საზოგადოება
სამართალი
პოლიტიკა

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დონალდ ტუსკი - ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები
დონალდ ტუსკი - ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები

ევ­რო­პის საბ­ჭოს პრე­ზი­დენ­ტის, დო­ნალდ ტუს­კის გან­ცხა­დე­ბით, ემო­ცი­ე­ბი ერ­თობ­ლივ დეკ­ლა­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბუ­ნებ­რი­ვი თე­მაა, რად­გან სი­ტუ­ა­ცია საკ­მა­ოდ რთუ­ლია რე­გი­ო­ნის გარ­შე­მო. ამის შე­სა­ხებ დო­ნალდ ტუსკმა რი­გის "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" სა­მი­ტის შე­მა­ჯა­მე­ბელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

გარ­და ამი­სა, ტუს­კის თქმით, ევ­რო­კავ­ში­რი ვერ გას­ცემს ოპ­ტი­მის­ტურ და­პი­რე­ბებს:

"გუ­ლახ­დი­ლად მო­გახ­სე­ნებთ - ევ­რო­კავ­ში­რი და­პი­რე­ბებს, რა თქმა უნდა, გას­ცემს, მაგ­რამ ჩვენ არ ძალ­გვიძს, გავ­ცეთ ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რი და­პი­რე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც მთლი­ა­ნად ეხ­მი­ა­ნე­ბა ამ ქვეყ­ნე­ბის მო­ლო­დი­ნებს. ალ­ბათ, ზუს­ტად უნდა და­ი­ჭი­როთ ეს გან­სხვა­ვე­ბა ჩვენ და­პი­რე­ბებ­სა და ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის მო­ლო­დი­ნებს შო­რის. რაც შე­ე­ხე­ბა უვი­ზო მი­მოს­ვლის რე­ჟიმს სა­ქარ­თვე­ლო­სა და უკ­რა­ი­ნის­თვის, ამ პრო­ცესს სჭირ­დე­ბა ევ­რო­პუ­ლი საბ­ჭოს და 28 წევ­რის თან­ხმო­ბა. ყვე­ლა მათ­გა­ნი – პრე­მი­ე­რი, პრე­ზი­დენ­ტი _ თა­ვი­ანთ სა­უბ­რებ­ში ხაზს უს­ვამ­და, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ვი­ზა­ლი­ბე­რა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცე­სის თე­მე­ბი მათ­თვის. პო­ლი­ტი­კუ­რი გან­წყო­ბა, რო­დე­საც სა­კი­თხი ეხე­ბა ამ თე­მას, იყო ძალ­ზედ ოპ­ტი­მის­ტუ­რი და ძალ­ზედ მა­ღა­ლი დო­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და", - გა­ნა­ცხა­და დო­ნალდ ტუს­კიმ.

"ეჭვგა­რე­შეა, ფორ­მუ­ლი­რე­ბებ­ზე სა­უ­ბა­რი და მო­ლა­პა­რა­კე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი იყო. რა თქმა უნდა, ენის, ტერ­მო­ნო­ლო­გი­ის სა­კი­თხი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია პო­ლი­ტი­კა­ში, მაგ­რამ შე­მიძ­ლია მო­გახ­სე­ნოთ, რომ არა­ფე­რი არ იც­ვლე­ბა, როცა სა­კი­თხი ეხე­ბა ჩვენს გან­ზრახ­ვებს. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ, ჩვენ მი­ვი­წევთ არ­ჩე­უ­ლი კურ­სით, მაგ­რამ არა­ვის გა­უ­ცია და­პი­რე­ბე­ბი, რომ "აღ­მო­სავ­ლეთ პარტნი­ო­რო­ბის" სა­მი­ტი იქ­ნე­ბო­და პრო­ცე­სის ავ­ტო­მა­ტუ­რი და­სა­წყი­სი ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რო­ბამ­დე. თქვენ გზა­ზე მხარ­დამ­ჭე­რე­ბიც გე­ყო­ლე­ბათ, სკეპ­ტი­კო­სე­ბიც და ოპო­ნენ­ტე­ბიც, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ ჩვენ მი­ვაღ­წი­ეთ ამ­ბი­ცი­ე­ბის მო­ცე­მულ დო­ნეს, რაც საკ­მა­ოდ და­სა­ფა­სე­ბე­ლია. ესეც რთუ­ლი და კომ­პლექ­სუ­რი პრო­ცე­სი იყო. ეს არის მაქ­სი­მუ­მი. ამ მაქ­სი­მუმს მი­ვაღ­წი­ეთ დღეს, მაგ­რამ ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ მუ­შა­ო­ბას".

