მზადება გასაუბრებისთვის და რეზიუმეს შედგენა - ყველაფერი, რაც სამსახურის მაძიებელმა უნდა იცოდეს

მზადება გასაუბრებისთვის და რეზიუმეს შედგენა - ყველაფერი, რაც სამსახურის მაძიებელმა უნდა იცოდეს

საქართველოში უმუშევრობას ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის. სამუშაოს მაძიებლები ხშირად ასახელებენ არასაკმარის ვაკანსიებს და დაბალ ანაზღაურებას. თუმცა ყველას ცხოვრებაში დგება დრო, როცა ვიწყებთ სამსახურის ძებნას. ახალი სამსახურის ძებნისას აუცილებლად მოგიწევთ გასაუბრებაზე მისვლა, რაც არცთუ სასიამოვნო პროცესია. ბევრი მათგანი აღნიშნავს ხოლმე, რომ გასაუბრება წარმატებით გაიარეს, თუმცა გამოხმაურება არ მოჰყოლია. საკუთარ თავს თითქმის არავინ ადანაშაულებს.

HR-მენეჯერები რამდენიმე მიზეზს ასახელებენ, რომელიც ხელს გიშლით არასასურველი სამუშაოს ძებნაში.

ზოგავთ ძალისხმევას - ბევრმა დამსაქმებელმა უკვე იცის, რომ სასურველი სამსახურის ძიებისთვის საჭიროა აქტიური ქმედება და დიდი ძალისხმევა. ამიტომ კარიერის ექსპერტები გირჩევენ, ნუ იჯდებით სახლში და ნუ დაელოდებით, რომ ვიღაც თავად შემოგთავაზებთ სამსახურს. საჭიროა მოქმედება.

არ ყიდით საკუთარ თავს - სამუშაოს ძებნა სწოორედ ის დროა, როდესაც საკუთარი თავი უნდა გაყიდოთ. თუ თქვენ პოტენციურ დამსაქმებელთან ინტერვიუზე ვერ შეძლებთ თქვენი შესაძლებლობებისა და ცოდნის დამტკიცებას, დიდი შანსია, რომ კვლავ უმუშევარი დარჩეთ. საჭიროა დამსაქმებელს დარწმუნებით მოუყვეთ თქვენი წინა წარმატების შესახებ და მხოლოდ დიპლომის ჩვენებით არ შემოიფარგლოთ.

გასაუბრებამდე არ გაეცანით კომპანიის ისტორიას - ნებისმიერი დამსაქმებლის გულს მოიგებთ, თუკი ინტერვიუზე ის მიხვდება, რომ თქვენ რამდენიმე წუთი დაკარგეთ კომპანიის ისტორიის გასაცნობად. ამიტომ გასაუბრებაზე წასვლამდე შეეცადეთ გაეცნოთ კომპანიის ისტორიას და მის წარმატებას.

არ გაქვთ საკმარისი კვალიფიკაცია - ეს, ალბათ, ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორია სამუშაოს მაძიებლებისთვის. ხშირად ბევრი ადამიანი ისეთ სამსახურზე აცხადებს პრეტენზიას, რისი გამოცდილებაც არ აქვს. ამიტომ საჭიროა, სამუშაოს მაძიებელმა სწორად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები.

არ ხართ მიმზიდველი - ეს, ბუნებრივია, გარეგნულ მონაცემებს არ ეხება. თქვენ შესაძლოა ერთ-ერთი ყველაზე კვალიფიციური იყოთ თქვენს სფეროში, თუმცა მაინც უარი გითხრან დამსაქმებელთან ინტერვიუს შემდეგ. იმისათვის რომ შტაბეჭდილება მოახდინოთ გასაუბრების დროს, საჭიროა ხშირად იღიმოდეთ (ცხადია, აუცილებლობის შემთხვევაში), ყურადღებით უსმინოთ და ბევრი არ ილაპარაკოთ, არ შეაწყვეტინოთ საუბარი, დასვით გააზრებული შეკითხვები გადაჭარბებულად ნუ შეიქებთ თავს.

რეზიუმე

დადმსაქმებელს დიდ შთაბეჭდილებას თქვენი რეზიუმე უქმნის. ამიტომ რეზიუმეს სწორად შედგენა აუცილებელია.

რა უნდა გავითვალისწინოთ რეზიუმეს შედგენისას და რა არ უნდა ჩავწეროთ რეზიუმეში?

თქვენი ცხოვრების ისტორია - ბევრი აპლიკანტი მიიჩნევს, რომ რეზიუმეში ყველა დეტალი უნდა შეიტანოს. თუმცა, რეალურად დამსაქმებელს ნაკლებად აინტერესებს ინფორმაცია თქვენი საზაფხულო სამუშაოს შესახებ. მნიშვნელოვანია, რომ ამის ნაცვლად რეზიუმეში მიუთითოთ გამოცდილება იმ პოზიციის შესახებ, რომელზეც განაცხადი გაქვთ შეტანილი.

ფოტოსურათი - თუ დამსაქმებელი არ ითხოვს თქვენი ფოტოსურათის გაგზავნას, სჯობს, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავოთ ამ ნაბიჯისგან.

გაცვეთილი ფრაზები - მაგალითად, ვეძებ საინტერესო სამსახურს პროფესიონალური ზრდის პერსპექტივით.

კრეატიული გაფორმება - როგორც წესი ასეთ რეზიუმეს თავიდან იშორებენ. ამიტომ გახსოვდეთ! რეზიუმე დაწერილი უნდა იყოს სტანდარტული შრიფტით და მას გაფორმება არ სჭირდება.

არასრული გვერდი სოციალურ ქსელში - თუ დამსაქმებელს თქვენი რეზიუმე მოეწონება გასაუბრებაზე დაბარებამდე არ არის გამორიცხული თქვენს კედელს გადახედოს. ამიტომ უმჯობესია, მოწესრიგებული გქონდეთ გვერდი.

ტყუილი - ნურასოდეს დაწერთ ტყუილს რეზიუმეში. ადრე თუ გვიან ტყუილი გაცხადდება და ამან შეიძლება ძალიან ცუდი შედეგი მოგიტანოთ.

15 წლის წინანდელი სამუშაო ადგილი - არავის არ აინტერესებს სად მუშაობდით და რას საქმიანობდით 15 წლის წინ.

ფრაზები, რომლებიც არასოდეს არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე

გასაუბრებაზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება რას და როგორ საუბრობთ. თქვენ უნდა გაითავისოთ ეთიკის ფორმები. გთავაზობთ რამდენიმე ფრაზას, რომელიც არასოდეს არ უნდა თქვათ გასაუბრებაზე:

ძალიან ვნერვიულობ - ნერვიულობით რომ კვდებოდეთ არასოდეს თქვათ ეს ფრაზა, რადგან სამსახურში არავინ უნდა ადამინი, რომელიც საკუთარ თავში არ არის დარწმუნებული.

ხელფასი რამდენია? - ნუ დასვამთ ამ შეკითხვას, რაგდან კომპანიები ეძებენ ისეთ თანამშრომელს, რომელიც ორიენტირებულია კომპანიის მიზნებსა და ღირებულებებზე. ხელფასის თემა განიხილეთ საუბრის ბოლოს.

ეს სამსახური ძალიან მჭირდება - ნუ აჩვენებთ მათ, რომ სასოწარკვეთილი ხართ და ძალიან გჭირდებათ ეს სამსახური. შესაძლოა, დამქირავებელმა ეს თქვენ სისუსტედ ჩათვალოს, შეიძლება ის ეძებს სტაბილურ თანამშრომელს, და არა ადამიანს, რომელიც ყველა სამსახურზე თანახმაა.

საშინელი უფროსი მყავს - არასოდეს გააკრიტიკოთ თქვენი უფროსი გასაუბრებაზე. თქვენ მათ უქმნით წარმოდგენას რამდენად შეიძლება მომავალში გახდნენ თქვენი ლანძღვის ობიექტები.

მალე მორჩება გასაუბრება? - თუ ნახევარ საათიანი გასაუბრება საათ-ნახევარი გაგრძელდა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველაფერი კარგად მიდის. ნუ შეიმჩნევთ, რომ უფრო მნიშვნელოვანი არსებობს თქვენთვის, ვიდრე ეს გასაუბრება. ეს თქვენი გასაუბრების ცუდი დასასრული იქნება.

ორსულად ვარ/მარტოხელა დედა ვარ/ მეუღლეს დავცილდი - გასაუბრების დროს არასოდეს ახსენოთ პირადი პრობლემები, დამსაქმებელი აუცილებლად იფიქრებს რომ თქვენი პრობლემები ცუდად აისახება თქვენი მუშაობის ხარისხზე.

იმენა/პროსტა/ ვგულაობ/ვპახაობ - არასოდეს გამოიყენოთ საუბრის დროს სლენგი, ეს თქვენს დაბალ ინტელექტზე და მცირე სასაუბრო ლექსიკაზე მიუთითებს.

მირჩევნია არ თქვა - როგორი არასასიამოვნო შეკითხვაც არ უნდა დასვას დამქირავებელმა ეცადეთ გასცეთ სათანადო პასუხი. ნუ შეუქმნით შთაბეჭდილებას, რომ რაღაცას მალავთ.

შეკითხვები არ მაქვს - გასაუბრების დასრულებისას, როცა კითხვის დასმის საშუალება გექნებათ აუცილებლად ჰკითხეთ რაიმე, რადგან კითხვების არ ქონის გამო, აუცილებლად იფიქრებს, რომ მოუმზადებელი მიხვედით გასაუბრებაზე, ან საერთოდაც უინტერესო იყო თქვენთვის ეს შეხვედრა.

თიკო გურაშვილი

მომზადებულია BPN.GE-ს მასალების მიხედვით

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია