გადაუღებელი წვიმების შედეგად ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილის საავტომობილო გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად გზის დაზიანებული მონაკვეთი მოინახულა და ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.
წყარო: speqtri.ge