"მე ძა­ლი­ან კარ­გად ვიცი, რომ ჩვენ ცვლი­ლე­ბებს მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბით, თუმ­ცა, გვჭირ­დე­ბა გა­მო­ვი­მუ­შა­ვოთ სტრა­ტე­გი­უ­ლი მოთ­მი­ნე­ბა. რი­გის სა­მიტ­ზე რა­ი­მე უზარ­მა­ზა­რი ნა­ბი­ჯე­ბის წინ გა­დად­გმის გა­მო­ცხა­დე­ბა არ იგეგ­მე­ბა. არა, ჩვე­ნი პარტნი­ო­რო­ბა ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა წა­ვი­დეს წინ, ისე რო­გორც ევ­რო­კავ­ში­რი შე­იქ­მნა, ამ შემ­თხვე­ვა­ში ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ ნიშ­ნავს რე­ა­ლურ პროგ­რესს ვაჭ­რო­ბის, ენერ­გე­ტი­კის, მო­ბი­ლო­ბი­სა და რე­ფორ­მე­ბის კუ­თხით, რაც ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის და ასე­ვე მთე­ლი ევ­რო­პის ინ­ტე­რე­სებ­შია",- წე­რია დო­ნალდ ტუს­კის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სი­ახ­ლე!

თუ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ხართ მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბით და არ გსურთ, მი­ი­ღოთ სხვა, თქვენ­თვის უინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცია, მო­ი­წო­ნეთ გვერ­დი, რო­მელ­ზეც მხო­ლოდ უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ახ­ლე­ე­ბი თავ­სდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

დონალდ ტუსკი - ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები

დონალდ ტუსკი - ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის განცხადებით, ემოციები ერთობლივ დეკლარაციასთან დაკავშირებით ბუნებრივი თემაა, რადგან სიტუაცია საკმაოდ რთულია რეგიონის გარშემო. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა რიგის "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გარდა ამისა, ტუსკის თქმით, ევროკავშირი ვერ გასცემს ოპტიმისტურ დაპირებებს:

"გულახდილად მოგახსენებთ - ევროკავშირი დაპირებებს, რა თქმა უნდა, გასცემს, მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები, რომლებიც მთლიანად ეხმიანება ამ ქვეყნების მოლოდინებს. ალბათ, ზუსტად უნდა დაიჭიროთ ეს განსხვავება ჩვენ დაპირებებსა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინებს შორის. რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის რეჟიმს საქართველოსა და უკრაინისთვის, ამ პროცესს სჭირდება ევროპული საბჭოს და 28 წევრის თანხმობა. ყველა მათგანი – პრემიერი, პრეზიდენტი _ თავიანთ საუბრებში ხაზს უსვამდა, რამდენად მნიშვნელოვანია ვიზალიბერალიზაციის პროცესის თემები მათთვის. პოლიტიკური განწყობა, როდესაც საკითხი ეხება ამ თემას, იყო ძალზედ ოპტიმისტური და ძალზედ მაღალი დონის პასუხისმგებლობით გამოირჩეოდა", - განაცხადა დონალდ ტუსკიმ.

"ეჭვგარეშეა, ფორმულირებებზე საუბარი და მოლაპარაკება საკმაოდ რთული იყო. რა თქმა უნდა, ენის, ტერმონოლოგიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ, რომ არაფერი არ იცვლება, როცა საკითხი ეხება ჩვენს განზრახვებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მივიწევთ არჩეული კურსით, მაგრამ არავის გაუცია დაპირებები, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტი იქნებოდა პროცესის ავტომატური დასაწყისი ევროკავშირის წევრობამდე. თქვენ გზაზე მხარდამჭერებიც გეყოლებათ, სკეპტიკოსებიც და ოპონენტებიც, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ მივაღწიეთ ამბიციების მოცემულ დონეს, რაც საკმაოდ დასაფასებელია. ესეც რთული და კომპლექსური პროცესი იყო. ეს არის მაქსიმუმი. ამ მაქსიმუმს მივაღწიეთ დღეს, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას".

"მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ჩვენ ცვლილებებს მოუთმენლად ველოდებით, თუმცა, გვჭირდება გამოვიმუშავოთ სტრატეგიული მოთმინება. რიგის სამიტზე რაიმე უზარმაზარი ნაბიჯების წინ გადადგმის გამოცხადება არ იგეგმება. არა, ჩვენი პარტნიორობა ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წავიდეს წინ, ისე როგორც ევროკავშირი შეიქმნა, ამ შემთხვევაში ნაბიჯ-ნაბიჯ ნიშნავს რეალურ პროგრესს ვაჭრობის, ენერგეტიკის, მობილობისა და რეფორმების კუთხით, რაც ჩვენი პარტნიორების და ასევე მთელი ევროპის ინტერესებშია",- წერია დონალდ ტუსკის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

სიახლე!

თუ დაინტერესებული ხართ მხოლოდ პოლიტიკური თემებით და არ გსურთ, მიიღოთ სხვა, თქვენთვის უინტერესო ინფორმაცია, მოიწონეთ გვერდი, რომელზეც მხოლოდ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური სიახლეები თავსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."