მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება
უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება

თბი­ლი­სის ზო­გი­ერთ უბანს ხვალ გაზ­მო­მა­რა­გე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­წყდე­ბა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი­დან" აც­ნო­ბეს, დი­ღომ­ში, ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზე გა­მა­ვალ გაზ­სა­დენ­ზე ავა­რი­ის დრო­უ­ლი ლიკ­ვი­და­ცი­ის მიზ­ნით, ხვალ, 11:00 სა­ა­თი­დან გაზ­მო­მა­რა­გე­ბა დიდი დი­ღო­მის (შპს "დიდი დი­ღო­მის" აბო­ნენ­ტე­ბი) მო­სახ­ლე­ო­ბას შე­უ­წყდე­ბა.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარ­და ამი­სა, გა­ზის მი­წო­დე­ბა დრო­ე­ბით შე­უ­წყდე­ბა მი­რი­ან მე­ფის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუ­სებს, ზურ­გო­ვა­ნას და­სახ­ლე­ბას, ზურ­გო­ვა­ნას მიმ­დე­ბა­რედ ამე­რი­კე­ლე­ბის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუსს, სო­ფელ დიღ­მის ნა­წილს, დიღ­მის სას­წავ­ლო-საც­დელ მე­ურ­ნე­ო­ბას, დი­ღო­მი 7-ს, დი­ღო­მი 8-ს და აღ­ნიშ­ნულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბებ­სა და კო­მერ­ცი­ულ ობი­ექ­ტებს, მათ შო­რი­საა - სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო, ცე­ეს­კო-სა და დაც­ვის პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა, აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი, გაზ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რი, სუ­პერ­მარ­კე­ტი "გუდ­ვი­ლი", რეს­ტორ­ნე­ბი - "მუ­ხამ­ბა­ზი" და "ფორ­ტუ­ნა". ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე "ღუ­დუ­შა­უ­რის სა­ხე­ლო­ბის კლი­ნი­კა", "მი­ო­ნი"-ს კომ­პლექ­სი. ასე­ვე ლუბ­ლი­ა­ნას ქუ­ჩის ბო­ლო­ში მდე­ბა­რე სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, ბი­ო­ქი­მი­ი­ი­სა და ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ზის მი­წო­დე­ბა სა­მუ­შა­ოს დას­რუ­ლე­ბის­თა­ნა­ვე ეტა­პობ­რი­ვად აღ­დგე­ბა.

"შპს "ყა­ზტრანსგაზ-თბი­ლი­სი" ბო­დიშს გიხ­დით დის­კომ­ფორ­ტის­თვის და და­ბე­ჯი­თე­ბით გირ­ჩევთ, რომ გაზ­მო­მა­რა­გე­ბის სრუ­ლად აღ­დგე­ნამ­დე და­კე­ტილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იქო­ნი­ოთ ონ­კა­ნე­ბი", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება

თბილისის ზოგიერთ უბანს ხვალ გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, დიღომში, ლუბლიანას ქუჩაზე გამავალ გაზსადენზე ავარიის დროული ლიკვიდაციის მიზნით, ხვალ, 11:00 საათიდან გაზმომარაგება დიდი დიღომის (შპს "დიდი დიღომის" აბონენტები) მოსახლეობას შეუწყდება.

კომპანიის ინფორმაციით, გარდა ამისა, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსებს, ზურგოვანას დასახლებას, ზურგოვანას მიმდებარედ ამერიკელების დიპლომატიური კორპუსს, სოფელ დიღმის ნაწილს, დიღმის სასწავლო-საცდელ მეურნეობას, დიღომი 7-ს, დიღომი 8-ს და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ სახელმწიფო უწყებებსა და კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა - საქალაქო სასამართლო, ცეესკო-სა და დაცვის პოლიციის შენობა, აგრარული უნივერსიტეტი, გაზგასამართი სადგური, სუპერმარკეტი "გუდვილი", რესტორნები - "მუხამბაზი" და "ფორტუნა". ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე "ღუდუშაურის სახელობის კლინიკა", "მიონი"-ს კომპლექსი. ასევე ლუბლიანას ქუჩის ბოლოში მდებარე საავადმყოფოები, ბიოქიმიიისა და ბიოტექნოლოგიის უნივერსიტეტი.

კომპანიის ინფორმაციით, გაზის მიწოდება სამუშაოს დასრულებისთანავე ეტაპობრივად აღდგება.

"შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის და დაბეჯითებით გირჩევთ, რომ გაზმომარაგების სრულად აღდგენამდე დაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ონკანები", - ნათქვამია განცხადებაში.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია