10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგულავას, სანდრა რულოვსის, მერაბიშვილისა და ბოკერიას სამთავრობო აგარაკები, რომლებიც თვეში 7500 ლარად ქირავდება - რეპორტაჟი წყნეთიდან
 უგულავას, სანდრა რულოვსის, მერაბიშვილისა და ბოკერიას სამთავრობო აგარაკები, რომლებიც თვეში 7500 ლარად ქირავდება - რეპორტაჟი წყნეთიდან

ჟურ­ნა­ლის­ტებს დღეს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვცეს. აგა­რა­კე­ბი წყნეთ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გამ­წვა­ნე­ბულ და გა­მორ­ჩე­ულ ად­გი­ლას არის გან­თავ­სე­ბუ­ლი. წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კებ­ზე ბევ­რი ფე­შე­ნე­ბე­ლუ­რი და კარ­გად გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი კო­ტე­ჯია, სა­დაც, რო­გორც იქ მო­მუ­შა­ვე­ებ­მა გან­გვი­ცხა­დეს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მმარ­თვე­ლო­ბის დროს­ვე აშენ­და წყნეთ­ში 6 ახა­ლი კო­ტე­ჯი. ამას­თან, და­წყე­ბუ­ლია პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აგა­რა­კის მშე­ნებ­ლო­ბაც, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ შე­ჩე­რე­ბუ­ლია.

წყნე­თის აგა­რა­კებ­ში ასუ­ლებს იქ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი დაგ­ვხვდნენ. რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ის ზე­დამ­ხედ­ველ­მა გან­გვი­ცხა­და, 2013 წლი­დან სა­ხელ­მწი­ფოს­გან აგა­რა­კე­ბის გა­ქი­რა­ვე­ბის ნე­ბარ­თვა მი­ი­ღეს. აქ მო­მუ­შა­ვე­ე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ ყვე­ლა­ზე ია­ფ­ფა­სი­ა­ნი კო­ტე­ჯის ქი­რა­ო­ბა თვე­ში 2500 ლარი ღირს, ყვე­ლა­ზე ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კი პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის და­ვით ბაქ­რა­ძის აგა­რა­კია, რო­მე­ლის ქი­რა­ო­ბაც თვე­ში 7500 ლა­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. და­ვით ბაქ­რა­ძის აგა­რა­კი 6 სა­ძი­ნებ­ლი ოთა­ხის­გან შედ­გე­ბა, ყვე­ლა სა­ძი­ნე­ბელს თა­ვი­სი აბა­ზა­ნა აქვს, არის ჯა­კუ­ზიც. ამას­თან, აქვს დიდი მი­სა­ღე­ბი და სამ­ზა­რე­უ­ლო. აგა­რაკ­ზე, რო­მე­ლიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის დროს და­ვით ბაქ­რა­ძის გე­მოვ­ნე­ბით გა­რე­მონტდა, მა­ნამ­დე პარ­ლა­მენ­ტის სხვა თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი ცხოვ­რობ­დნენ(იხი­ლეთ ვი­დეო)

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლია თბი­ლი­სის ყო­ფი­ლი მე­რის გიგი უგუ­ლა­ვას აგა­რა­კიც, რო­მელ­საც ულა­მა­ზე­სი ეზო და ბუ­ხა­რი აქვს. გიგი უგუ­ლა­ვას აგა­რა­კის და­ქი­რა­ვე­ბა 6000 ლარი ღირს (იხი­ლეთ ვი­დეო)

ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, ჩვე­ნი დიდი ინ­ტე­რე­სის მი­უ­ხე­და­ვად, ვერ შევ­ძე­ლით იმ აგა­რა­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა, სა­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი და სან­დრა რუ­ლოვ­სი ცხოვ­რობ­დნენ, რად­გან ორი­ვე კო­ტე­ჯი გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი იყო. თუმ­ცა შე­ნო­ბის გა­რე­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­სას თვალ­ში მოგ­ხვდე­ბო­დათ კო­ტე­ჯებ­თან მდგო­მი პა­ტა­რა შე­ნო­ბე­ბი, რომ­ლებ­შიც დაც­ვის წევ­რე­ბი ცხოვ­რობ­დნენ.

ვერ შევ­ძე­ლით ნინო ბურ­ჯა­ნა­ძის ყო­ფი­ლი აგა­რა­კის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაც, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ სიმ­ბო­ლურ ფა­სად, ერთ ლა­რად შე­ი­ძი­ნა. იქ მუ­სი­კა­ლუ­რი სკო­ლა ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რო­მე­ლიც მე­რი­ის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­შია. შე­ნო­ბის შიგ­ნი­დან დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა კი არ მოგ­ვე­ცა.

რო­გორც ად­გილ­ზე მო­მუ­შა­ვე­ებ­მა გა­ნა­ცხა­დეს, მა­ღა­ჩი­ნოს­ნე­ბის გარ­და, წყნე­თის აგა­რა­კე­ბით რი­გი­თი დე­პუ­ტა­ტე­ბიც სარ­გებ­ლობ­დნენ. ჩვენ ვნა­ხეთ კო­ტე­ჯი, სა­დაც კობა სუ­ბე­ლი­ა­ნი ოჯახ­თან ერ­თად ის­ვე­ნებ­და. ის შე­და­რე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი და ნაკ­ლე­ბად კომ­ფორ­ტუ­ლი იყო. ასე­ვე მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო აგა­რა­კი, რო­მელ­შიც გიგა ბო­კე­რია ის­ვე­ნებ­და, თუმ­ცა რო­გორც ამ­ბო­ბენ, იგი წყნეთ­ში იშ­ვი­ა­თად ადი­ო­და.

გარ­და ამი­სა, წყნე­თის აგა­რა­კებ­ზე არის და­ხუ­რუ­ლი აუ­ზე­ბი და სპორ­ტუ­ლი მო­ე­და­ნი. იქ დას­ვე­ნე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის მსურ­ვე­ლებს ყვე­ლა პი­რო­ბა აქვთ იმის­თვის, რომ თავი თბი­ლის­თან ახ­ლოს, სუფ­თა ჰა­ერ­ზე, კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნონ.

რო­გორც ტე­რი­ტო­რი­ის ზე­დამ­ხედ­ველ­მა და­ვით და­რახვე­ლი­ძემ გან­გვი­ცხა­და, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კით არ­ცერთ მა­ღალ­ჩი­ნო­სანს არ უსარ­გებ­ლია.

ოთარ ავა­ზაშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც უკვე 45 წე­ლია წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე ზრუ­ნავს, ტე­რი­ტო­რი­ის ის­ტო­რია გვი­ამ­ბო. იგი ამ­ბობს, რომ აგა­რა­კე­ბი ჯერ კი­დევ სტა­ლი­ნის დროს აშენ­და და მას შემ­დეგ იქ მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცხოვ­რობ­დნენ. მისი თქმით, ოჯახ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და აგა­რაკ­ზე ცე­კას ყო­ფი­ლი მდი­ვა­ნი კან­დიდ ჩარ­კვი­ა­ნი. კო­ტეჟე­ბით ასე­ვე სარ­გებ­ლობ­დნენ იმ­დრო­ინ­დე­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი.

"ძვე­ლად ტე­რი­ტო­რია ზო­ნე­ბად იყო და­ყო­ფი­ლი, იყო მი­ნის­ტრე­ბის ზონა, იყო ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტის ზონა, სა­დაც ის­ვე­ნებ­დნენ სა­ქა­ლა­ქო კო­მი­ტე­ტის მდივ­ნე­ბი. წლე­ბის წინ სიძ­ვე­ლის გამო ერთი შე­ნო­ბის და­მონ­ტა­ჟი მოხ­და, რო­მელ­შიც ის­ვე­ნებ­და სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია. რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მო­ვი­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, მისი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ის­ვე­ნებ­დნენ", - გა­ნა­ცხა­და ოთარ ავა­ზაშ­ვილ­მა.

სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის მი­წის სა­ერ­თო ფარ­თო­ბი 100 475 კვ.მ. შე­ად­გენს. სამ­თავ­რო­ბო კომ­პლექ­სი 21 კო­ტე­ჯის­გან შედ­გე­ბა. შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის სა­ერ­თო ფარ­თი კი 8041.8 კვ.მ-ია.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის წევ­რებ­მა წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბი­დან ორი გა­ა­ჩუ­ქა, ერ­თში ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ქვრი­ვი მა­ნა­ნა არჩვა­ძე-გამ­სა­ხურ­დია ცხოვ­რობს, მე­ო­რე კი გარ­დაც­ვლი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ოჯახს გა­დას­ცეს.

ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს სსიპ "სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ" წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბი საპ­ტი­ვა­ტი­ზა­ციო ობი­ექტთა ნუს­ხა­ში შე­ი­ტა­ნა. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, რომ წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის ტე­რი­ტო­რია მო­მა­ვალ­ში სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლად უნდა გა­მო­ი­ყე­ნონ და უნდა მოხ­დეს და­სას­ვე­ნე­ბე­ლი კომ­პლექ­სის მო­წყო­ბა.

რო­გორც წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კებ­ზე მო­მუ­შა­ვე­ნი აცხა­დე­ბენ, ტე­რი­ტო­რი­ის სა­ნა­ხა­ვად ბევ­რი უცხო­ე­ლი მო­დის. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­სულ კვი­რას ტე­რი­ტო­რი­ას არა­ბი ინ­ვეს­ტო­რე­ბი სტუმ­რობ­დნენ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა­ზე ზრუ­ნა­ვენ, იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ ახა­ლი მე­პატ­რო­ნის მოს­ვლის შემ­დეგ სამ­სა­ხუ­რებს შე­ი­ნარ­ჩუ­ნე­ბენ და ად­გი­ლი, რო­მელ­საც უკვე ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, არ გა­ნად­გურ­დე­ბა.

თეა ბი­თა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

უგულავას, სანდრა რულოვსის, მერაბიშვილისა და ბოკერიას სამთავრობო აგარაკები, რომლებიც თვეში 7500 ლარად ქირავდება - რეპორტაჟი წყნეთიდან

 უგულავას, სანდრა რულოვსის, მერაბიშვილისა და ბოკერიას სამთავრობო აგარაკები, რომლებიც თვეში 7500 ლარად ქირავდება - რეპორტაჟი წყნეთიდან

ჟურნალისტებს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებმა წყნეთის სამთავრობო აგარაკების დათვალიერების საშუალება მოგვცეს. აგარაკები წყნეთში ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ და გამორჩეულ ადგილას არის განთავსებული. წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე ბევრი ფეშენებელური და კარგად გარემონტებული კოტეჯია, სადაც, როგორც იქ მომუშავეებმა განგვიცხადეს, მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მაღალჩინოსნები ცხოვრობდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროსვე აშენდა წყნეთში 6 ახალი კოტეჯი. ამასთან, დაწყებულია პრემიერ-მინისტრის აგარაკის მშენებლობაც, რომელიც ხელისუფლების შეცვლის შემდეგ შეჩერებულია.

წყნეთის აგარაკებში ასულებს იქ დამსვენებლები დაგვხვდნენ. როგორც ტერიტორიის ზედამხედველმა განგვიცხადა, 2013 წლიდან სახელმწიფოსგან აგარაკების გაქირავების ნებართვა მიიღეს. აქ მომუშავეები გვიყვებიან, რომ ყველაზე იაფფასიანი კოტეჯის ქირაობა თვეში 2500 ლარი ღირს, ყველაზე ძვირადღირებული კი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის აგარაკია, რომელის ქირაობაც თვეში 7500 ლარად არის შესაძლებელი. დავით ბაქრაძის აგარაკი 6 საძინებლი ოთახისგან შედგება, ყველა საძინებელს თავისი აბაზანა აქვს, არის ჯაკუზიც. ამასთან, აქვს დიდი მისაღები და სამზარეულო. აგარაკზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის დროს დავით ბაქრაძის გემოვნებით გარემონტდა, მანამდე პარლამენტის სხვა თავმჯდომარეები ცხოვრობდნენ (იხილეთ ვიდეო)

ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას აგარაკიც, რომელსაც ულამაზესი ეზო და ბუხარი აქვს. გიგი უგულავას აგარაკის დაქირავება 6000 ლარი ღირს (იხილეთ ვიდეო)

ჟურნალისტებმა, ჩვენი დიდი ინტერესის მიუხედავად, ვერ შევძელით იმ აგარაკის დათვალიერება, სადაც ვანო მერაბიშვილი და სანდრა რულოვსი ცხოვრობდნენ, რადგან ორივე კოტეჯი გაქირავებული იყო. თუმცა შენობის გარედან დათვალიერებისას თვალში მოგხვდებოდათ კოტეჯებთან მდგომი პატარა შენობები, რომლებშიც დაცვის წევრები ცხოვრობდნენ.

ვერ შევძელით ნინო ბურჯანაძის ყოფილი აგარაკის დათვალიერებაც, რომელიც თავის დროზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად შეიძინა. იქ მუსიკალური სკოლა ფუნქციონირებს, რომელიც მერიის დაქვემდებარებაშია. შენობის შიგნიდან დათვალიერების საშუალება კი არ მოგვეცა.

როგორც ადგილზე მომუშავეებმა განაცხადეს, მაღაჩინოსნების გარდა, წყნეთის აგარაკებით რიგითი დეპუტატებიც სარგებლობდნენ. ჩვენ ვნახეთ კოტეჯი, სადაც კობა სუბელიანი ოჯახთან ერთად ისვენებდა. ის შედარებით მოკრძალებული და ნაკლებად კომფორტული იყო. ასევე მოკრძალებული იყო აგარაკი, რომელშიც გიგა ბოკერია ისვენებდა, თუმცა როგორც ამბობენ, იგი წყნეთში იშვიათად ადიოდა.

გარდა ამისა, წყნეთის აგარაკებზე არის დახურული აუზები და სპორტული მოედანი. იქ დასვენებისა და ცხოვრების მსურველებს ყველა პირობა აქვთ იმისთვის, რომ თავი თბილისთან ახლოს, სუფთა ჰაერზე, კომფორტულად იგრძნონ.

როგორც ტერიტორიის ზედამხედველმა დავით დარახველიძემ განგვიცხადა, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სამთავრობო აგარაკით არცერთ მაღალჩინოსანს არ უსარგებლია.

ოთარ ავაზაშვილმა, რომელიც უკვე 45 წელია წყნეთის სამთავრობო აგარაკების მოვლა-პატრონობაზე ზრუნავს, ტერიტორიის ისტორია გვიამბო. იგი ამბობს, რომ აგარაკები ჯერ კიდევ სტალინის დროს აშენდა და მას შემდეგ იქ მთავრობის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ. მისი თქმით, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა აგარაკზე ცეკას ყოფილი მდივანი კანდიდ ჩარკვიანი. კოტეჟებით ასევე სარგებლობდნენ იმდროინდელი მთავრობის წევრები.

"ძველად ტერიტორია ზონებად იყო დაყოფილი, იყო მინისტრების ზონა, იყო ცენტრალური კომიტეტის ზონა, სადაც ისვენებდნენ საქალაქო კომიტეტის მდივნები. წლების წინ სიძველის გამო ერთი შენობის დამონტაჟი მოხდა, რომელშიც ისვენებდა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია. როდესაც მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში, მისი მთავრობის წევრები ისვენებდნენ", - განაცხადა ოთარ ავაზაშვილმა.

სამთავრობო აგარაკების მიწის საერთო ფართობი 100 475 კვ.მ. შეადგენს. სამთავრობო კომპლექსი 21 კოტეჯისგან შედგება. შენობა-ნაგებობების საერთო ფართი კი 8041.8 კვ.მ-ია.

"ქართული ოცნების" მთავრობის წევრებმა წყნეთის სამთავრობო აგარაკებიდან ორი გააჩუქა, ერთში ზვიად გამსახურდიას ქვრივი მანანა არჩვაძე-გამსახურდია ცხოვრობს, მეორე კი გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოჯახს გადასცეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" წყნეთის სამთავრობო აგარაკები საპტივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შეიტანა. ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ წყნეთის სამთავრობო აგარაკების ტერიტორია მომავალში საზოგადოებრივი დანიშნულების ადგილად უნდა გამოიყენონ და უნდა მოხდეს დასასვენებელი კომპლექსის მოწყობა.

როგორც წყნეთის სამთავრობო აგარაკებზე მომუშავენი აცხადებენ, ტერიტორიის სანახავად ბევრი უცხოელი მოდის. მათივე ინფორმაციით, გასულ კვირას ტერიტორიას არაბი ინვესტორები სტუმრობდნენ. ადამიანები, რომლებიც წლებია წყნეთის სამთავრობო აგარაკების მოვლა-პატრონობაზე ზრუნავენ, იმედოვნებენ, რომ ახალი მეპატრონის მოსვლის შემდეგ სამსახურებს შეინარჩუნებენ და ადგილი, რომელსაც უკვე ისტორიული მნიშვნელობა აქვს, არ განადგურდება.

თეა ბითაძე

AMBEBI.GE

მაჟორიტარების ნაწილს 2020 წლის შემდეგ პარლამენტის ორპალატიანი სისტემის შემოღება სურს

რატომ ჩადიან ქართველი პოლიტიკოსები რუსეთში?

გრიგოლ ვაშაძე - მამუკა მდინარაძეს გადაეცით, პუტინმა და მისმა მთელმა ადმინისტრაციამ მოიკითხა - თბილისში, ჩემს სახლში ვარ