სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2014 წლის გაუხმაურებელი ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ
2014  წლის გაუხმაურებელი ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2014-მა წელ­მა ჩა­ი­ა­რა და უამ­რავ­მა გა­მო­ცე­მამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სა­უ­კე­თე­სო ფილ­მე­ბის სია, გა­ა­ნა­წი­ლეს წლის ყვე­ლა­ზე პა­ტივ­სა­ცე­მი სუ­რა­თე­ბის ტი­ტუ­ლე­ბი, მაგ­რამ დღეს ჩვენ მე­ინ­სტრიმ პრო­ექ­ტებს გვერ­დით გა­დავ­დებთ და იმ ფილ­მე­ბის შე­სა­ხებ მო­გიყ­ვე­ბით, რომ­ლებ­საც შარ­შან არც მე­დი­ა­ში, არც გა­ქი­რა­ვე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი არ მოჰ­ყო­ლია, მაგ­რამ მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, წლის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოვ­ლე­ნა გახ­დნენ. მოკ­ლედ, წარ­მო­გიდ­გენთ 2014 წლის სა­უ­კე­თე­სო ფილ­მებს, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც არა­ფე­რი გა­გი­გი­ათ.

stretch (გა­წელ­ვა)

GTA ხომ ყვე­ლას გაქვთ ნა­თა­მა­შე­ბი? ჰოდა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ მსგავს ფილ­მს უყუ­რებთ, სა­დაც ხალ­ხის კვლის და ბარ­ბა­რო­სუ­ლი აქ­ტე­ბის მა­გივ­რად, მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟი, რო­მე­ლიც ლი­მუ­ზი­ნის მძღო­ლია, ცნო­ბილ მსა­ხი­ო­ბებს და­ათ­რევს წინ და უკან. გზად კი იმ­დე­ნი მძაფრ­სი­უ­ჟე­ტი­ა­ნი თავ­გა­და­სა­ვა­ლი ხდე­ბა, რო­გორც კარგ ექ­შენ­ზე გათ­ვლილ ვი­დე­ო­თა­მაშს შე­ე­ფე­რე­ბა. ამას­თან, რე­ჟი­სო­რი ჯო კარ­ნა­ჰა­ნი პირ­და­პირ დას­ცი­ნის და შე­უ­რა­ცხყოფს ყვე­ლა იმ მან­კი­ე­რე­ბას, რაც თა­ნა­მედ­რო­ვე კი­ნო­ინ­დუსტრი­ა­ში სუ­ფევს. "სთრე­ჩი" არის ფსი­ქო­დე­ლურ ნარ­კო­ტი­კებ­ზე "შემჯდა­რი" კო­მე­დია, რო­მე­ლიც სი­უ­ჟე­ტუ­რად მუ­დამ იც­ვლე­ბა და სულ უფრო ჩქარ­დე­ბა. მისი ყუ­რე­ბი­სას მო­დუ­ნე­ბა უბ­რა­ლოდ, შე­უძ­ლე­ბე­ლია.

babadook (ბა­ბა­დუ­კი)

კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ა­ში სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟან­რი ყვე­ლა­ზე ცუდ დღე­შია. კო­მა­ში მყო­ფი პა­ცი­ენ­ტი­ვი­თაა, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ერთხელ თუ გა­ა­ხელს თვალს იმის მი­სა­ნიშ­ნებ­ლად, რომ ჯერ აპა­რა­ტი­დან არ გა­თი­შონ. 2014 წლის ასე­თი თვა­ლის გა­ხე­ლა იყო ჯე­ნი­ფერ კენ­ტის სა­დე­ბი­უ­ტო ჰო­რო­რი ბა­ბა­დუ­კი. ფილ­მი პირ­ვე­ლი­ვე კად­რი­დან გძა­ბავთ და გაძ­რწუ­ნებთ. ის არის იდე­ა­ლუ­რი ნი­მუ­ში იმი­სა, თუ რო­გორ უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს სუ­რათ­მა მა­ყუ­რე­ბელ­ში შიში და თა­ნაგ­რძნო­ბა. ყვე­ლა­ფე­რი ფსი­გო­ლო­გი­ურ დო­ნე­ზე ხდე­ბა, ატ­მოს­ფე­რო უი­მე­დო­ბის შეგ­რძნე­ბას ტო­ვებს, და­ძა­ბუ­ლო­ბა კულ­მი­ნა­ცი­ას აღ­წევს, ხოლო როცა სა­ბო­ლო­ოდ ბა­ბა­დუ­კი გაშ­ლის თა­ვის გრძელ ხე­ლებს, აი, აქ უკვე სკამ­ზე მყა­რად ჯდო­მა ნამ­დვ­ლად აღარ გა­მო­გი­ვათ. ერთი სი­ტყვით, ბა­ბა­დუ­კი წლის სა­უ­კე­თე­სო ჰო­რო­რია. სა­ნამ მის ყუ­რე­ბას და­ი­წყებთ, გა­ით­ვა­ლი­წი­ნეთ, რომ ბნელ ოთახ­ში და­ძი­ნე­ბას ვე­ღარ მო­ა­ხერ­ხებთ.

what we do in the shadows (რას ვა­კე­თებთ ჩრდილ­ქვეშ)

ფსევ­დო დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტი­ან პრო­ექ­ტებ­ში საკ­მაო პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს და რე­ა­ლიზ­მის მიღ­წე­ვის ალ­ბათ, სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. ამ ჟან­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან საშა ბა­რონ კო­ე­ნის "ბო­რა­ტი", ვუდი ალე­ნის "ზე­ლი­გი", კრის­ტო­ფერ გეს­ტის "სა­უ­კე­თე­სო შო­უ­ში" და ა.შ. თუმ­ცა ეს მე­თო­დი ძი­რი­თა­დად, სა­ში­ნე­ლე­ბა­თა ჟანრ­შია ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ერთ სახ­ლში რომ ცხოვ­რობ­დეს ნოს­ფე­რა­ტუ, დრა­კუ­ლა, ბლე­ი­დი, რო­მელ­საც იუ­მო­რის გრძნო­ბა აქვს და ინ­დუ­სია და ედ­ვარდ კა­ლე­ნი, რო­მე­ლიც არ ბრჭყვი­ა­ლებს. ეს არის წლის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო ფილ­მი და ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია ვამ­პი­რე­ბის ცხოვ­რე­ბის დღემ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბის შე­სა­ხებ.

enemy (მტე­რი)

მარ­თა­ლია დე­ნის ვილ­ნუ­ე­ვის "მტე­რი" ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2013 წლის ფილ­მია, მაგ­რამ ამე­რი­კა­ში და გლო­ბა­ლურ კი­ნო­გა­ქი­რა­ვე­ბა­ში მხო­ლოდ 2014 წელს გა­მო­ვი­და, ამი­ტომ აქვს ამ სი­ა­ში ყოფ­ნის უფ­ლე­ბა. "მტე­რი" დეპ­რე­სი­უ­ლი ატ­მოს­ფე­როს მქო­ნე მის­ტი­კუ­რი ის­ტო­რი­აა, რო­მე­ლიც დიდი ხანი დაგ­ტო­ვებთ გა­ოგ­ნე­ბულს და და­გა­ფიქ­რებთ იმა­ზე, რა ხდე­ბო­და ფილმში და რას ნიშ­ნავ­და ესა თუ ის სცე­ნა. იდენ­ტო­ბის კრი­ზის­ზე, ოჯა­ხურ ინ­სტი­ტუტ­ზე, ქა­ოს­ზე და ამ ქა­ოს­ში წეს­რი­გის ძი­ე­ბა­ზე აგე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნუ­რი სი­უ­ჟე­ტი აუ­ცი­ლებ­ლად მი­გა­ჯაჭ­ვებთ მო­ნი­ტორს. ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ჯეიკ ჯი­ლე­ნჰო­ლის ფან­ტას­ტი­უ­რი პერ­ფორ­მან­სი და ოს­ტა­ტუ­რი რე­ჟი­სუ­რა სრულ­ყო­ფი­ლად შეკ­რულ სა­ნა­ხა­ო­ბას წარ­მო­ად­გენს, რო­მელ­შიც თა­ვად მო­გი­წევთ კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხე­ბის მო­ძი­ე­ბა.

the double (ორე­უ­ლი)

"ორე­უ­ლი" ნი­ჭი­ე­რი ბრი­ტა­ნე­ლი რე­ჟი­სო­რის რი­ჩარდ აი­ო­ა­დის მე­ო­რე ფილ­მია და ბევ­რი რა­მით გავს "მტერს". ფერ­თა პა­ლიტ­რა აქაც მშრა­ლი და დეპ­რე­სი­უ­ლია, მთა­ვარ პერ­სო­ნაჟს სა­კუ­თა­რი ორე­უ­ლი ეცხა­დე­ბა, მაგ­რამ მსგავ­სე­ბე­ბი აქ წყდე­ბა. თე­მე­ბი, რო­მელ­საც "ორე­უ­ლი" გა­ნი­ხი­ლავს, თვი­სობ­რი­ვად გან­სხვავ­დე­ბა "მტრის­გან". ფილ­მი თე­ო­დორ დოს­ტო­ევ­სკის მო­თხრო­ბის მი­ხედ­ვი­თაა გა­და­ღე­ბუ­ლი. წინ გე­ლით საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რი შავი კო­მე­დია, რო­მელ­შიც ბევ­რს ვერ იცი­ნებთ, მაგ­რამ სი­ტუ­ა­ცი­ის იუ­მო­რის­ტულ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­ზე ხში­რად გა­გე­ღი­მე­ბათ. სის­ტე­მუ­რი წეს­რი­გის და ბი­უ­როკ­რა­ტი­ის კრი­ტი­კა, თვით­გა­მორ­კვე­ვის და მიზ­ნის ძი­ე­ბის ირ­გვლივ გაშ­ლი­ლი ფა­ბუ­ლა, ჯესი ეი­ზენ­ბერ­გის და მია ვა­სი­კოვ­სკას და­მა­ჯე­რე­ბე­ლი შეს­რუ­ლე­ბა, ეს ის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რა­საც "ორე­ულ­ში" ნა­ხავთ.

laggies (პა­ტა­რა დიდი გო­გო­ნა)

2014 წელი რო­მან­ტი­კულ კო­მე­დი­ებს არ წყა­ლობ­და. უფრო მეტი ფილ­მი გა­მო­ვი­და დესტრუქ­ცი­ულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე, ვიდ­რე სიყ­ვა­რულ­ზე. ლინ შელ­ტო­ნის "ლე­გის" ქა­ლის გა­და­ღე­ბუ­ლი, ქა­ლის და­წე­რი­ლი და ქა­ლის პერ­სპექ­ტი­ვი­დან მო­ყო­ლი­ლი ის­ტო­რი­აა, რო­მელ­შიც უხ­ვა­დაა ემ­პა­თია, სა­სა­ცი­ლო სცე­ნე­ბი, სა­ინ­ტე­რე­სო დი­ა­ლო­გე­ბი და წა­მოჭ­რი­ლია თვით­გა­მორ­კვე­ვის სა­კი­თხი. ფილმში კირა ნა­ით­ლის, სემ როკ­ვე­ლის და ქლოი გრე­ის მო­რეთ­სის სამ­სა­ხი­ო­ბო შეს­რუ­ლე­ბა და პი­ტერ პე­ნის სინ­დრო­მის გან­ხილ­ვა მრა­ვალ იუ­მო­რის­ტულ სცე­ნას­თან ერ­თად არის შერ­წყმუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

2014 წლის გაუხმაურებელი ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2014  წლის გაუხმაურებელი ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

2014-მა წელმა ჩაიარა და უამრავმა გამოცემამ გამოაქვეყნა საუკეთესო ფილმების სია, გაანაწილეს წლის ყველაზე პატივსაცემი სურათების ტიტულები, მაგრამ დღეს ჩვენ მეინსტრიმ პროექტებს გვერდით გადავდებთ და იმ ფილმების შესახებ მოგიყვებით, რომლებსაც შარშან არც მედიაში, არც გაქირავებაში დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, მაგრამ მიუხედავად ამისა, წლის მნიშვნელოვანი მოვლენა გახდნენ. მოკლედ, წარმოგიდგენთ 2014 წლის საუკეთესო ფილმებს, რომელთა შესახებაც არაფერი გაგიგიათ.

stretch (გაწელვა)

GTA ხომ ყველას გაქვთ ნათამაშები? ჰოდა, წარმოიდგინეთ, რომ მსგავს ფილმს უყურებთ, სადაც ხალხის კვლის და ბარბაროსული აქტების მაგივრად, მთავარი პერსონაჟი, რომელიც ლიმუზინის მძღოლია, ცნობილ მსახიობებს დაათრევს წინ და უკან. გზად კი იმდენი მძაფრსიუჟეტიანი თავგადასავალი ხდება, როგორც კარგ ექშენზე გათვლილ ვიდეოთამაშს შეეფერება. ამასთან, რეჟისორი ჯო კარნაჰანი პირდაპირ დასცინის და შეურაცხყოფს ყველა იმ მანკიერებას, რაც თანამედროვე კინოინდუსტრიაში სუფევს. ”სთრეჩი” არის ფსიქოდელურ ნარკოტიკებზე "შემჯდარი" კომედია, რომელიც სიუჟეტურად მუდამ იცვლება და სულ უფრო ჩქარდება. მისი ყურებისას მოდუნება უბრალოდ, შეუძლებელია.

babadook (ბაბადუკი)

კინემატოგრაფიაში საშინელებათა ჟანრი ყველაზე ცუდ დღეშია. კომაში მყოფი პაციენტივითაა, რომელიც წელიწადში ერთხელ თუ გაახელს თვალს იმის მისანიშნებლად, რომ ჯერ აპარატიდან არ გათიშონ. 2014 წლის ასეთი თვალის გახელა იყო ჯენიფერ კენტის სადებიუტო ჰორორი ბაბადუკი. ფილმი პირველივე კადრიდან გძაბავთ და გაძრწუნებთ. ის არის იდეალური ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა გამოიწვიოს სურათმა მაყურებელში შიში და თანაგრძნობა. ყველაფერი ფსიგოლოგიურ დონეზე ხდება, ატმოსფერო უიმედობის შეგრძნებას ტოვებს, დაძაბულობა კულმინაციას აღწევს, ხოლო როცა საბოლოოდ ბაბადუკი გაშლის თავის გრძელ ხელებს, აი, აქ უკვე სკამზე მყარად ჯდომა ნამდვლად აღარ გამოგივათ. ერთი სიტყვით, ბაბადუკი წლის საუკეთესო ჰორორია. სანამ მის ყურებას დაიწყებთ, გაითვალიწინეთ, რომ ბნელ ოთახში დაძინებას ვეღარ მოახერხებთ.

what we do in the shadows (რას ვაკეთებთ ჩრდილქვეშ)

