მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ჟღენტი - რიგის სამიტის დეკლარაცია უაღრესად სუსტია
მამუკა ჟღენტი - რიგის სამიტის დეკლარაცია უაღრესად სუსტია

ევ­რო­პულ ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნებ­ლის მა­მუ­კა ჟღენ­ტის შე­ფა­სე­ბით, რი­გის აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის სა­მი­ტის დეკ­ლა­რა­ცია უაღ­რე­სად სუს­ტია.

რო­გორც ჟღენ­ტმა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ტის შე­დე­გე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, ქარ­თუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნე­ბი სა­ბო­ლოო დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი არ არის.

"ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მტკი­ცე­ბით, წარ­მა­ტე­ბაა, რომ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ევ­რო­პულ ზრახ­ვებ­ზე ჩა­ი­წე­რა. რა არის წარ­მა­ტე­ბა - ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ტექ­სტი რომ გა­ი­მე­ო­რეს?! ზუს­ტად იგი­ვე წე­რია ასო­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის პრე­ამ­ბუ­ლა­ში. უფრო მე­ტიც, ვერ მო­ხერ­ხდა ევ­რო­პუ­ლი პერ­სპექ­ტი­ვე­ბი­სა და ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბის გა­მი­ჯვნა, არა­და, ამას ითხოვ­და ქარ­თუ­ლი მხა­რე რი­გა­ში, რო­დე­საც შემ­დე­გი ცვლი­ლე­ბა წა­რად­გი­ნა: "ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ რა ევ­რო­პის კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 49-ე მუხ­ლის დე­ბუ­ლე­ბას, მხა­რე­ე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხმე­ბე­ბი არ მი­ა­ყე­ნე­ბენ ზი­ანს და ღიად და­ტო­ვე­ბენ ას­პი­რანტ პარტნი­ო­რებ­თან კავ­ში­რის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხს". ევ­რო­კავ­ში­რის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის 49-ე მუხ­ლზე გა­წევ­რი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სა­ერ­თოდ არ არის სა­უ­ბა­რი. იმე­დია, არ უარ­ყო­ფენ, რომ ეს ცვლი­ლე­ბა მარ­თლაც წა­რად­გი­ნეს მო­პა­ლა­რა­კე­ბე­ბი­სას. გარ­და ამი­სა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გვიმ­ტკი­ცებს რომ სა­მი­ტის სა­ბო­ლოო დო­კუ­მენ­ტში კონ­ფლიქ­ტე­ბი ადეკ­ვა­ტუ­რად არის ასა­ხუ­ლი. არა­და, ჩვენს მიერ წარ­დგე­ნი­ლი ცვლი­ლე­ბა სა­ერ­თოდ უარ­ყო­ფი­ლი იქნა. ერ­თა­დერ­თი, სა­დაც სა­ერ­თოდ კონ­ფლი­ექ­ტებ­ზე იწყე­ბა სა­უ­ბა­რი, და­ე­მა­ტა რამ­დე­ნი­მე სი­ტყვა სა­ქარ­თვე­ლო­ზე, რაც ჯობ­და სა­ერ­თოდ არ ყო­ფი­ლი­ყო. კერ­ძოდ, ტექ­სტში ვნა­ხუ­ლობთ, რომ "აქ­ტებ­მა უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ და მოვ­ლე­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2014 წლი­დან....". ანუ უკ­რა­ი­ნის წი­ნა­აღ­მდეგ არის აქ­ტე­ბი და ჩვენ­თან კი უბ­რა­ლოდ მოვ­ლე­ნე­ბი ხდე­ბა და ისიც მო­ყო­ლე­ბუ­ლი 2014 წლი­დან. ვფიქ­რობ, ამა­ზე მეტი კო­მენ­ტა­რი არც არის სა­ჭი­რო", - გა­ნა­ცხა­და ჟღენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად პრობ­ლე­მა­ტუ­რია ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის ჩა­ნა­წე­რი. "შარ­ლა­ტა­ნე­ბი­სა და მა­ტყუ­ა­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ნამ­დვი­ლად ვი­ცო­დი და ვა­ცხა­დებ­დი, რომ რი­გა­ში უვი­ზო რე­ჟიმს ვერ მი­ვი­ღებ­დით. ევ­რო­პე­ლებ­ზე იმის დაბ­რა­ლე­ბა, რაც არ და­უ­შა­ვე­ბი­ათ, არ შე­იძ­ლე­ბა და მი­უ­ღე­ბე­ლია. არა­ვინ არას­დროს დაგვპი­რე­ბია უვი­ზო რე­ჟიმს 2015 წლის მა­ი­სი­დან. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დღეს გვი­ცხა­დებს, რომ მშვე­ნი­ე­რი ჩა­ნა­წე­რი მი­ვი­ღე­თო. აქაც გვაბ­ნე­ვენ. ჯერ ერთი, დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში არ არის ის ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაა გა­მო­ხა­ტუ­ლი "სა­ქარ­თვე­ლოს მიერ მოკ­ლე ვა­და­ში მიღ­წე­ულ წარ­მო­უდ­გე­ნელ პროგ­რეს­ზე", რა­საც სა­მი­ტამ­დე გვპირ­დე­ბოდ­ნენ და რის თა­ო­ბა­ზეც ცვლი­ლე­ბაც კი წა­რად­გი­ნეს რი­გა­ში. უვი­ზო რე­ჟიმს აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვი­ღებთ, რად­გან ამის თა­ო­ბა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა რი­გა­ში, არა­მედ ჯერ კი­დევ 2012 წელს იქნა მი­ღე­ბუ­ლი ევ­რო­კავ­ში­რის მიერ. მთა­ვა­რია, ჩვენ შე­ვას­რუ­ლოთ ჩვე­ნი წილი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და ამის შემ­დეგ ეს რე­ჟი­მიც ამოქ­მედ­დე­ბა. ჩემი იმე­დია, რომ ეს მოხ­დე­ბა 2016 წლის შე­მოდ­გო­მის­თვის. ევ­რო­კავ­ში­რი ნამ­დვი­ლად ვერ აი­ღებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მო­მა­ვა­ლი წლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ზე და ეს მიდ­გო­მა ევ­რო­კავ­შირ­ში დამ­კვიდ­რე­ბულ დო­კუ­მენ­ტე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბი­სა და მი­ღე­ბის წე­სებს შე­ე­სა­ბა­მე­ბა, მაგ­რამ საკ­ვირ­ვე­ლი ისაა, რომ გუ­შინ თით­ქმის ყვე­ლა ღიად გვიმ­ტკი­ცებ­და, რომ თა­რი­ღის ჩა­დე­ბა­ზე მუ­შა­ობ­თო", - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა ჟღენ­ტმა.

აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის რი­გით მე­ო­თხე სა­მი­ტი რი­გა­ში დღეს დას­რულ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მამუკა ჟღენტი - რიგის სამიტის დეკლარაცია უაღრესად სუსტია

მამუკა ჟღენტი - რიგის სამიტის დეკლარაცია უაღრესად სუსტია

ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის დამფუძნებლის მამუკა ჟღენტის შეფასებით, რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაცია უაღრესად სუსტია.

როგორც ჟღენტმა "ინტერპრესნიუსს" სამიტის შედეგების შეფასებისას განუცხადა, ქართული მხარის მოთხოვნები საბოლოო დეკლარაციაში გათვალისწინებული არ არის.

"ხელისუფლების მტკიცებით, წარმატებაა, რომ დეკლარაციაში ევროპულ ზრახვებზე ჩაიწერა. რა არის წარმატება - ასოცირების ხელშეკრულების ტექსტი რომ გაიმეორეს?! ზუსტად იგივე წერია ასოცირების შესახებ შეთანხმების პრეამბულაში. უფრო მეტიც, ვერ მოხერხდა ევროპული პერსპექტივებისა და ასოცირების შეთანხმების გამიჯვნა, არადა, ამას ითხოვდა ქართული მხარე რიგაში, როდესაც შემდეგი ცვლილება წარადგინა: "ითვალისწინებენ რა ევროპის კავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის დებულებას, მხარეები თანხმდებიან, ასოცირების შეთანხმებები არ მიაყენებენ ზიანს და ღიად დატოვებენ ასპირანტ პარტნიორებთან კავშირის სამომავლო განვითარების საკითხს". ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლზე გაწევრიანების შესახებ, დეკლარაციაში საერთოდ არ არის საუბარი. იმედია, არ უარყოფენ, რომ ეს ცვლილება მართლაც წარადგინეს მოპალარაკებებისას. გარდა ამისა, ხელისუფლება გვიმტკიცებს რომ სამიტის საბოლოო დოკუმენტში კონფლიქტები ადეკვატურად არის ასახული. არადა, ჩვენს მიერ წარდგენილი ცვლილება საერთოდ უარყოფილი იქნა. ერთადერთი, სადაც საერთოდ კონფლიექტებზე იწყება საუბარი, დაემატა რამდენიმე სიტყვა საქართველოზე, რაც ჯობდა საერთოდ არ ყოფილიყო. კერძოდ, ტექსტში ვნახულობთ, რომ "აქტებმა უკრაინის წინააღმდეგ და მოვლენებმა საქართველოში მოყოლებული 2014 წლიდან....". ანუ უკრაინის წინააღმდეგ არის აქტები და ჩვენთან კი უბრალოდ მოვლენები ხდება და ისიც მოყოლებული 2014 წლიდან. ვფიქრობ, ამაზე მეტი კომენტარი არც არის საჭირო", - განაცხადა ჟღენტმა.

მისივე თქმით, ყველაზე ნაკლებად პრობლემატურია ვიზალიბერალიზაციის ჩანაწერი. "შარლატანებისა და მატყუარებისგან განსხვავებით, ნამდვილად ვიცოდი და ვაცხადებდი, რომ რიგაში უვიზო რეჟიმს ვერ მივიღებდით. ევროპელებზე იმის დაბრალება, რაც არ დაუშავებიათ, არ შეიძლება და მიუღებელია. არავინ არასდროს დაგვპირებია უვიზო რეჟიმს 2015 წლის მაისიდან. ხელისუფლება დღეს გვიცხადებს, რომ მშვენიერი ჩანაწერი მივიღეთო. აქაც გვაბნევენ. ჯერ ერთი, დეკლარაციაში არ არის ის ჩანაწერი, სადაც აღფრთოვანებაა გამოხატული "საქართველოს მიერ მოკლე ვადაში მიღწეულ წარმოუდგენელ პროგრესზე", რასაც სამიტამდე გვპირდებოდნენ და რის თაობაზეც ცვლილებაც კი წარადგინეს რიგაში. უვიზო რეჟიმს აუცილებლად მივიღებთ, რადგან ამის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება არა რიგაში, არამედ ჯერ კიდევ 2012 წელს იქნა მიღებული ევროკავშირის მიერ. მთავარია, ჩვენ შევასრულოთ ჩვენი წილი ვალდებულებებისა და ამის შემდეგ ეს რეჟიმიც ამოქმედდება. ჩემი იმედია, რომ ეს მოხდება 2016 წლის შემოდგომისთვის. ევროკავშირი ნამდვილად ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მომავალი წლის გადაწყვეტილებაზე და ეს მიდგომა ევროკავშირში დამკვიდრებულ დოკუმენტების შემუშავებისა და მიღების წესებს შეესაბამება, მაგრამ საკვირველი ისაა, რომ გუშინ თითქმის ყველა ღიად გვიმტკიცებდა, რომ თარიღის ჩადებაზე მუშაობთო", - განაცხადა მამუკა ჟღენტმა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგით მეოთხე სამიტი რიგაში დღეს დასრულდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."