რომ ”უცხოელი”  2014 წლის ყველაზე დიდი სიურპრიზი და ყველაზე სექსუალური სატელევიზიო შოუა. სიუჟეტი მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში და მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება. მთავარი პერსონაჟი საოცრად ელეგანტური, არისტოკრატული სილამაზის კლერია, რომელიც წარსულში მოხვდება. პირველი სეზონის მეშვიდე სერიაში ორი მთავარი გმირი იქორწინებს და თითქმის მთელი ქრონომეტრაჟი მათ პირველ ღამეს ეთმობა. საქმე ის არის, რომ ეს ყველაზე ფემინისტური სექსის სცენაა, რაც ოდესმე გადაღებულა. აქ არ არის ალფა დომინანტი მამაკაცი და არც სცენაა ისე გადაღებული, რომ მხოლოდ მამრ აუდიტორიაზე იყოს გათვლილი, როგორც ეს ხდება ხოლმე, ძირითადად. სექსი მთლიანად ქალის პერსპექტივიდანაა ნაჩვენები. სცენა იმხელა ინტიმურობითაა დამუხტული, რომ შეიძლება ინსტიქტურად ეკრანს თვალი მოაშოროთ და სირცხვილი იგრძნოთ, რადგან ორი ადამიანის პირად სივრცეს არღვევთ.

game of thrones (სატახტო თამაშები)

”სატახტო თამაშები” იყო ალბათ ის სერიალი, რომელმაც სექსის რეალისტური სცენები აუცილებელ ატრიბუტად აქცია თანამედროვე ამერიკულ სერიალებში. ამაზე უკვე ძალიან ბევრი ისაუბრეს, გააანალიზეს, იქილიკეს და პორნოგრაფიული ფენტეზიც უწოდეს. მაგრამ ასეა თუ ისე, შოუში ბლომადაა ემოციური, ბუნებრივი და ვნებით გაჟღენთილი სექსის სცენები. თუმცა მრავალთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი დაინერისის ხალ დროგოსთვის მზადება იყო. მომავალ ხალისის საუკეთესო ოსტატები ასწავლიდნენ, თუ როგორ დაეკმაყოფილებინა საწოლში დორთაკების ხალიფა. თუმცა როცა საქმე საქმეზე მიდგა, მთელი თეორია წყალში ჩაიყარა, რადგან დროგომ ცხოველურად მოინდომა ჟინის დაკმაყოფილება. ეს სცენა ერთდროულად დრამატული, მაგრამ მაინც სექსუალური გამოვიდა.

American horror story (ამერიკული საშინელებათა ისტორია)

ტელეარხმა "ეფიქსმა" ყველა სკეპტიკოსი სასიამოვნოდ გააკვირვა "ამერიკული საშინელებათა ისტორიის" პირველ სეზონში. აქ ყველაფერი იყო, რაც ჟანრს ჭირდებოდა - საშიში სცენები, საინტერესო და ბნელით მოცული პერსონაჟები, ძალადობრივი სცენები, ფსიქოპატები, ზებუნებრივი არსებები, მოკლედ ყველაფერი კვინტესენციური, რაც ჟანრის კანონებს მოეთხოვება. მათ შორის, რასაკვირველია, სექსი. პირველ სეზონში მისტიკური ტყავის შავ კოსტუმში გამოწყობილი მამრი ჩნდება, რომელიც ნიღაბს არ იხსნის. და აი, ზუსტად ასე გამოწყობილი შევა მთავარი პერსონაჟი ქალის ოთახში. ამ უკანასკნელს კი ჰგონია, ქმარმა გადაწყვიტა, სექსში მრავალფეროვნება შევიტანოთო და უშიშრად მიიწვენს გვერდით. ამ სცენის ყურება ერთდროულად შემაძრწუნებელია და თან შთამაგონებელი.

true blood (ნამდვილი სისხლი) სეზონი 2, ეპიზოდი 7

"ნამდვილი სისხლის" სცენარისტები ინსპირაციას მგონი პორნოსაიტებზე ეძებენ. საქმე ის არის, რომ სერიალის ყოველი შემდეგი სეზონი სულ უფრო ნაკლებად გვიყვება სიუჟეტურ ისტორიას და სულ უფრო მეტად გვიჩვენებს სექსს. თან სექსი აქ ყველა კადრშია. ის კი არა, ლუდის დასხმისას ჭიქის კიდეზე ჩამოსრიალებული წვეთიც კი სექსუალურად გამოიყურება. ჰოდა, ახლა წარმოიდგინეთ გიგანტური ორგია, რომელშიც მთელი ქალაქია ჩართული. ძნელია ასეთი სცენის დავიწყება.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"