ფსევდო დოკუმენტური ფილმები დაბალბიუჯეტიან პროექტებში საკმაო პოპულარობით სარგებლობს და რეალიზმის მიღწევის ალბათ, საუკეთესო საშუალებაა. ამ ჟანრის წარმომადგენლები არიან საშა ბარონ კოენის "ბორატი", ვუდი ალენის "ზელიგი", კრისტოფერ გესტის "საუკეთესო შოუში" და ა.შ. თუმცა ეს მეთოდი ძირითადად, საშინელებათა ჟანრშია ყველაზე გავრცელებული. წარმოიდგინეთ, ერთ სახლში რომ ცხოვრობდეს ნოსფერატუ, დრაკულა, ბლეიდი, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს და ინდუსია და ედვარდ კალენი, რომელიც არ ბრჭყვიალებს. ეს არის წლის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ფილმი და ყველაზე საინტერესო ისტორია ვამპირების ცხოვრების დღემდე უცნობი დეტალების შესახებ.

enemy (მტერი)

მართალია დენის ვილნუევის ”მტერი” ოფიციალურად 2013 წლის ფილმია, მაგრამ ამერიკაში და გლობალურ კინოგაქირავებაში მხოლოდ 2014 წელს გამოვიდა, ამიტომ აქვს ამ სიაში ყოფნის უფლება. ”მტერი” დეპრესიული ატმოსფეროს მქონე მისტიკური ისტორიაა, რომელიც დიდი ხანი დაგტოვებთ გაოგნებულს და დაგაფიქრებთ იმაზე, რა ხდებოდა ფილმში და რას ნიშნავდა ესა თუ ის სცენა. იდენტობის კრიზისზე, ოჯახურ ინსტიტუტზე, ქაოსზე და ამ ქაოსში წესრიგის ძიებაზე აგებული ძალიან ჭკვიანური სიუჟეტი აუცილებლად მიგაჯაჭვებთ მონიტორს. ამას დამატებული ჯეიკ ჯილენჰოლის ფანტასტიური პერფორმანსი და ოსტატური რეჟისურა სრულყოფილად შეკრულ სანახაობას წარმოადგენს, რომელშიც თავად მოგიწევთ კითხვებზე პასუხების მოძიება.

the double (ორეული)

”ორეული” ნიჭიერი ბრიტანელი რეჟისორის რიჩარდ აიოადის მეორე ფილმია და ბევრი რამით გავს ”მტერს”. ფერთა პალიტრა აქაც მშრალი და დეპრესიულია, მთავარ პერსონაჟს საკუთარი ორეული ეცხადება, მაგრამ მსგავსებები აქ წყდება. თემები, რომელსაც ”ორეული” განიხილავს, თვისობრივად განსხვავდება ”მტრისგან”. ფილმი თეოდორ დოსტოევსკის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული. წინ გელით საკმაოდ უცნაური შავი კომედია, რომელშიც ბევრს ვერ იცინებთ, მაგრამ სიტუაციის იუმორისტულ მახასიათებლებზე ხშირად გაგეღიმებათ. სისტემური წესრიგის და ბიუროკრატიის კრიტიკა, თვითგამორკვევის და მიზნის ძიების ირგვლივ გაშლილი ფაბულა, ჯესი ეიზენბერგის და მია ვასიკოვსკას დამაჯერებელი შესრულება, ეს ის მცირე ჩამონათვალია, რასაც ”ორეულში” ნახავთ.

laggies (პატარა დიდი გოგონა)

2014 წელი რომანტიკულ კომედიებს არ წყალობდა. უფრო მეტი ფილმი გამოვიდა დესტრუქციულ ურთიერთობებზე, ვიდრე სიყვარულზე. ლინ შელტონის ”ლეგის” ქალის გადაღებული, ქალის დაწერილი და ქალის პერსპექტივიდან მოყოლილი ისტორიაა, რომელშიც უხვადაა ემპათია, სასაცილო სცენები, საინტერესო დიალოგები და წამოჭრილია თვითგამორკვევის საკითხი. ფილმში კირა ნაითლის, სემ როკველის და ქლოი გრეის მორეთსის სამსახიობო შესრულება და პიტერ პენის სინდრომის განხილვა მრავალ იუმორისტულ სცენასთან ერთად არის შერწყმული.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება