სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლანჩხუთში მგლების დაკბენის შედეგად ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა
ლანჩხუთში მგლების დაკბენის შედეგად ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

ბოლო დღე­ებ­ში ლან­ჩხუ­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის რამ­დე­ნი­მე სო­ფელ­ში მსხვილ­ფე­ხა რქო­სა­ნი პი­რუ­ტყვის ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და. კერ­ძოდ, სა­უ­ბა­რია სო­ფელ მა­ჩხვა­რე­თის კუთ­ვნი­ლი ფერ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­სა და ნი­გო­ი­თის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­ულ­ში შე­მა­ვალ სოფ­ლებ­ზე.

"ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად ეს შემ­თხვე­ვე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია, ამ ეტაპ­ზე ორი პი­რუ­ტყვი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია, სამი კი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ფერ­მის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია შე­ზღუდ­ვა, სა­დაც მთე­ლი რიგი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბა. მათ შო­რის, იკ­რძა­ლე­ბა სა­ქონ­ლის გა­ყიდ­ვა ან ყიდ­ვა, ასე­ვე ხორ­ცი­ელ­დე­ბა ამ ზო­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­ქონ­ლის იძუ­ლე­ბი­თი ვაქ­ცი­ნა­ცია. რაც შე­ე­ხე­ბა ნი­გო­ით­სა და ჩო­ლო­ბარ­გს, აქ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ტარ­დე­ბა იგი­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს გუ­რი­ის რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სამ­მარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტმა ხა­თუ­ნა რუ­სი­ძემ.

ამ ფაქ­ტებ­მა მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი პა­ნი­კა გა­მო­იწ­ვია, რა­საც გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად მი­იჩ­ნევს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ექი­მი-ეპი­დე­მი­ო­ლო­გი ნატო მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი.

"სა­ერ­თოდ, ცოფი გა­და­დის მხო­ლოდ დაკ­ბე­ნით, და­კაწ­ვრი­თა და და­დორბვლით. მო­სახ­ლე­ო­ბა რა­ტომ­ღაც შე­ში­ნე­ბუ­ლია და მინ­და მათ სა­ყუ­რა­დღე­ბოდ ვთქვა, რომ სა­ნამ პი­რუ­ტყვს და­ა­ვა­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი გა­მო­უვ­ლინ­დე­ბა, არ არის სა­ში­ში მისი რძი­სა და ყვე­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა", - ამ­ბობს ნატო მე­ნა­ღა­რიშ­ვი­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჯერ კი­დევ 24 აპ­რილს ნი­გო­ი­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მგელ­მა ადა­მი­ა­ნი დაკბი­ნა, რო­მელ­საც დო­უ­ლად ჩა­უ­ტარ­და შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ამ შემ­თხვე­ვა­სა და ზე­მოთ მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტებს შო­რის გარ­კვე­უ­ლი კავ­ში­რი არ­სე­ბობს.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ლანჩხუთში მგლების დაკბენის შედეგად ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

ლანჩხუთში მგლების დაკბენის შედეგად ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა

ბოლო დღეებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა. კერძოდ, საუბარია სოფელ მაჩხვარეთის კუთვნილი ფერმის ტერიტორიასა და ნიგოითის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებზე.

"ლაბორატორიულად ეს შემთხვევები დადასტურებულია, ამ ეტაპზე ორი პირუტყვი განადგურებულია, სამი კი დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ფერმის ტერიტორიაზე უკვე გამოცხადებულია შეზღუდვა, სადაც მთელი რიგი პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდება. მათ შორის, იკრძალება საქონლის გაყიდვა ან ყიდვა, ასევე ხორციელდება ამ ზონაში არსებული ყველა საქონლის იძულებითი ვაქცინაცია. რაც შეეხება ნიგოითსა და ჩოლობარგს, აქ უახლოეს მომავალში გატარდება იგივე ღონისძიებები", - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონალური სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა ხათუნა რუსიძემ.

ამ ფაქტებმა მოსახლეობაში გარკვეული პანიკა გამოიწვია, რასაც გადაჭარბებულად მიიჩნევს მუნიციპალიტეტის ჯანდაცვის ცენტრის ექიმი-ეპიდემიოლოგი ნატო მენაღარიშვილი.

"საერთოდ, ცოფი გადადის მხოლოდ დაკბენით, დაკაწვრითა და დადორბვლით. მოსახლეობა რატომღაც შეშინებულია და მინდა მათ საყურადღებოდ ვთქვა, რომ სანამ პირუტყვს დაავადების კლინიკური ნიშნები გამოუვლინდება, არ არის საშიში მისი რძისა და ყველის გამოყენება", - ამბობს ნატო მენაღარიშვილი.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ 24 აპრილს ნიგოითის ტერიტორიაზე მგელმა ადამიანი დაკბინა, რომელსაც დოულად ჩაუტარდა შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ამ შემთხვევასა და ზემოთ მოყვანილ ფაქტებს შორის გარკვეული კავშირი არსებობს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა